საქართველოს დროშა
მრჩეველი
საკვები ინგრედიენტები და კომპონენტები
რომელი ხილი ვაჭამოთ ახალ წელს ბავშვებს?!

რომელი ხილი ვაჭამოთ ახალ წელს ბავშვებს?!

christmas fruit

ახალი წელი მოდის და ხშირია კითხვა: ‘რა ხილი შეიძლება ვაჭამოთ ბავშვებს სააახალწლო სუფრიდან?’

გაითვალისწინეთ, თუ ბავშვს ხილს პირველად ასინჯებთ, სასურველია დაიცვათ 3 დღის წესი. თუ რომელიმე უკვე გასინჯული აქვს, შეგიძლიათ სხვადასხვა ხილის კომბინაციაც შესთავაზოთ.

 

სამი დღის წესის შესახებ სტატია იხილეთ ლინკზე:

http://humana.ge/georgian/advices/first-solid-food/3-day-rule

 

 

ქვემოთ ჩამოთვლილია სეზონური ხილი, რასაც ძირითადად საახალწლო სუფრაზე წააწყდებით:

 

ვაშლი - 6 თვიდან

ვაშლის შემადგენლობაში შედის: საკვები ბოჭკო, კალიუმი,  ანტიოქსიდანტები, რკინა, სპილენძი, მანგანუმი…

ვიტამინებიდან: C, B6, B2, B1, K, E, B5…

ვაშლის პიურეს თუ პირველად ასინჯებთ, უმჯობესია შესთავაზოთ ქილის პიურე, თუმცა თუ სახლში მომზადებას გადაწყვეტთ, სასურველია პირველ ჯერზე ორთქლზე მოხარშოთ და გაათხელოთ წყლით, დედის რძით ან რძის ფორმულით.

 

ბანანი - 6 თვიდან

ბანანის შემადგენლობაში შედის: საკვები ბოჭკო, მანგანუმი, კალიუმი, ფოსფორი, რკინა, სპილენძი, სელენიუმი..

ვიტამინებიდან: C, B6, E, K…

ბანანი პირველ ჯერზე შეგიძლიათ ორთქლზე მოხარშოთ და გაათხელოთ წყლით, დედის რძით ან რძის ფორმულით. 3 დღის წესის დაცვით შემდეგ შეგიძლიათ ორთქლზე დაუმუშავებელიც მისცეთ სხვა ხილთან ერთად.

 

ავოკადო - 6 თვიდან

ავოკადოს შემადგენლობაში შედის: დიდი რაოდენობით საკვები ბოჭკო, სპილენძი, კალიუმი, ცხიმოვანი მჟავები (ომეგა 3, ომეგა 9)

ვიტამინებიდან: C, B6, B2, B1, B9, B3, B5…

ერთ-ერთი საუკეთესო პირველი საკვებია ბავშვისთვის.  ავოკადოთი მყარი კვების დაწყებაც კი შესაძლებელია. საკვები ბოჭკო განაპირობებს მიკროფლორის სწორად განვითარებას, ხოლო ჯანსაღი ცხიმების მაღალი შემცველობა, სწორედ ისაა რაც თქვენს პატარას სჭირდება.

 

გოგრა - 6 თვიდან

გოგრის შემადგენლობაში შედის: საკვები ბოჭკო, სპილენძი, კალიუმი, მანგანუმი, თუთია, ფოსფორი, კალციუმი...

ვიტამინებიდან: A, C, E, B2, B1, B9, B3, ქოლინი…

გოგრით ხშირად იწყებენ მყარ კვებას. აქვს სასისმოვნო ტკბილი გემო და კარგი კონსისტენცია. მისი მომხადება შეგიძლიათ წყლით, დედის რძით ან რძის ფორმულით, ასე ბავშვისთვის უფრო ნაცნობი გემო ექნება საკვებს.

 

კივი - 6 თვიდან

კივის შემადგენლობაში შედის: საკვები ბოჭკო, სპილენძი, კალიუმი, მაგნიუმი, კალციუმი მანგანუმი, რკინა, ფოსფორი, თუთია...

ვიტამინებიდან: C, K, E, B2, B1, B9, B3…

კივის შეთავასებისას 3 დღის წესის დაცვის შემდეც, შეგიძლიათ მოამზადოთ პიურე ბანანთან და ავოკადოსთან კომბინაციაში. შავი წიპწების გამოცლა საჭიროებას არ წარმოადგენს.

 

ანანასი - 6 თვიდან 

ანანასის შემადგენლობაში შედის: საკვები ბოჭკო, დიდი რაოდენობით კალიუმი, რკინა, კალციუმი, მაგნიუმი, თუთია, ფოსფორი..

ვიტამინებიდან: C, B1, B6, B9, B3. B2, K, E, …

მართალია ანანასი შეგიძლიათ 6 თვის ბავშვს გაასინჯოთ, თუმცა ზოგი პედიატრი 12 თვემდე მოცდას გვირჩევს მისი მაღალი მჟავიანობის გამო. თუ 6 თვიდან გადაწყვეთ მის გასინჯებას, უმჯობესია გამოიყენოთ ხილის პიურეებში მცირე რაოდენობით.

 

ყურძენი -  8-10 თვიდან

ყურძნის შემადგენლობაში შედის: საკვები ბოჭკო, დიდი რაოდენობით კალიუმი, რკინა, კალციუმი, მაგნიუმი, თუთია, ფოსფორი..

ვიტამინებიდან: C, B1, B6, B9, B3. B2, K, E…

ყურძნის მარცვლებს გადაცდენის დიდი ალბათობის გამო 1 წლამდე არ გვირჩევენ, თუმცა მცირე რაოდენობით მხოლოდ რბილობი შეგიძლიათ 8-10 თვიდანაც გაასინჯოთ. სასურველია გაურიოთ ხილის პიურეებში.

 

ბროწეული - 6 თვიდან

ბროწეული შემადგენლობაში შედის: საკვები ბოჭკო, კალიუმი, რკინა, კალციუმი, მაგნიუმი, თუთია, ფოსფორი..

ვიტამინებიდან: C, B6, B5, B3…

გადაცდენის ალბათობის გამო, ყურძნის მსგავსად, მარცვლების შეთავაზება მინიმუმ 1 წლამდე რეკომენდებული არ არის. თუმცა შეგიძლიათ ბროწეულის წვენის გამოყენება ხილის პიურეებში 6 თვიდანაც კი.

 

ფეიხო - 10-12 თვიდან

ფეიხოს შემადგენლობაში შედის: საკვები ბოჭკო, კალიუმი, კალციუმი, რკინა, მაგნიუმი, თუთია, ფოსფორი...

ვიტამინებიდან: C, B6, A, E, K, B5, B3…

ფეიხო საკმაოდ სასარგებლოა და მისი ჩართვა რაიციონში შეგვიძლია 10-12 თვიდან. სასურველია კანგაცლილი გამოიყენოთ სიმწარის თავიდან ასაცილებლად. გაურიეთ ხილის პიურეში და გაათხელეთ წყლით, დედის რძით ან რძის ფორმულით.

 

ციტრუსები რეკომენდებულია 12 თვიდან, თუმცა რამოდენიმე წვეთის პიურეებში გამოყენება შეგიძლიათ 12 თვემდეც. ასევე, გაითვალისწინეთ მათი მაღალი მჟავიანობა.

გრეიფრუტი -  12 თვიდან

გრეიფრუტის შემადგენლობაში შედის: დიდი რაოდენობით საკვები ბოჭკო, კალიუმი, სპილენძი, მაგნიუმი, კალციუმი, ფოსფორი...

ვიტამინებიდან: C, A, B6, E, B9, B1, B2, B5, B3…

 

ფორთოხალი - 12 თვიდან

ფორთოხლის შემადგენლობაში შედის: საკვები ბოჭკო, სპილენძი, კალიუმი, კალციუმი, მაგნიუმი, ფოსფორი, რკინა, თუთია...

ვიტამინებიდან: C, A, B6, E, B9, B1, B2, B5, B3…

 

მანდარინი - 12 თვიდან

მანდარინის შემადგენლობაში შედის: საკვები ბოჭკო, კალიუმი, კალციუმი, მაგნიუმი, ფოსფორი, რკინა...

ვიტამინებიდან: C, D, K, B1, B2

 

ლიმონი - 12 თვიდან

ლიმონის შემადგენლობაში შედის: კალიუმი, რკინა, სპილენძი, კალციუმი, ფოსფორი, მაგნიუმი...

ვიტამინებიდან: C, , B1, B2, B6, B9, ქოლინი, E…

 

 

გამოყენებული ლიტერატურა:

https://solidstarts.com/foods/apple/#:~:text=When%20can%20babies%20eat%20apples,safe%20for%20babies%20and%20toddlers.

https://solidstarts.com/foods/banana/#:~:text=Bananas%20may%20be%20introduced%20as,and%20not%20just%20sweet%20ones.

https://www.verywellfit.com/how-to-make-avocado-baby-food-284436#:~:text=The%20nutritional%20value%20of%20avocados,ready%20to%20start%20solid%20food.

https://www.verywellfit.com/how-to-make-avocado-baby-food-284436#:~:text=The%20nutritional%20value%20of%20avocados,ready%20to%20start%20solid%20food.

https://solidstarts.com/foods/kiwi/#:~:text=Kiwi%20may%20be%20introduced%20as,around%206%20months%20of%20age.

https://parenting.firstcry.com/articles/grapes-for-babies-health-benefits-and-recipes/

https://solidstarts.com/foods/pomegranate/#:~:text=While%20you%20can%20technically%20introduce,a%20choking%20hazard%20for%20babies.

https://www.kiwifamilies.co.nz/articles/baby-food/

https://solidstarts.com/foods/pineapple/#:~:text=Pineapple%20may%20be%20introduced%20as,cause%20or%20worsen%20diaper%20rash.

https://www.momjunction.com/articles/amazing-benefits-of-grapefruit-for-your-baby_0098574/