საქართველოს დროშა
მრჩეველი
მყარი კვება
მყარი საკვების დაწყება ლიდ-ვინინგის (BLW) მეთოდით

მყარი საკვების დაწყება ლიდ-ვინინგის (BLW) მეთოდით

baby led weaning

დაბადებიდან 6 თვემდე ჩვილი იკვებება ძუძუთი ან რძის ფორმულით. 6 თვიდან კი, საჭირო ხდება მყარი საკვების დამატება რაციონში. სპეციალისტების თქმით 1 წლამდე აუცილებელია დედის რძის ან რძის ფორმულის მიღება მყარ საკვებთან ერთად.

6 თვიდან, როდესაც მყარი საკვების დაწყების დრო მოდის, მშობლები ტრადიციულად იწყებენ ბავშვების კოვზით გამოკვებას პიურეებითა და ფაფებით. მაგრამ თანამედროვე მიდგომების მიხედვით თქვენ შეგიძლიათ მყარი საკვების დამატება დაიწყოთ           ლიდ-ვინინგის მეთოდით.

 

რა არის ლიდ-ვინინგის (BLW) მეთოდი?

ლიდ-ვინინგის მეთოდით მყარი საკვების დაწყების დროს, ბავშვს ნებას ვაძლევთ თვითონ იკვებოს. ეს ყოველივე ბავშვს ეხმარება ჭამის უნარ-ჩვევებისა და მოტორიკის განვითარებაში. რაც მთავარია, ეს მეთოდი უადვილებს მშობლელს საქმეს და ბავშვებისთვის მეტად გასართობს ხდის ჭამის პროცესს. ეს მეთოდი პიურეებისა და ფაფების ალტერნატივაა მყარი საკვების დასაწყებად. ამ მეთოდის დროს თქვენ ბავშვს სთავაზობთ თითის ტოლ ნაჭრებად დაჭრილ მოხარშულ საკვებს და აძლევთ საშუალებას თვითონ იკვებოს, განსაზღვროს ლუკმების რაოდენობა და ჭამოს იმდენი, რამდენიც უნდა.

 

ლიდ-ვინინგის (BLW) მეთოდის დადებითი მხარეები:

  • უნარ-ჩვევების გამომუშავება

ჭამის დროს ამ მეთოდის გამოყენებისას ბავშვებს სწრაფად უვითარდებათ თვალებისა და ხელების კორდინაციის უნარი.  BLW ასევე ხელს უწყობს მოზრდილ ბავშვებში საკვების მცირე პორციების ხელით აღების, პირში მოთავზების, ღეჭვისა და გადაყლაპვის უნარ-ჩვევის განვითარებას.

  • სასიამოვნო ხდება ჭამის პროცესი

ბავშვებს შეუძლიათ თვითონ განსაზღვრონ რა საკვები რა რაოდენობით მიირთვან, ასევე შეუძლიათ შეეხონ საკვებს, შეისწავლონ, გემო გაუსინჯონ, ისე, როგორც მათ მოესურვებათ. ეს ბავშვებს ძალიან მოსწონთ და თავს დამოუკიდებლად გრძნობენ. ამ დროს ბავშვები ღებულობენ მეტ სიამოვნებას, ვიდრე მაშინ, როდესაც მშობელი კოვზით აჭმევს.

  • ნაკლები სტრესი მშობლებისთვის და ბავშვისთვის

ყველა მშობელს აქვს ისეთი პერიოდი, როდესაც საჭმელს ენთუზიაზმით ამზადებს, ხოლო ბავშვი უარს ამბობს ჭამაზე. ამ დროს ძალიან რთულია კარგი ხასიათის შენარჩუნება და ბავშვები მშობლის დაძაბულობას ყოველთვის გრძნობენ, რაც მათი სტრესის გამომწვევი ფაქტორია. BLW მეთოდი იძლევა საშუალებას ნაკლები ძალისხმევის გარეშე მშობელიც და ბავშვიც კმაყოფილი იყოს. ასევე, შესაძლებელი ხდება ბავშვი საერთო სუფრასთან დავსვათ, ხოლო როდესაც ბავშვი ხედავს როგორ ჭამენ მშობლები, უჩნდება სურვილი თვითონაც ჭამოს.

