საქართველოს დროშა
მრჩეველი
ხშირი კითხვები

ხშირი კითხვები

როგორ დავიცვათ ძუძუთი კვების ოპტიმალური პრინციპები?

ძუძუთი კვება დავიწყოთ ბავშვის დაბადებიდან 30-60 წუთის განმავლობაში; კვება ვაწარმოოთ ახალშობილის მოთხოვნის მიხედვით; გამოვრიცხოთ ბოთლიდან საწოვრით კვება; განვახორციელოთ მხოლოდ ძუძუთი კვება სიცოცხლის პირველი 6 თვის განმავლობაში; ვეცადოთ არ შევწყვიტოთ ძუძუთი კვება დამატებითი საკვების მიღების შემდეგ; ვეცადოთ ძუძუთი კვება გაგრძელდეს 2 წლის ასაკამდე.
 

რატომ ვირჩევთ ქარხნული წარმოების პროდუქტებს?

სახლში  მომზადებული საკვები ორგანოლეპტური თვისებებით და მიკრონუტრიენტებით ჩამორჩება ქარხნული წარმოების პროდუქტებს. კვლევებმა დაა­დასტურა, რომ სახლში მომზადებული პროდუქტები შეიცავენ ზედმეტი რაოდენობით ცილებს, ცხიმებს, შაქარს, მარილს. აღინიშნება ისეთი ნუტრიენტების დეფიციტი, როგორიცაა რკინა, თუთია, ვიტამინი A და E, B ჯგუფის ვიტამინები.
 
ქარხნული წარმოების პროდუქტებს გააჩნია შემდეგი უპირატესობები:
 
წარმოებულია მაღალი ხარისხის, ეკოლო-გიურად სუფთა ნედლეულისგან;
გარანტირებულია ქიმიური და ბიოლოგიური უსაფრთხოება;
ბალანსირებულია შემადგენლობა, გამ-დიდრებულია ბიოლოგიურად აქტიური ნივთიე-რებებით (ვიტამინები, მიკროელემენტები, პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავები, პრე და პრობიოტიკები);
გამოირჩევა შემადგენლობის დიდი მრა-ვალფეროვნებით, რომელიც შეიძლება არ იყოს ხელმისაწვდომი ოჯახის პირობებში;
ნედლეული დამუშავებული და დანა-წევრებულია ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით;
გარანტირებულია ხარისხი;
შეფუთულია ჰერმეტულად და აქვს ხანგრძლი-ვი შენახვის პირობები (ოთახის ტემპერატურაზეც).
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რე-კომენდაციით “1 წლამდე ბავშვთა კვებაში გამოყენებული უნდა იყოს სამრეწველო წარმოების დამატებითი კვების პროდუქტები”.

 

შეიძლება თუ არა ბავშვის საკვების მიკროტალღოვან ღუმელში გაცხელება?

ბავშვის საკვების მიკროტალღოვან ღუმელში გაცხელებას ხშირად სითბოს არათანაბარი გადანაწილება მოჰყვება, რასაც თან ახლავს ის ფაქტი, რომ შემთბარი საკვების გარკვეული ნაწილები შეიძლება ძალიან ცხელი იყოს და დამწვრობა გამოიწვიოს. ამასთანავე შეიძლება საკვები ზედმეტად გამოშრეს. სწორედ ამიტომ ჩვენ გირჩევთ, რომ ყოველთვის  მოამზადოთ ახალი საკვები. ნუ გააცხელებთ მზა საკვებს თავიდან, თუნდაც  იგი გარკვეული დროის განმავლობაში მაცივარში ინახებოდეს. თუ სითხეს მიკროტალღოვან ღუმელში აცხელებთ, აუცილებელია ყოველთვის შეანჯღრიოთ ბოთლი მოხმარებამდე და შეამოწმოთ საკვების ტემპერატურა.
 

შეიძლება თუ არა მომზადებული ფაფების თავიდან გაცხელება?

ბავშვებმა დამატებითი საკვების მიღება უნდა დაიწყონ ბუნებრივი კვების დროს 6 თვიდან, ხოლო შერეული და ხელოვნური კვების დროს 4-6 თვიდან. თუ ბავშვს ვაძლევთ ბურღულის ფაფებს, ჯობს მომზადდეს კვების წინ. არ შეიძლება მომზადებული ფაფა (ან კვების შემდეგ დარჩენილი ფაფა) შეინახოთ მაცივარშიც კი, მიკრობებით დაბინძურების თავიდან აცილების მიზნით. მიკრობები ფაფაში შეიძლება მოხვდეს ჰაერთან კონტაქტის შედეგად. ფაფის გაცხელება არაა საკმარისი მიკრობების განადგურებისთვის.
 

შეიძლება თუ არა მომზადებული ფაფების თავიდან გაცხელება?

ბავშვებმა დამატებითი საკვების მიღება უნდა დაიწყონ ბუნებრივი კვების დროს 6 თვიდან, ხოლო შერეული და ხელოვნური კვების დროს 4-6 თვიდან. თუ ბავშვს ვაძლევთ ბურღულის ფაფებს, ჯობს მომზადდეს კვების წინ. არ შეიძლება მომზადებული ფაფა (ან კვების შემდეგ დარჩენილი ფაფა) შეინახოთ მაცივარშიც კი, მიკრობებით დაბინძურების თავიდან აცილების მიზნით. მიკრობები ფაფაში შეიძლება მოხვდეს ჰაერთან კონტაქტის შედეგად. ფაფის გაცხელება არაა საკმარისი მიკრობების განადგურებისთვის.
 

რატომ რჩება ზოგჯერ შთაბეჭდილება, რომ ნარევი მომზადებისას სათანადოდ არ იხსნება?

აღნიშნული პრობლემის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია შეფუთვაზე მითითებული ინსტრუქციის ზედმიწევნით დაცვა. სასურველი ხსნადობის მისაღებად ნარევის მომზადებისას სუფთა ბოთლში თავდაპირველად უნდა ჩაისხას წყლის საჭირო რაოდენობის მხოლოდ ნახევარი, შემდეგ დაემატოს ფხვნილი და ბოთლი შეინჯღრეს 15-20 წამის განმავლობა­ში. ამის შემდეგ ემატება წყლის დარჩენილი რაოდენობა და ბოთლი ისევ ინჯღრევა. შეფუთ­ვაზე მითითებული წყლის ტემპერატურის ზუსტი დაცვა იმის გარანტიას იძლევა, რომ ნარევი სათანადოდ გაიხსნება. თუკი ბოთლის კედელზე რჩება მცირე ზომის კრისტალები, ეს სრულიად ნორმალურია იმ შემთხვევაში, როდესაც ფხვნილი შეიცავს სახამებელს.
 

რძის ნარევის მომზადებისას პერიოდულად რატომ ჩნდება ქაფი?

ნარევის მომზადებისას ქაფის წარმოქმნის თავიდან აცილება სრულიად შესაძლებელია შეფუთვაზე მითითებული ინსტრუქციის საგულდაგულო დაცვითა და ბოთლის ნაზად შენჯღრევის საშუალებით (ქაფის მცირე რაოდენობა, რომლის სისქეც არ აღემატება 3 მმ-ს, ნორმალურია). თუკი ნარევის მომზადებისას უფრო მეტი ქაფი წარმოიქმნება, ჩვენ გთავაზობთ „ჰუმანას“ საბავშვო წყლის გამოყენებას. ასევე რეკომენდებულია ბავშვის კვების განმავლობაში ბოთლის დაკავება დახრილ პოზიციაში, რაც უზრუნველყოფს ბავშვის მიერ ნარევის მიღებას თავდაპირველად ბოთლის შუა ნაწილიდან და არა ზედაპირიდან, რომელზედაც კონცენტრირ­დება ქაფის ბუშტუკები.
 

რამდენ ხანს შეიძლება შევინახოთ დასალევად გამზადებული ნარევი?

ახლად მომზადებული ნარევის შენახვა გამათბობელში იმაზე მეტი დროის განმავლობაში, ვიდრე გრძელდება კვე­ბის ნორმალური პროცესი (მაქსიმუმ, 45 წუთი) რეკომენდებული არ არის. ამის საშუალებით თავიდან ვიცილებთ ფორმულის ნუტრიციული ღირებულების დაკარგვასა და მიკრობიოლოგიურ დაბინძურებას. სწორედ ამიტომ არ არის მიზანშეწონილი მზა საკვების ხელახალი შეთბობა და ნაწილობრივ დალეული ბოთლის შენახვა. 
 

რა არის ორგანული საკვების უპირატესობები?

