|
|
ჩვილი ბავშვის ნაწლავური მიკროფლორა საკმაოდ მწირია. შეიძლება ითქვას, რომ სტერილურია, ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება დაბადებისას დედასთან კანით კანთან კონტაქტსა და პირველ საკვებს. თუ ბავშვის პირველი საკვები მდიდარი იქნება ისეთი პრებიოტიკით, როგორიცაა მაგალითად ოლიგოსაქარიდები (რომელიც ასევე დედის რძეში შედის), ეს ხელს შეუწყობს ნაწლავური მიკროფლორის განვითარებას და არამარტო. სწორად განვითარებული ნაწლავური მიკროფლორა კი, ჯანმრთელ ორგანიზმს ნიშნავს.
ალბათ ხშირად გინახავთ წარწერა პროდუქტის ეტიკეტზე „შეიცავს პრებიოტიკებს/პრობიოტიკებს“. ბავშვთა საკვებში მათი დამატება ახალი ტენდენციაა და მას განსაკუთრებული ეფექტი აქვს. როდესაც დედას არ შეუძლია ჩვილი ძუძუთი გამოკვებოს ალტერნატივა არის რძის შემცვლელის (იგივე ფორმულის) გამოყენება. დედის რძე საკმაოდ მდიდარია სხვადასხვა ნუტრიენტებითა (სასარგებლო საკვები ელემენტები) და პრებიოტიკებით, ამიტომ ბოლო წლების მანძილზე დედის რძის შემცვლელი პროდუქტის მწარმოებლები ცდილობენ ფორმულა მაქსიმალურად მიამსგავსონ დედის რძეს და საკვებში ამატებენ პრებიოტიკებს, კერძოდ კი, გალაქტო-ოლიგოსაქარიდებს.
პრებიოტიკები საკვები ნივთიერებებია, რომლებიც ბუნებრივადაც შედიან საკვებში, მაგრამ ჩვენი ორგანიზმის მიერ ნაკლებად ან საერთოდ არ მოინლება.
თუმცა, ის საუკეთესო საკვებია ჩვენი ნაწლავის მიკროფლორაში არსებული ცოცხალი ,,სასარგებლო” მიკროორგანიზმებისთვის ანუ პრობიოტიკებისთვის, რომლებსაც დადებითი ეფექტი აქვთ ადამიანის ორგანიზმზე.
მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენ ვამარაგებთ ჩვენი ნაწლავის მიკროფლორას საკვებით, ხოლო შედეგად ისინი ჩვენ ორგანიზმს ეხმარებიან უკეთ ფუნქციონირებაში.
პრობიოტიკები (მიკროორგანიზმები) გვეხმარებიან პათოგენურ (დაავადების გამომწვევ) მიკროორგანიზმებთან ბრძოლაში, იმუნიტეტის გაძლიერებაში. ისინი წარმოქმნიან სასარგებლო ცხიმოვან მჟავებს საკვები ბოჭკოების ფერმენტირებით, გვეხმარებიან საკვების მონელებაში და შეწოვაში, წარმოქმნიან ვიტამინებს. სხვადასხვა კვლევები ცხადყოფს, რომ სწორი მიკროფლორის განვითარება ამცირებს სიმსივნის, სიმსუქნის, ანთებითი პროცესებისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს.
პრობიოტიკებზე (მიკროორგანიზმები) ჩატარებულმა ზოგიერთმა კვლევამ დადებითი ეფექტი აჩვენა, თუმცა მტკიცებულებებზე დამყარებული მონაცემები არასაკმარისია, რომლებიც გაამართლებდა მათ გამოყენებას დანამატის სახით ბავშვთა კვებაში. ინფორმაცია ჯერ კიდევ შემდგომ კვლევა-დაკვირვებას მოითხოვს.
ESPGHAN-ის (ევროპის პედიატრთა, გასტრო-ენტეროლოგთა, ჰეპატოლოგთა და ნუტრიციოლოგთა საზოგადოების) მიმოხილვაში საბავშვო ფორმულების პრე და პრობიოტიკებით გამდიდრების შესახებ წერია, რომ პრობიოტიკები (მიკროორგანიზმები) ზომიერად ეფექტურია მწვავე ვირუსული გასტრო-ენტერიტისა და ანტიბიოტიკებით გამოწვეული დიარეის დროს. მაგრამ:
მიუხედავად იმისა, რომ საბავშვო ფორმულის გამდიდრება პრობიოტიკებით ტექნოლოგიურად არც ისე რთულია, კომპანია „ჰუმანა“ ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გამო თავს იკავებს საკუთარ პროდუქტებში პრობიოტიკების (მიკროორგანიზმების) დამატებისგან, სანამ მათ შესახებ არ დაგროვდება საკმარისი რაოდენობით გამოკვლეული ინფორმაცია, რაც მაშტაბურ გამოკვლევებს და დროს მოითხოვს. მანამდე კი, ჰუმანა პროდუქტს ამდიდრებს პრებიოტიკ გალაქტო-ოლიგოსაქარიდებით, რასაც დადებითი ეფექტი აქვს და ბუნებრივად განაპირობებს ბავშვის ნაწლავის მიკროფლორის განვითარება-ჩამოყალიბებას.
გამოყენებული ლიტერატურა:
Supplementation of Infant Formula With Probiotics and/or Prebiotics: A Systematic Review and Comment by the ESPGHAN Committee on Nutrition ESPGHAN Committee on Nutrition: Christian Braegger,_3Anna Chmielewska, Tamas Decsi, Sanja Kolacek, Walter Mihatsch, Luis Moreno, Małgorzata Pies´cik, John Puntis, Raanan Shamir, Hania Szajewska, Dominique Turck, Johannes van Goudoever, 2011