საქართველოს დროშა
მრჩეველი
ბავშვის კვება 1 წლიდან
რატომ არ შეიძლება ძროხის რძე 1 წლამდე?!

რატომ არ შეიძლება ძროხის რძე 1 წლამდე?!

cows milk

ამერიკის პედიატრთა აკადემიის (AAP) მიხედვით, 1 წლამდე ბავშვებისთვის ძროხის რძის დალევა რეკომენდებული არ არის. ბავშვს დედის რძესთან ან რძის ფორმულასთან შედარებით, მისი მონელება ძალიან უჭირს. მასში არ არის საკმარისი რაოდენობის ვიტამინი C, რკინა და სხვა ნუტრიენტები, რაც ბავშვის განვითარებისთვის აუცილებელია. ამიტომ, იქმნება რკინადეფიციტური ანემიის განვითარების რისკი. 

ამას გარდა, ძროხის რძე შეიცავს იმაზე მეტი რაოდენობის ცილებსა და მინერალებს, ვიდრე ბავშვს სჭირდება. ეს ყველაფერი სტრესულად მოქმედებს ბავშვის იმუნურ სისტემაზე და შესაძლოა გამოიწვიოს თირკმელების გადატვირთვა, დიარეა ან ცხელება.

ძროხის რძის ცილებმა შეიძლება გააღიზიანოს კუჭისა და ნაწლავის ლორწოვანი გარსი, რაც შეილება გამოიხატოს განავალში სისხლის არსებობით. 

ძროხის რძე ასევე არ შეიცავს ცხიმოვანი მჟავების იმ რაოდენობას, რაც ჩვილებისთვის აუცილებელია. ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გამო, თქვენს ბავშვს არ უნდა შესთავაზოთ ჩვეულებრივი ძროხის რძე სიცოცხლის პირველი თორმეტი თვის განმავლობაში.

 

 

გამოყენებული ლიტერატურა:

https://medlineplus.gov/ency/article/002448.htm#:~:text=If%20your%20child%20is%20under,Iron

https://wholesomebabyfood.momtastic.com/tipyogurt.htm#:~:text=Selecting%20a%20Whole%20Milk%20Yogurt,Make%20Your%20Own%20Homemade%20Yogurt.