ორგანული საკვების უპირატესობები შემდეგია: ყველა ინგრედიენტი მიღებულია კონტროლირებადი სასოფლო-სამეურნეო კულტურებიდან; შესა­­ბამისობაშია ეკოსტანდარტებთან; არ შეი- ცავს კრისტალურ შაქარს (აქვს ხილიდან მიღებული სიტკბო), პესტიციდებს, მარილს, არომატიზატორებს, ხელოვნურ ვიტამინებს, გლუტენს, გამასქელებლებს, საღებავებს, კონსერვანტებს; სათუთად დამუშავებულია ქიმიური დანამატების გარეშე. რაც მთავარია, “ჰუმანას” ბიოპროდუქტები შეიცავენ ომეგა 3-ს, რაც ძალზე მნიშვნელოვანია ბავშვის ნერვული სისტემისა და მხედველობის ნორმალური განვითარებისთვის.
 

როდის ვიყენებთ “ჰუმანას” ურძეო ფაფას?

ჰუმანას” პროდუქციაში არის ურძეო ფაფები, რომელთაც აქვთ მიზანმიმართული დანიშნულება, რომ გამოყენებული იყოს ალერგიული განწყობის მქონე ბავშვებში. ურძეო ფაფები შეიცავენ ბავშვისთვის საჭირო ყველა საკვებ ინგრედიენტს, ვიტამინებისა და მიკროელემენტების ჩათვლით. ურძეო ფაფები შეიძლება გაიხსნას ჰუმანა ჰა (HA) რძეში, ან ჰუმანა სლ (SL)-ში, თუ ბავშვი საერთოდ ვერ იტანს ძროხის რძეს. საჭიროების დროს შეიძლება გაიხსნას “ჰუმანას” საბავშვო წყლით ან ჩვეულებრივი ანადუღარი წყლით.
 

რატომ იწვევს ბავშვთა კვების ზოგიერთი ფორმულა განავლის მომწვანო შეფერვას?
 

როგორც ცნობილია, განავლის ნორმალური მოყვითალო-მოყავისფრო შეფერილობა გან­­­პირობებულია მასში ბილირუბინის შემც­ველობით. ბილირუბინი წარმოიქმნება ღვიძლში ჰემოგლობინის დაშლის შედეგად (ერითროციტებიდან), შემდეგ გადადის ნაღვ­ლის ბუშტში, საიდანაც ხვდება ნაწლავებში. თუკი ნაწლავის შიგთავსის გადაადგილება ნორმალური სიჩქრით ხდება, ბილირუბინში მიმდინარე ქიმიური გარდაქმნები განა­პირობებს ისეთი ფეკალური მასის მიღებას, რომლის შეფერილობა ყვითლიდან ყავის­ფრამდე ცვალებადობს. ფეკალური მასის ფერი შესაძლებელია იყოს მომწვანო იმ შემთხვევაში, თუ საკვები ნაწლავებში დაჩქარებულად გადაადგილდება და ნაღვ­ლის მჟავები ჯერ კიდევ სრულად არ არის დაშლილი. სწრედ ეს უდევს საფუძვლად განავლის მომწვანო შეფერილობას ბავშვის საკვებში ჰიდროლიზებული ცილის შემცველი ფორმულების გამოყენების დროს. 
 ნაწილობრივ ჰიდროლიზებული ცილა, რომელიც გამოიყენება ჰუმანას ჰიპო­ალერგიულ ფორმულებში და ანტიკოლიკში, ფერმენტული გზით დენატურირებული და დაშლილია მჟავე გარემოში, ამდენად იგი ნაწილობრივ მონელებულია. ამის შედეგად მიიღება ორიგინალურ ცილაზე ნაკლები მოლეკულური მასის მქონე პეპტიდები, თუმცა ამ ცილის შემადგენლობა უახლოვდება დე­დის რძის ამინომჟავურ პროფილს და მაღალი ბიოლოგიური ღირებულებით ხასიათდება. ცილის ჰიდროლიზის შედე­გად ადგილი აქვს საჭმლის მონელების სტიმულაციას და კუჭ-ნაწლავის დროულ დაც­ლას, რის შედეგადაც ნაწლავებში განავ­ლოვანი მასის გადაადგილების დრო მცირდება და ფეკალურ მასას შესაძლოა ჰქონდეს მომწვანო ფერი.
 

რას ნიშნავს „ჰუმანას“ ყუთზე გამოსახული „პლუს“ ნიშანი?

