საქართველოს დროშა
მრჩეველი
ძუძუთი კვება
ძუძუთი კვების უპირატესობები

ძუძუთი კვების უპირატესობები

დედის რძე ცოცხალი ბიოლოგიური ნარევია, რომლის შემადგენლობაც მუდმივად იცვლება ბავშვის მოთხოვნილების შესაბამისად და იდეალური საკვებია ახალშობილი და ჩვილი ბავშვისთვის.

დედის რძე 6 თვემდე სრულიად აკმაყოფილებს ბავშვის ნუტრიენტულ მოთხოვნილებებს და შეიცავს ბავშვის ზრდა-განვითარებისთვის  საჭირო ყველა საკვებ ნივთიერებას, საუკეთესო თანაფარდობით.

 

დედის რძის შემადგენლობაში შედის:

  • მიკრო და მაკროელემენტები – ცილები, ნახშირწყლები, ცხიმები, ვიტამინები, მინერალები, წყალი;
  • მილიონობით ცოცხალი უჯრედი – (მათ შორის იმუნიტეტის გამაძლიერებელი სისხლის თეთრი უჯრედები - ლეიკოციტები), დედის რძე ასევე შეიცავს ღეროვან უჯრედებს, რომლებსაც აქვთ ორგანოების ჩამოყალიბების უნიკალური ფუნქცია;
  • ამინომჟავები და ნუკლეოტიდები;
  • ოლიგოსაქარიდები – ანუ პრებიოტიკები, რომლებიც ეხმარებიან „მეგობარ“ ბაქტერიებს გამრავლებაში;
  • ფერმენტები – რომლებიც მონაწილეობენ ორგანიზმში მიმდინარე უამრავ ბიოქიმიურ პროცესებში;
  • ზრდის ფაქტორები – ისინი მონაწილეობრენ ბავშვის ორგანიზმის სხვადასხვა ნაწილების ჩამოყალიბებასა და ზრდაში;
  • ჰორმონები – რომლებიც აკონტროლებენ ორგანოების გამართულ ფუნქციონირებას და არამარტო;
  • ანტისხეულები – დედის რძიდან ბავშვი იღებს მზა ანტისხეულებს, რაც აუმჯობესებს ბავშვის იმუნიტეტს და ეხმარება სხვადასხვა დაავადებასთან გამკლავებაში;
  • გრძელჯაჭვიანი ცხიმოვანი მჟავები – რომლებსაც უდიდესი როლი აქვთ ბავშვის ფსიქო-მოტორულ განვითარებაში;
  • მიკრო რნმ – რომელიც ხელს უწყობს გენების თანმიმდევრობას, იმუნური სისტემის გაუმჯობესებას და დაავავებასთან ბრძოლის უნარიანობის ამაღლებას.

 

დედის რძე არის ადვილად მოსანელებელი, აქვს ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი, ამციერებს დაავადებების განვითარების რისკს, როგორებიცაა:

  • დიარეა;
  • რესპირაციული ინფექცია;
  • ოტიტი;
  • ბაქტერიული მენინგიტი;
  • მწვავე ნეკროზული ენტეროკოლიტი;
  • ჩვილის უეცარი სიკვდილის სინდრომი;
  • სიმსუქნე მცირე და მოზრდილ ასაკში;
  • ალერგიული დაავადებები, მათ შორის ასთმა და ატოპიური დერმატიტი;
  • I და II ტიპის შაქრიანი დიაბეტი;
  • არსებობს კვლევები, რომლებიც მიუთითებს ძუძუთი კვების დროს ბავშვებში ლეიკოზისა და ავთვისებიანი სიმსივნეების რისკის შემცირებაზე.

 

 ძუძუთი კვება ხელს უწყობს:

  • ბავშვის ოპტიმალურ ფიზიკურ ზრდა-განვითარებას;
  • მხედველობის სრულფასოვან განვითარებას;
  • სახის ძვლების და კუნთობანი სისტემის განვითარებას და სწორი თანკბილვის ჩამოყალიბებას;
  • დედა-შვილს შორის მჭირდრო ემოციური კავშირის დამყარებას;
  • ბავშვთან უსაფრთხოების გრძნობის და ნდობის ჩამოყალიბებას.

 

ძუძუთი კვების უპირატესობები დედისთვის

ძუძუთი კვებას მნიშვნელოვანი დადებით ეფექტი აქვს დედის ჯანმრთელობის მდგომარობაზე. მშობიარობისთანავე ლაქტაცია ხელს უწყობს საშვილოსნოს შეკუმშვას და ქალს იცავს მშობიარობის შემდგომი სისხლდენისგან.

  • ძუძუთი კვება ამცირებს სარძევე ჯირგვლისა და საკვერცხეების სიმსივნური დაავადებების განვითარების რისკს;
  • ხელს უწყობს წონაში კლებას;
  • აუმჯობესებს ძვლების მინერალიზაციის პროცესს, რაც ამცირებს პოსტკლიმაქსურ პერიოდში მოტეხილობების სიხშირეს; 
  • კვლევების საფუძველზე, ძუძუთი კვება ბავშვის ან დედის ავადმყოფობის დროს აუჯობესებს მათი ჯანმრთელობის მდგომარეობას. 

 

 

გამოყენებული ლიტერატურა: