საქართველოს დროშა
მრჩეველი
მყარი კვება
რა უნდა ვიცოდეთ მყარი საკვების დაწყებამდე?

რა უნდა ვიცოდეთ მყარი საკვების დაწყებამდე?

solid food

6 თვის შემდეგ ბავშვი ვეღარ იღებს დედის რძიდან/ფორმულიდან საკმარის რკინასა და სხვა ორგანიზმისთვის საჭირო ნივთიერებებს, ამიტომ საჭირო ხდება რაციონში დამატებითი საკვების შეტანა, რაც მოიხსენიება როგორც „მყარი საკვები“ (ინგ: „solid food“). მყარი საკვების დაწყება ასევე მნიშვნელოვანია ბავშვის ჭამის უნარ-ჩვევების, კბილების, ყბის, ენის განვითარებისთვის.

ამერიკის პედიატრთა ასოციაციის (AAP), ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა (WHO) და უნისეფის (UNICEF) რეკომენდაციაა, რომ ბავშვი 6 თვემდე იყოს მხოლოდ ძუძუთი კვებაზე. დედის რძე/ფორმულა 6 თვემდე სრულიად აკმაყოფილებს ბავშვის ნუტრიენტულ მოთხოვნილებებს, თუმცა რაციონში მყარი საკვების შეტანა რეკომენდებულია 4-6 თვიდან.

 

როგორ უნდა მივხვდეთ ბავშვი მზად არის თუ არა მყარი საკვების დასაწყებად?

მყარი საკვების დაწყების დრო დამოკიდებულია ბავშვის ინდივიდუალურ განვითარებაზე და თუ თქვენი ბავშვი აკმაყოფილებს ქვემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეგიძლიათ 6 თვემდე დაიწყოთ მყარი საკვები.

  •  ბავშვს შეუძლია ჯდომა მცირე დახმარებით ან დამოუკიდებლად;
  • ბავშვს კარგად შეუძლია თვის დაჭერა;
  • აღებს პირს, როდესაც საკვებს სთავაზობთ;
  • ბავშვი დიდ ინტერესს იჩენს საკვების მიმართ, გიყურებთ როგორ ჭამთ და სურვილს აქვს გამოგართვათ საკვები;
  • ექსტრუზიის რეფლექსის გაქრობა - 6 თვემდე ბავშვის პირში უცხო, თუნდაც მცირე ზომის ნივთის მოხვედრისას, ბავშვებს აქვთ რეფლექსი ენით გადმოაგდონ ის. ამ რეფლესქის გაქრობა, საკვების დაწყების მზაობის ერთ-ერთი მიმანიშნებელია.
  • შეგვიძლია ჩავატაროთ ტესტი და გავიგოთ მზად არის თუ არა თქვენი შვილი მყარი საკვების დასაწყებად: ბავშვის საკვების მცირე ნაწილი გაათხელეთ დედის რძით/ფორმულით და კოვზით შესთვაზეთ, თუ რამდენიმე ცდის შემდეგ ბავშვი ინსტიქტურად აგდებს პირიდან კოვზსა და საკვებს, ანუ ეს რეფლექსი ჯერ არ გამქრალა და უკეთესია ცოტა მოიცადოთ;
  • ბავშვს შეუძლია ენის კარგად ამოძრავება, ზემოთ-ქვემოთ, მარცხნივ-მარჯვნივ. უბრალოდ დააკვირდით ყურადღებით, როდესაც საკვებს მისცემთ.

გახსოვდეთ, დამატებითი კვების ადრეულად დაწყებისას ჩვილის მოუმწიფებელი თირკმელები და მომნელებელი სისტება ძალიან იტვირთება, შესაბამისად ძნელდება საკვების მონელების პროცესი.დამატებითი საკვების ნაადრევი დაწყება ამცირებს ლაქტაციას და ზრდის დიარეის, ალერგიული დაავადებების, შაქრიანი დიაბეტის განვითარების რისკებს.

დამატებითი საკვების დაგვიანებული დაწყება ხელს უშლის საღეჭი კუნთების სრულფასოვან ჩამოყალიბებას, იწვევს მაკრო და მიკრონუტრიენტების დეფიციტის განვითარებას, საკვების გემოს და სტრუქტურის აღქმის უნარის შეფერხებას.

 

როგორ უნდა შევთავაზოთ ბავშვს პირველი საკვები?

