საქართველოს დროშა
ჰუმანას შესახებ
რძის ექსპერტები

რძის ექსპერტები

60 წელზე მეტია, რაც ბავშვთა საკვებს ჩვენს ქარხანაში, ქ. ჰერფორდში (ვესტფალენის მხარეში) ვაწარმოებთ. წარმოების ხაზი შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს. 350 ერთგული და მაღალკვალიფიცირებული თანამშრომლის დამსახურებით ვაღწევთ მაღალ ხარისხს.

რძე რეგიონიდან

რძის მიღება მხოლოდ ჩვენი წევრი ფერმებიდან ხდება, სადაც ერთგულნი არიანი ხარისხის მაღალი სტანდარტის დაცვისა და უსაფრთხო პროფესიონალურული პრაქტიკის. ისინი პასუხისმგებლობით ეკიდებიან შინაურ ცხოველებსა და ბუნებას. ახალ რძეს პირდაპირ ფერმებიდან ვიღებთ და შემდეგ კონტროლზე ქარხანაში ვაგზავნით, სადაც ხარისხის მომდევნო შემოწმების პროცესს წარვმართავთ. სანამ არ დავრწმუნდებით, რომ რძე არ შეიცავს დაბინძურებულ ნივთიერებებს ან ლექს, მას არ ვუშვებთ წარმოებაში. ამ მეთოდით ჩვენ შეგვიძლია გამოვიკვლიოთ რძის გამოვლილი გზა ფერმიდან წარმოებამდე.

ზუსტი წარმოება

რძე გადის სპეციალური წარმოების პროცესს, რათა განხორციელდეს ჩვილის სპეციალურ მოთხოვნებთან შესაბამისობა. თანამედროვე ტექნოლოგია, სწორად შერჩეული ნედლეული და პასუხისმგებლობით სავსე თანამშრომლები გარანტიას იძლევიან, რომ საკვებ ნივთიერებათა გადამუშავება უსაფრთხო და ზუსტი იქნება. ხარისხის მუდმივი კონტროლი მაღალი სტანდარტების შენარჩუნების გარანტიას იძლევა.