საქართველოს დროშა
მრჩეველი
ყველაფერი მამებისთვის

ყველაფერი მამებისთვის

 

    გილოცავთ, თქვენ მამა გახდით! თუ ეს ერთობ მნიშვნელოვანი მოვლენა თქვენ ჯერ კიდევ წინ გაქვთ? მაშინ თქვენც სასიხარულოდ გაქვთ საქმე. ჩვენი ექსკლუზიური განყოფილებიდან, რომელიც მამებისთვის არის განკუთვნილი, თვენ მნიშვნელოვან მითითებებსა და რჩევებს მიიღებთ, რითაც ცნობილ გამონათქვმას “... სულ მამას გავს!” უშიშრად გაუმკლავდებით.


    ჯერ კიდევ ბავშვის დაბადებამდე დედასა და პატარას შორის მჭიდრო ურთიერთობა ყალიბდება. მამებს უფრო მეტი დრო ჭირდებათ, რათა თავიანთან შვილებთან კონტაქტში  შევიდნენ. თუმცა მამისა და ბავშვის ურთიერთობა ნაკლებ მნიშვნელოვანი არ არის. როდესაც მამა თავისი შვილებისთვის დროს გამონახავს, ეს  მთელი ოჯახისთვისაცაა სასარგებლო: უმჯობესია თუ ყველაფერს თავიდან დავიწყებთ:

  •  მამას ბავშვებთან დედისგან განსხვავებული ურთიერთობა აქვს. ყველა ადამიანი თავისი განსხვავებული ურთიერთობის სტილით გამოირჩევა. შეიძლება დედა უფრო მზრუნველი იყოს, ხოლო ბავშვები მამასთან უფრო კარგად გაერთონ. თუმცა ბავშვებისთვის ორივე რამ მნიშვნელოვანია.
  • მამას წარმოდგენა ექმნება ბავშვის ყოვედღიურ ცხოვრებაზე, ეცნობა ბავშვის გრძნობებს და მის წარმატებებს.
  • ბავშვიც მამას მნიშვნელოვან საკონტაქტო პირად აღიქვამს.
  • დედა იღებს მხარდაჭერას, ის გრძნობს, რომ ბავშვზე მარტო თვითონ არ არის პასუხისმგებელი. ეს პარტნიორული ურთიერთობისთვისაც კარგია.
  • მამა აქტიურად ერთვება ბავშვის აღზრდაში. მნიშვნელოვანი პირობაა, რომ დედამ ”თავისუფლება მიანიჭოს” მამასაც და შვილსაც, რომ ისინი კონტაქტში შევიდნენ. როდესაც მამა რამეს ისე კარგად ვერ გააკეთებს, როგორც ეს დედას ჰქონდა წარმოდგენილი, დედამ თავი უნდა შეიკავოს “კარგი რჩევების” მიცემისგან და პირიქით.

    როდესაც დედა დასაქმებულია,  მამამ უნდა შეიმუშაოს დღის გეგმა, როდესაც ის შვილთან გაატარებს დროს. დამატებით კვირის რომელიმე დღეც უნდა შეარჩიოს.
უნდა შეიმუშავოთ პატარა რიტუალი. ბავშვებს უყვართ ეს, რადგან ამყარებს ნდობას და დაცულობის განცდას ანიჭებს. იზრუნეთ პატარა რიტუალის მოწყობაზე.

  • განსაკუთრებით ბოთლის ასაკიდან ან როდესაც ბავშვი ძუძუზე აღარ იქნება, მამას შეუძლია თვითონ აჭამოს პატარას.
  • თქვენ შეგიძლიათ საღამოთი თქვენი პატარა საწოლში დააწვინოთ, ძილისპირულის სიმღერა უმღეროთ ან დაძინებამდე ზღაპარი წაუკითხოთ.
  • მონაწილეობა მიიღეთ ბავშვის მოვლაში: ეს შეიძლება ბავშვისთვის პამპერსის გამოცვლა, ბანაობა ან სასარგებლო მასაჟი იყოს.
  • შეგიძლიათ ბავშვი გაასეირნოთ ან როდესაც პატარა ცოტათი წამოიზრდება შეგიძლიათ ერთად წახვიდეთ ექსკურსიაზე.
  • ატარეთ თქვენი პატარა (საბავშო) სპორტზე.
  • თქვენი პატარასთვის თქვენთან ერთად თამაშიც ძალიან მნიშვნელოვანია.