საქართველოს დროშა

სემოლინა - მანანი

სიმინდის ფაფა

„ჰუმანას“ სიმინდის მანანის რძიანი ფაფა

ძირითადი ინგრედიენტები: რძე 44%; სიმინდის ბურღული  27%; სიმიდის ფქვილი 9%; მცენარეულ ზეთები; ვიტამინები და მინერალები.

ტერმინი „მანანი (მანი)“ ხშირად გამოიყენება, როგორც ხორბლის სხვადასხვა სახეობების დამუშავების ტექნოლოგიის აღმნიშვნელი სიტყვა. ბაზარზე არსებული „მანანის“ უმეტესობა ხორბლისაა, აქედან გამომდინარეა, რომ ამ სიტყვის გაგონებისას ასოციაცია მოდის ხორბალზე და არა სხვა მარცვლეულზე.

ხორბლის მანანის გარდა, არსებობს მისი სხვა ვარიაციებიც, როგორიცაა სიმინდის ან ბრინჯის მანანი. მათ მანანს ეძახიან მხოლოდ მისი ტექსტურის გამო, რადგანაც დაფქვის ასეთი ტექნოლოგია ძალიან ჰგავს ხორბლის მანანის დაფქვის ტექნოლოგიას.

 

მანანი მზადდება მარცვლის ენდოსპერმისგან, რაც განაპირობებს მის მაღალ კვებით ღირებულებას და ასევე, მის მონელებასაც ხდის ადვილს.

ხოლო უშუალოდ „სიმინდის ფქვილი“ მზადდება სიმინდის მთლიანი მარცვლის წვრილად დაფქვისაგან. სახეობიდან გამომდინარე შეიძლება იყოს ყვითელი და თეთრი.

 

 

 

  • ერთ საშუალო ზომის სიმინდში არის 16 გრამი საკვები ბოჭკო, რაც საკმაოდ დიდი რაოდენობაა;  
  • სიმინდში ასევე მაღალია  ცილის შემცველობა, მასში საშუალოდ 10-15% პროტეინია;
     
  • ასევე, სიმინდი შეიცავს ზოგიერთ შეუცვლელ ამინომჟავებს, რომელთა სინთეზიც ჩვენს ორგანიზმში არ ხდება;
  • რაც მთავარია, სიმინდი არის მარცვლეული, რომელიც არ შეიცავს გლუტენს.

 

100 გ. სიმინდი საშუალოდ შეიცავს:

მინერალები:

  • კალიუმი 270 მგ
  • ფოსფორი 89 მგ
  • მაგნიუმი 37 მგ
  • ნატრიუმი 15 მგ
  • კალციუმი 2 მგ
  • რკინა 0.52 მგ
  • თუთია 0.46 მგ

ვიტამინები:

  • B4 ვიტამინი 23 მგ
  • C ვიტამინი 6.8 მგ
  • B2 ვიტამინი 1.77 მგ
  • B5 ვიტამინი 0.717 მგ
  • B1 ვიტამინი 0.155 მგ
  • B6 ვიტამინი 0.093 მგ
  • E ვიტამინი 0.07 მგ 

 

ჰუმანას სიმინდის ფაფის (სიმინდის სემოლინას) დამატებითი უპირატესობები:

  • ჰუმანას სიმინდის რძიანი ფაფა დამზადებულია ბავშვის ასაკთან ადაპტირებული რძისგან;
  • ფაფაში არ არის დამატებული შაქარი. მისი გადამეტებული მოხმარება ბავშვებში ზრდის დიაბეტის რისკს და აქვეითებს გემოვნებით უნარებს;
  • ფაფა გამდიდრებულია ფრუქტო-ოლიგოსაქარიდებით (პრებიოტიკი), ვიტამინებისა და მინერალების ნაკრებით, რაც ამაღლებს პროდუქტის კვებით ღირებულებას;
  • სანამ პროდუქტი ჩვენამდე მოაღწევს, მას უტარდება 600-მდე ლაბორატორიული კვლევა;
  • მკაცრადაა გაკონტროლებული მანვე ნივთიერებების შემცველობა;
  • აქვს სასიამოვნო გემო და რაც მთავარია, ეს არ არის გამოწვეული არასასარგებლო კომპონენტების დამატების ხარჯზე;
  • ამ ფაფის გამოყენება შეგვიძლია როგორც წლამდე, ისე წლის ზემოთ ასაკის ბავშვებში.