თქვენ ალბათ, შეამჩნიეთ, რომ „ჰუმანას“ ბავშვთა კვების პროდუქციის ყუთების უმრავლესობაზე გამოსა-ხულია ნიშანი “პლუსი”.  ეს ნიშანი ხაზს უსვამს იმ  დამატებით უპირატესობებს, რომლითაც გამოირჩევა კვების მოცემული პროდუქტი (მაგალითად, როდესაც ნარევი გამდიდრებულია პრებიოტიკებით, გრძელჯაჭვოვანი პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავებით, ნუკლეოტიდებით ან სხვა სასარგებლო ნივთიერებებით). ამის გარდა, ნიშანი „პლუსი“ გამოხატავს კომპანიის სწრაფვას მუდმივი განვითარებისა და პროგრესისკენ, რაც მის პროდუქციაში თანამედროვე მეცნიერული მიღწევების რეგულარულ ასახვას ემსახურება.
 

რომელი საკვები პროდუქტია რკინით განსაკუთრებით მდიდარი?

ზოგადად რომ ვთქვათ, ბოსტნეულის პროდუქტებიდან მიღებული რკინა ადამიანის ორგანიზმის მიერ ისე კარგად ვერ შეითვისება, როგორც ცხოველური საკვებიდან. ეს ხდება ფიტინის მჟავისა და მჟაუნმჟავას გამო, რომლებსაც ბოსტნეული შეიცავს და რკინის შეთვისებას ხელს უშლის, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ რკინის სრულად მოხმარება შედარებით ძნელია.  ცხოველურ საკვებში რკინა უფრო  „ხელმისაწვდომია“. ბავშვთა კვების რეკომენდაციების  თანახმად,  დამატებით საკვებ­ზე გადასვლის შემდეგ ჩვილის კვების რაციონი თანდათან უნდა გამდიდრდეს ბოსტნეულით, ხილით და ხორცით. ამიტომ რეკომენდებულია, რომ ბავშვს ბოსტნეულთან ერთად გატარებუ­ლი ხორცი შესთავაზოთ (შესაბამის ასაკში). 6 თვის ბავშვს ყოველდღიურად სჭირდება 8 მგ რკინა. თუ ბავშვი ჰუმანას “შემდგომი ფორმულა 2”-ით იკვებება, 2 ულუფიდან (დაახლოებით 400 გ) ის მიიღებს 4 მგ რკინას, რაც ბავშვისთვის რეკომენდებული დღიური ნორმის დაახლოე­ბით 50%-ია. დანარჩენი მოთხოვნილების შევ­სე­ბა ხდება ხილით, ბოსტნეულით და ხორცით, ასევე მარცვლეული პროდუქტებით, როგორიცაა უხეში დაფქვის პური და შვრია. რკინით განსაკუთრებით მდიდარ ბოსტნეულს მიეკუთვნება: ნიახური, სოიო, ისპანახი, ბრიუსელის კომბოსტო, ბულგარული წიწაკა. კარტოფილი, ჭარხალი და კამაც შეიცავს რკინის გარკვეულ რაოდენობას.ხილიდან რკინას დიდი რაოდენობით შეიცავს შავი მოცხარი, ჟოლო, მარწყვი, მარაქუა, ხურმა, ალუბალი, ვაშლი, ბროწეული. აღნიშნული პროდუქტები ფართოდაა წარმოდგენილი “ჰუმანას“ ასორტიმენტში ბავშვის ასაკის გათვალისწინებით.
 

რამდენი უნდა შედიოდეს კალციუმი ბავშვის საკვებში 6 თვის შემდეგ?

6-12 თვის ასაკიდან ბავშვს ყოველდღიურად 500 მგ კალციუმი ესაჭიროება. ზოგადად, 6-7 თვის ბავშვებისთვის რეკომენდებულია, რომ დღეში  2-ჯერ მიიღონ დედის რძე/ადაპტირებული საკვები. თუ თქვენი პატარა დღეში 2-ჯერ იკვებება ჰუმანა 2-ით,   ის მიიღებს დაახლოებით 500 მგ კალციუმს და რადგანაც ბავშვის სხვა საკვებიც შეიცავს მცირეოდენ კალციუმს, პატარას დღიური მოთხოვნილება კალციუმზე სრულად დაკმაყოფილებული იქნება.


რა არის ბირხერის მიუსლი?

