საქართველოს დროშა

ისტორია

1950

წელს ჰუმანამ შექმნა დედის რძესთან მიახლოვებული ჩვილის საკვები, რითაც მან ხელი შეუწყო თანამედროვე ჩვილის საკვების შექმნას.

1950

ჰერფორდელმა პედიატრმა ჰაინც ლენკემ მრავალწლიანი კვლევების შედეგად განავითრა დედის რძესთან მიახლოვებული ჩვილის საკვები.1950 წელს ჰუმანას რძე ჩნდება ბაზარზე. მართალია უკვე მე-20 საუკუნის დასაწყისში არსებობდა ბოთლის საკვები ჩვილებისთვის , თუმცა მათ დედის რძესთნ საერთო ძალიან ცოტა ჰქონდათ, რაც ბავშვებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.  

1958

პირველი გამზადებული ფაფის შემოტანა ბანანის გემოთი (კომბანა), რომელიც ფხვნილის სახით იყო.

1959

ჰუმანას მიერ საპატენტო უფლების მოპოვება თანამედროვე, გაუმჯობესებული  წარმოების მეთოდების დანერგვაზე. ამ დროს იქმნება ჰუმანას სპეციალური საკვები დღენაკლულთათვის.

1962

სამეცნიერო  კვლევები დედის რძესთან დაკავშირებით და პირველი საკვების შექმნა, რომელიც დედის რძესთან იყო მიახლოვებული.

1967

ჰუმანა, როგორც პირველი მწარმოებელი ქმნის HN სამკურნალო კვებას, რომელიც ტკბილი რძის საფუძველზეა დამზადებული.

1968-1970

ჰუმანას გამზადებული ფაფების პროგრამის ბაზარზე გატანა.

1971-1973

ჰუმანას Baby fit-ის ლაბორატორიულად შემოწმება და მისი ბაზარზე შემოტანა. შემდგომი კვება ბანანით  განკუთვნილია განსაკუთრებით იმ ჩვილებისთვის, რომლებსაც პირღებინებისა და კუჭნაწლავის პრობლემები აწუხებთ.

1982

იმ ბავშვებისთვის, რომლებსაც ძროხის რძის აუტანლობა აწუხებთ, ჰუმანას შემოაქვს SL სპეციალური ბოთლის საკვები, რომელიც მხოლოდ მცენარეულ საწყისზეა დამზადებული.

1985

ბაზარზე ჩნდება ჰუმანას შემდგომი რძე 2 ჩვილებისთვის 5 თვიდან.

1987

იქმნება ჰუმანას სამკურნალო კვება+ელექტროლიტი, რომელიც განკუთვნილია დიარეის მკურნალობისთვის პირველ თვეებში.

1988

ჰუმანას SL სპეციალური მზა ფაფა უფრო მეტად ვითარდება სპეციალურად იმ ბავშვებისთვის, რომლებსაც ძროხის რძის აუტანლობა აწუხებთ. 

1992

განსაკუთრებით მგრძნობიარე და ალერგიის მქონე ბავშვებისთვის ჰუმანა იწყებს HA ჰიპოალრეგიული საკვების პროგრამას.