საქართველოს დროშა
მრჩეველი
სითხე ბავშვის რაციონში
სჭირდება თუ არა ახალშობილს წყალი?

სჭირდება თუ არა ახალშობილს წყალი?

water

არსებობს მოსაზრება, რომ ბავშვებს, რომლებიც იზრდებიან ფორმულაზე, დაბადებიდან უნდა დავალევინოთ წყალი, რაც ცალსახად არასწორია. ბავშვი 6 თვემდე იღებს საკმარის სითხეს დედის რძიდან (ხსენის ჩათვლით) ან რძის ფორმულიდან. სპეციალისტები გვირჩევენ, რომ ბავშვს წყალი მივცეთ მყარი საკვების დამატებასთან ერთად.

გარდა ამისა, არსებობს მკაცრი რეკომენდაცია, რომ ფორმულა ზედმიწევნით მომზადდეს ეტიკეტზე მითითებული დოზებით და არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადააჭარბოთ სითხის განსაზღვრულ ოდენობას.

რა საფრთხეებთან არის დაკავშირებული წყლის ან ჩაის ნაადრევი დამატება ბავშვის რაციონში?

  • წყლის დამატება ხელს შეუშლის დედის რძეში ან ფორმულაში არსებული საკვები ნივთიერებების კარგად ათვისებას;
  • დაბადებისთანავე, წყლის დამატაბა გამოიწვევს დანაყრების შეგრძნებას და ბავშვი რძეზე იტყვის უარს ან დალევს ნაკლები რაოდენობის რძეს;
  • რძის მიღების შემცირება ლაქტაციის დროს - გამოიწვევს რძის რაოდენობის კლებას ან უარეს შემთხვევაში - ლაქტაციის შეჩერებას;
  • როდესაც ბავშვი შეამცირებს რძის დალევას წყლის ხარჯზე, იქმნდება ზრდა-განვითარების პრობლემა;
  • ახალშობილის თირკმელები მზად არ არის დიდი რაოდენობით სითხესთან გასამკლავებლად, რაც იწვევს ორგანიზმის ზედმეტად დატვირთვას;
  • საკვები ნივთიერებების ნაკლებობის გამო შეფერხდება წონის მატება;
  • ჩვილისთვის წყლის მიცემამ ასევე შეიძლება გამოიწვიოს ინტოქსიკაცია, მეტად სახიფათო მდგომარეობა, ანუ წყლის მეშვეობით ორგანიზმში ნატრიუმის კონცენტრაცია იზრდება, რაც არღვევს ელექტროლიტების ბალანსს და იწვევს ქსოვილების შეშუპებას.

 

თუ ახალშობილს სჭირდება ჰიდრატაცია, მაგალითად, გასტროენტერიტის დროს, ექიმმა შეიძლება გირჩიოთ ელექტროლიტური სასმელი.

ასევე არსებობს მიდგომა, რომელიც გამოიყენება სამედიცინო პროცედურების დროს, როდესაც ახალშობილს ასმევენ შაქრიან წყალს. მიუხედავად იმისა, რომ ეს პროცედურა რიგ შემთხვევებში გამოიყენება უსაფრთხო გზით - სამედიცინო მიზნებისთვის, მისი თვითნებურად, ექიმის მეთვალყურეობის ან თანხმობის გარეშე, გამოყენება კატეგორიულად არ შეიძლება!

ახალშობილ ბავშვს არ სჭირდება არც წყალი, არც ჩაი და არც შაქარი. სასურველია 6 თვემდე ბავშვი იყოს მხოლოდ ძუძუთი კვებაზე ან ფორმულაზე.

რაც შეეხება ჰუმანას ჩაის, რომელიც 4 თვიდანაა რეკომენდებული, ეს რეკომენდაცია გამომდინარეობს იქიდან, რომ მყარი საკვების დამატების ასაკად მოისაზრება 4-6 თვე.

4 თვიდან მყარ კვებას ძირითადად იწყებენ ის ბავშვები, რომელთაც აქვთ წონის პრობლემა ან სხვა რაიმე გარემოება. ასევე, 6 თვეზე ადრე, მყარი კვების დაწყება შეუძლიათ ბავშვებს, რომლებიც აკმაყოფილებენ გარკვეულ კრიტერიუმებს.

ამ კრიტერიუმების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ლინკზე:

http://humana.ge/georgian/advices/first-solid-food/starting-solids-1

 

 

 

 

წყარო:

www.babycenter.com