ჰუმანას მარცვლეულისა და რძიანი ბიო-მენიუების ხაზში შედის ბირხერის მიუსლი, რომლის დასა­ხელებაც ხშირად იწვევს კითხვებს ქართველ მომხმარებელში. ამ პროდუქტის სახელი მოდის შვეიცარელი ექიმის, მაქსიმილიან ბირხერ-ბენერის გვარიდან, რომელმაც 1900 წელს შექმნა მიუსლის რეცეპტი   საკუთარ საავადმყოფოში ჰოსპიტალიზირებული პაციენტებისთვის. ამ პაციენტებისთვის მკურნალობის განუყოფელ ნაწილს შეადგენდა ხილითა და ბოსტნეულით მდიდარი დიეტა. მიუსლის შექმნა ექიმს შთააგონა ე.წ „უცნაურმა კერძმა“, რომლითაც მას და მის მეუღლეს გაუმასპინძლდენ შვეიცარულ ალპებში გასეირნების დროს. 

დასავლეთის ქვეყნებში მიუსლი თანამედროვე სახით განსაკუთრებით პოპულარული 1960-იანი წლებიდან გახდა, მას შემდეგ, რაც საზოგადოებაში გაიზარდა ინტერესი ჯანსაღი კვებისა და მცენარეული პროდუქტებით მდიდარი დიეტის მიმართ. 
 
„ჰუმანას“ ბირხერის მიუსლი ბავშვის ჯანმრ­თელობისათვის სასარგებლო პროდუქტია. მასში შემავალი შვრიის ფანტელები ბავშვის ორგანიზმზე მრავალმხრივი დადებითი ზემოქმედებით ხასიათდება. 
 
მარცვლეულის მეორე სახეობა, რომელიც შედის ჰუმანას ბირხერის მიუსლიში, არის სპელტა. სპელტა (ორთავა ხორბალი) ხორბლის დამოუკიდებელი სახეობაა, უფრო სწორად კი - მისი წინამორბედი. სწორედ სპელტას საფუძველზე გამოიყვანეს ხორბლის თანამედროვე ჯიშები. სპელტა მრავალფეროვნი სასარგებლო, მათ შორის სამკურნალო თვისებებით ხასიათდება. ბევრი დიეტოლოგის აზრით, თანამედროვე მსოფლიოში მრავალი დაავადების გავრცელების მატება სწორედ იმასთანაა დაკავშირებული, რომ ადამიანი საკვებში აღარ მოიხმარს სპელტას მსგავს სასარგებლო მცენარეებს. ბაბილონის, შუმერებისა და ეგვიპტის უძველეს ცივილიზაციებში სპელტა ხორბლის ძირითად სახეობას წარმოადგენდა, რომელიც ყოველდღიურ საკვებში გამოიყენებოდა. საქართველოში სპელტას საკმაოდ ხანგრძლივი ისტორია აქვს. კერძოდ, კოლხეთის დაბლობზე უძველეს დროში ხდებოდა მისი კულტივირება. ამჟამად სპელტას განაშენიანების ტერიტორია ევროპაში დაახლოებით 18 ათას. ჰა-ს შეადგენს. სპელტას მარცვლეული ხორბალთან შედარებით უფრო მდიდარია ცილით. იგი მაღალი ხარისხის ფქვილს იძლევა, თუმცა, სპელტას ცხობადი თვისებები ჩამორჩება ხორბლისას, რის გამოც საცხობ მრეწველობაში არ გამოიყენება. იგი ასევე შეიცავს ისეთ მიკროელემენტებს, როგორიცაა თუთია, სპილენძი და სელენი, A, და E ვიტამინებს. სპელტა მდიდარია ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალზედ სასარგებლო ესენციური ცხიმოვანი მჟავით, რომელსაც ლინოლენის მჟავა ეწოდება. 
 
ბირხერის მიუსლი გამდიდრებულია ხილით, კერძოდ, ბანანისა და ვაშლის პიურეთი, რომელიც განსაკუთრებულ გემოსა და არომატს აძლევს მიუსლის, წარმოადგენს C ვიტამინის, რკინის, ხსნადი ბოჭკოს, ამინომჟავა თიროზინისა და სხვა სასარგებლო ნივთიერებების საუკეთესო წყაროს. 
 
ჰუმანას ბირხერის მიუსლიში შემავალი მოუხდელი რძის იოგურტი დამზადებულია არაგენმოდიფიცირებული ბიო-რძისგან და გააჩნია იოგურტისთვის დამახასიათებელი ყველა სასარგებლო თვისება.


რა განაპირობებს ჰუმანას პროდუქტების ხანძრლივი შენახვის ვადას?

ჰუმანას გარკვეული პროდუქტების  ხანგრძლივი შენახვის ვადას ლეციტინი განაპირობებს. ლეციტინი წარ­მოადგენს ზოგად ტერმინს, რომელიც გამოიყენება ცხოველებსა და მცენარეებში, აგრეთვე კვერცხის გულში გავრცელებული მოყავისფრო-მოყვითალო ფერის ცხიმოვანი სუბსტანციების აღსანიშნავად. ამ სუბსტანციათა შემადგენლობაში შედის ფოსფორმჟავა, ქო­ლინი, ცხიმოვანი მჟავები, გლიცეროლი, გლიკოლიპიდები, ტრიგლიცერიდები და ფოსფოლიპიდები (მაგ.: ფოსფატიდილქოლინი, ფოსფატიდილეთანოლამინი და ფოსფატიდი­ლ­ი­ნოზიტოლი).

სიტყვა ლეციტინი პირველად შემოიღო ფრანგმა ქიმიკოსმა და ფარმაცევტმა თეოდორ გობლეიმ სუფთა სახის ფოსფატიდილქოლინის აღსანიშნავად. გობლეიმ ლეციტინის გამოყოფა მოახერხა კვერცხის ყვითრიდან, რომლის ძველბერძნული სახელწოდებაც ასე ჟღერს: λέκιθος (lekithos-ლექიტოს).  
 
ლეციტინის ექსტრაქცია ადვილი შესაძლებელია ქიმიური გზით (ჰექსანის გამოყენებით) ან მექანიკური საშუალებებით  ისეთი  წყაროებიდან, როგორიცაა, მაგალითად, სოიოს მარცვლები ან ზეთი. იგი ცუდად იხსნება წყალში. 
 
ლეციტინი იხმარება, როგორც საკვების დანამატი ან სამედიცინო საშუალება. კვებით მრეწველობაში იგი ხშირად გამოიყენება, როგორც ბუნებრივი ემულგატორი და აგრეთვე, პროდუქტის წებოვნების შემცირების მიზნით. ლეციტინის გამოყენების შედეგად ადგილი აქვს საკვების წებოვნების შემცირებას, ხდება ნარევის ინგრედიენტების ჰომოგენური გადანაწილება, უმჯობესდება ზოგიერთი პროდუქტის შენახვის ვადა და ემულსიის ტიპის ნივთიერებათა სტაბილიზაცია.
 
აშშ-ს საკვებისა და წამლის ადმინსტრაციის (FDA-ს) მიერ ლეციტინის გამოყენება ნებადართულია როგორც ადამიანისთვის უსაფრთხო დანამატისა. იგი ასევე დაშვებულია ევროკავშირში, როგორც საკვები დანამატი და აღინიშნება ნომრით E322.
 
იმის გამო, რომ ლეციტინი არატოქსიკურია, იგი მიეკუთვნება ერთ-ერთს იმ ორი ემულგატორიდან, რომელთა გამოყენებაც ნებადართულია ჩვილის საკვებშიც. Codex Alimentarius-ის სტანდარტის თანახმად ყველა ტიპის რძის ფორმულაში ემულგატორის სახით დაშვებულია ლეციტინის დამატება კონცენტრაციით 0,5 გრამი/100მლ-ზე. მეორე
 
ემულგატორს, რომლის დამატებაც დასაშვებია საბავშვო საკვებში, მიეკუთვნება მონო- და დიგლიცერიდები. 
 
სოიოს ლეციტინი (რომელიც იხმარება ბავშვთა კვებაში) იწარმოება კარგად გაწმენდილი არაგენმოდიფიცირებული სოიოს ზეთიდან დაბალტემპერატურული დამუშავების შედეგად. სოიოს ლეციტინის შემადგენლობაში შედის ფოსფოლიპიდები, ვიტამინები А, Е, და სხვა.
 
სოიოს ლეციტინი, როგორც საკვები დანამატი, ადამიანის ორგანიზმზე ზემოქმედების ფართო სპექტრით ხასიათდება, კერძოდ:

  • იგი ხელს უწყობს ღვიძლისა და ფილტვების ფუნქციის აღდგენას;
  • არეგულირებს ნაღვლის გამომუშავებას;
  • ხელს უშლის ციროზის განვითარებას ალკო­ჰოლის ბოროტად გამოყენების შემთხვევაში;
  • ეფექტურია ათეროსკლეროზის პრევენციის თვალსაზრისით;
  • გამოაქვს ზედმეტი ქოლესტერინი ქსოვი­ლებიდან და სისხლძარღვებიდან.