  • სასურველია ბავშვს ახალი საკვები გაასინჯოთ რძის მიღების შემდეგ, როდესაც მშიერი აღარ იქნება;
  • პირელად საკვები გაასინჯეთ შუა დღით, რათა გქონდეთ საშუალება კარგად დააკვირთეთ ალერგიულ რეაქციას;
  • შეარჩიეთ სწორი ხასიათი, ეცადეთ ბავშვს ახალი საკვები მაშინ შესთავაზოთ როდესაც კარგ ხასიათზეა;
  • არ იჩქაროთ! ბავშვს თავიდან შეიძლება გაუჭირდეს მყარი საკვების ჭამა, ეს არ გაგიკვირდეთ და ნურც შეგეშინდებათ. დროთა განმავლობაში მას ჩამოუყალიბდება ჭამის უნარ-ჩვევები;
  • სასურველია, ბავშვს სკამ-მაგიდაში აჭამოთ, საკვების დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე მიაჩვიეთ სკამ-მაგიდაში ჯდომას და როდესაც უკვე კომფორტულად იგრძნობს თავს, შემდეგ შესთავაზეთ საკვები. თუ ბავშვი სკამ მაგიდაში ვერ ჯდება, გირჩევთ მოიცადოთ კიდევ ცოტა ხნით. გახსოვდეთ, ბავშს ყოველთვის შეუკარით ღვედი, როდესაც სკამ-მაგიდაში ჩასვამთ;
  • თუ სკამ-მაგიდა არ გაქვთ, დაიმახსოვრეთ, რომ ბავშვი აუცილებლად უნდა იჯდეს ჭამისას და არ უნდა იყოს წამოწოლილი, ეს ზრდის გადაცდენის რისკს. ჩაისვით კალთაში მოხერხებულად და ისე აჭამეთ;
  • სანამ ბავშვს საკვებს შესთავაზებთ დაუდეთ საკვები სკამ მაგიდაზე, რომ შეეხოს, ითამაშოს და გაეცნოს. როდესაც უკვე კოვზით მისცემთ საკვებს, ის აღარ იქნება მისთვის უცნობი;
  • გაასინჯეთ ფრთხილად, ჯერ საკვები მიადეთ ტუჩზე, რომ მცირედი დააგემოვნოს. შემდეგ ენის წვერზე მოათავსეთ საკვების პატარა ნაწილი და თუ ბავშვი კარგად მიიღებს, შეგიძლიათ კოვზი მეტად ჩაუდოთ პირში და რაოდენობაც ოდნავ გაზარდოთ.
  • წინასწარ უნდა შეემზადოთ იმისთვის, რომ შეიძლება ბავშვმა საჭმელი უარყოს და არ მოიწონოს. ამის ერთ-ერთი მანიშნებელია თავის გაწევა, საჭმლის გადმოგდება, გულის რევის შეგრძნება. ამ დროს მთავარია არ დააძალოთ ბავშვს, გადადეთ საკვები და სცადეთ მეორე დღეს;
  • ბავშვები როდესაც ხედავენ მშობლებს როგორ ჭამენ, ხშირად თვითონაც უჩნდებათ სურვილი საკვების მირთმევის. ამიტომ გააკეთეთ ჭამის იმიტაცია, გასინჯეთ მისი საკვები, გაითამაშეთ და მოაჩვენეთ რომ ძალიან გემრიელია;
  • როდესაც ბავშვი დანაყრებულია, ამას ყოვეთვის მიანიშნებს, თავის გაწევით ან პირის დაკუმვით, ამიტომ მეტს ნუღარ აჭმევთ;

გახსოვდეთ, არასდროს დააძალოთ ბავშვებს ჭამა. შეიძლება იმდენი არ ჭამონ რამდენიც თქვენ გსურთ, მაგრამ მათ ჩვენზე უკეთ იციან რა უნდათ და რამდენი.

 

 

გამოყენებული ლიტერატურა:

https://www.cdc.gov/nutrition/infantandtoddlernutrition/foods-and-drinks/when-to-introduce-solid-foods.html?fbclid=IwAR1znxITn_r2iXSKGQ6M7d5bEVJ6zz_Fga40P0xkoBfuX0IdLWEDchOo9Ww

https://www.whattoexpect.com/first-year/feeding-baby/introducing-solid-foods/

https://raisingchildren.net.au/babies/breastfeeding-bottle-feeding-solids/solids-drinks/introducing-solids#introducing-solids-why-babies-need-them-nav-title

https://www.healthychildren.org/English/ages-stages/baby/feeding-nutrition/Pages/Starting-Solid-Foods.aspx