 

არსებობს კვლევები რომლელზე დაყრდნობითაც დასტურდება BLW მეთოდის დადებითი ეფექტი ბავშვის განვითარებაზე:

  • ერთ-ერთმა კვლევამ ცხადყო, რომ BLW მეთოდით გაზრდილ ბავშვებს აქვთ უფრო დაბალი სხეულის მასის ინდექსი ვიდრე „კოვზით გაზრდილ“ ბავშვებს და მათ ნაკლებად აწუხებთ სიმსუქნე;
  • სხვა კვლევის შედეგად გამოვლინდა რომ BLW მეთოდით გაზრდილ ბავშვებს უფრო სწრაფად უვითარდებათ ჭამის უნარ-ჩვევები და უფრო ადვილია მათი საერთო სუფრაზე გადაყვანა. ისინი უფრო დიდ ინტერესს გამოხატავენ გასინჯონ საკვები,რომელსაც მშობლები ჭამენ, ხოლო ფაფებზე და პიურეებზე გაზრდილი ბავშვები ამჯობინებენ სპეციალურად მათთვის მომზადებულ საკვებს;
  • 500-ზე მეტ ბავშვზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ არსებობს დადებითი განსხვავებები ჭამის უნარ-ჩვევებში, BLW მეთოდით გაზრდილ  ბავშვებსა და პიურეებზე გაზრდილ ბავშვებს შორის, თუმცა ეს განსხვავებები მცირეა და არაა საყურადღებო.

 

რა უარყოფითი მხარე შეიძლება ჰქონდეს ლიდ-ვინინგის მეთოდს?

ზოგიერთ ბავშვში BLW მეთოდით მყარი კვების დაწყებამ შეიძლება გამოიწვიოს ნუტრიენტების დეფიციტი. ინგლისში კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ  BLW მეთოდით გაზრდილ ბავშვებში უფრო ხშირია წონის დეფიციტი, რაც განპირობებულია იმით, რომ ბავშვები თავიდან არ ჭამენ საკმარისი რაოდენობის საკვებს და ეს შეიძლება კვირები და თვეებიც კი გაგრძელდეს. ასევე, BLW მეთოდის დროს მშობლები ძირითადად ბავშვებს სთავაზობენ ხილს და ბოტნეულს, რაც ნაკლები კალორიულობით გამოირჩევა.

არსებობს საფრთხე იმისა, რომ BLW მეთოდის დროს ბავშვს განუვითარდეს რკინის დეფიციტი, რადგან ისინი არ იღებენ რკინით მდიდარ მარცვლეულს ისე, როგორც ბავშვები, რომლებიც კოვზით ჭამენ ფაფას.

ერთ-ერთი კვლევის თანახმად, როდესაც მშობლები BLW მეთოდით  ყოველი კვების დროს იყენებენ რკინით მიდიდარ საკვებს, შეიძლება შემცირდეს რკინის დეფიციტის განვითარება.

 

 ყველა მშობელს უნდა ახსოვდეს, რომ BLW მეთოდი გულისხმობს სწორ კვებას და არა ბავშვისთვის შეუსაბამო, ზედმეტად ცხიმიანი და არასასარგებლო საკვების შეთავაზებას.

ზემოთ ჩამოთვლილი უარყოფითი მიზეზების გამო, 6 თვიდან შეგიძლიათ კვება დაიწყოთ ფაფებით და პიურეებით, ხოლო BLW მეთოდი ოდნავ მოგვიანებით, კოვზით კვების პარალელურად, გამოიყენოთ. ასე პატარა მიეჩვევა თავისით ჭამას და წონის პრობლემაც არ ექნება.

 

 

 

წყარო:

https://www.babycenter.com