|
|
რძის ფორმულების შემადგენლობა ძალიან ჰგავს ერთმანეთს. ამიტომ, ხშირად, მომხმარებელი ვერ ხვდება თუ რა განაპირობებს ერთნაირი დანიშნულების 2 პროდუქტს შორის ფასების მკვეთრ სხვაობას.
არსებობს ისეთი ინგრედიენტები, რომლებიც ფორმულის შემადგენლობას ემატება და შედეგად, აუმჯობესებს პროდუქტის ხარისხს.
ქვემოთ ჩამოთვლილი კომპონენტების რძის ნაზავში დამატება ახალი ტენდენციაა და ისინი ფორმულას დედის რძესთან მაქსიმალურად აახლოვებენ:
ჩვილი ბავშვის ნაწლავური მიკროფლორა საკმაოდ მწირია. შეიძლება ითქვას, რომ სტერილურია, ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება დაბადებისას დედასთან კანით–კანთან კონტაქტსა და პირველ საკვებს. თუ ბავშვის პირველი საკვები მდიდარი იქნება ისეთი პრებიოტიკით, როგორიცაა მაგალითად GOS გალაქტო-ოლიგოსაქარიდები (რომელის მსგავსი ოლიგოსაქარიდები ასევე დედის რძეშიც შედის), ეს ხელს შეუწყობს ნაწლავური მიკროფლორის განვითარებას. სწორად განვითარებული ნაწლავური მიკროფლორა კი, ჯანმრთელ ორგანიზმს ნიშნავს.
მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენ ვამარაგებთ ჩვენი ნაწლავის მიკროფლორას (პრობიოტიკებს) საკვებით (პრებიოტიკებით), ხოლო შედეგად ისინი ჩვენ ორგანიზმს ეხმარებიან უკეთ ფუნქციონირებაში.
რძის ფორმულაში პრებიოტიკების არსებობა რომ სასარგებლოა აშკარაა, თუმცა პრობიოტიკების შესახებ აზრი ორად იყოფა. ზოგიერთი მწარმოებელი თავს იკავებს საკუთარ პროდუქტებში პრობიოტიკების (მიკროორგანიზმების) დამატებისგან, სანამ მათ შესახებ არ დაგროვდება საკმარისი რაოდენობით გამოკვლეული ინფორმაცია, რაც მაშტაბურ გამოკვლევებს და დროს მოითხოვს.
0-6 თვემდე ჩვილები ომეგა 3 -ისა და ომეგა 6-ის განსაკუთრებულ დეფიციტს განიცდიან.
DHA - დოკოზაჰექსაენის მჟავა, მიეკუთვნება ომეგა 3 პოლიუჯერ, ესენციურ, ცხიმოვან მჟვებს, რაც ნიშნავს, რომ მათი სინთეზი ორგანიზმში არ ხდება და საჭროა დანამატის სახით მიღება. DHA და ARA (არაქიდონის მჟავა) აუცილებელი ცხიმოვანი მჟავებია ნერვული სისტემის, იმუნიტეტის, ტვინისა და მხედველობის განვითარებისთვის. ცხიმოვანი მჟვები შედის დედის რძის შემადგენლობაში, ამიტომ მათი არსებობს რძის შემცვლელებში, ფორმულას კიდევ უფრო აახლოვებს დედის რძესთან.
ახალშობილის დაბადებისას დედის ხსენში ნუკლეოტიდების ყველაზე მაღალი კონცენტრაცია აღინიშნება. დედის მწიფე რძე შეიცავს ნუკლეოტიდებს, სულ მცირე 10 მგ/ლიტრზე. 6 თვემდე ბავშვებისთვის აუცილებელია ნუკლეოტიდების დედის რძიდან ან ფორმულიდან მიღება. ხოლო, 6 თვიდან ბავშვებში ხშირია უჭმელობა, ამიტომ კვლავ მნიშვნელოვანი როლი ეკისრება რძეში ნუკლეოტიდების არსებობას.
ნუკლეოტიდები აუმჯობესებენ მეტაბოლიზმს (ნივთიერებათა ცვლას) და აძლიერებენ იმუნიტეტს. კვლევების თანახმად, ბავშვებს, ვინც ნუკლეოტიდებით მდიდარი ფორმულით იკვებება, უფრო ნაკლებად აქვთ წონის და სიმაღლეში ზრდის პრობლემა, ვიდრე ფორმულით გაზრდილ ბავშვებში, სადაც ნუკლეოტიდები არ არის. ნუკლეოტიდები მონაწილეობას იღებენ ბავშვის საკვების მომნელებელი სისტემის განვითარებაში. მათ ასევე აქვთ დადებთი ეფექტი ორგანიზმის მიერ რკინის შეწოვაზე.
ნუკლეოტდები დნმ-სა და რნმ-ს შემადგენელი ნაწილებია, რაც თავის მხრივ დაკავშირებულია ახალი უჯრედების სინთეზთან და ზრდა–განვითრებასთან.
ამინომჟავები ცილის შემადგენელი კომპონენტებია, ხოლო ამ უკანასკნელის როლი ორგანიზმში მნიშვნელოვანია. არსებობს ზოგიერთი ამონომჟავა, რომლებიც ჩვილი ბავშვისთვის შეუცლელია და ის საკვებიდან უნდა მიიღოს, რადგან მათი სინთეზი ორგანიზმში არ ხდება.
რა საჭიროება აქვს ცილების ორგანიზმში ?
ისინი შედის ისეთი კომპონენტების შემადგენლობაში, როგორიცაა:
ამიტომ, რძის ფორმულის შერჩევისას, აუცილებელია ყურადღება მივაქციოთ შეიცავენ თუ არ ისინი პრებიოტიკებს, ცხიმოვან მჟავებს, ნუკლეოტიდებსა და ამინომჟავებს.