საქართველოს დროშა

ჰუმანას შესახებ

უკვე 60 წელზე მეტია, რაც გერმანული კომპანია “ჰუმანა” საუკეთესო ნედლეულისგან მაღალი ხარისხის ბავშვთა საკვებს აწარმოებს. ამასთანავე ის, დიდ ყურადღებას აქცევს მაღალი ხარისხის სტანდარტების დაცვას, რათა თქვენმა პატარამ ჯანმრთელად იკვებოს. სწორედ ამის გამო “ჰუმანას” პროდუქციას მინიჭებული აქვს ევროკავშირის BIO ლოგო, ხოლო მის მიერ გამოყენებულ რძეს-გერმანიის ოფიციალური ხარისხის ნიშანი-“არაგენმოდიფიცირებული”. 

1950 წელს ჰუმანამ გერმანულ ბაზარზე პირველად გამოიტანა დედის რძესთან მიხალოვებული ჩვილის საკვები. მას შემდეგ ჰუმანა მუდმივად აფართოვებს თავისი პროდუქციის ასორტიმეტს და  დღესდღეობით ის გთავაზობთ ბავშვთა კვებას დაბადებიდან-ერთი წლის ზემოთ. 
 
ჰერფორდიდან მთელს მსოფლიოში
 
50-ზე მეტი ევროპის ქვეყანა და ევროპის გარეთ მშობლები წლების განმავლობაში ენდობიან ჰუმანას ბავშვთა კვებას ჰერფორდიდან. მის ინტერნაციონალურ გავრცელებას ხელს უწყობენ საკუთარი შვილობილი კომპანიები იტალიაში, ესპანეთსა და პორტუგალიაში, ასვე მრავალწლიანი დისტრიბუტორი პარტნიორები. 
 
“ჰუმანა GmbH” ჰერფორდში არის DMK Deutsches Milchkontor GmbH –ს შვილობილი კომპანია, შემოკლებით DMK სადაც გაწევრიანებულია 11.000 რძის მწარმოებელი 6,7 კგ. რძით. ამ რძის გადამუშავება ხდება 5.500 მოშაკის მიერ 23 ადგილას და მიიღება რძის ახალი პროდუქცია, როგორიც არის რძე, იოგურტი და ხაჭო, ყველი, რძის შემცველი ბავშვთა საკვები, ნაყინი და ჯანმრთელი პროდუქცია. 4 მილიარდიანი ევრო ბრუნვით საწარმო შედის ევროპის მაშტაბით რძის ინდუსტრიის პირველ ათეულში. 
 
  – კომპანია "ჰუმანას" ოფიციალური ვებ–გვერდი