იოგურტის ბლინები 8-10 თვიდან
გაფრთხილება: თუ თქვენს ბავშვს არ აქვს კვერცხი და სხვა ინგრედიენტები ცალკე, 3 დღის წესის დაცვით, გასინჯული ამ რეცეპტს ნუ გამოიყენებთ. თითოეულ ინგრედიენტზე სასურველია დაიცვათ 3 დღის წესი.
რა არის 3 დღის წესი?! იხილეთ ლინკი:
http://humana.ge/georgian/advices/first-solid-food/3-day-rule
ინგრედიენტები:
- 2 ც ჰუმანას ბანანის იოგურტი;
- 1 ც ბანანი;
- 1ც კვერცხი;
- პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილი
მომზადების პროცესი:
- დაჭყლიტეთ/დააბლენდერეთ ბანანი;
- აურიეთ იოგურტთან ერთად;
- დაამატეთ კვერცხი და მოურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე;
- დაამატეთ ფქვილი და მიიყვანეთ არაჟნის კონსისტენციამდე;
- გამოაცხვეთ ღუმელში ან უცხიმოდ ტაფაზე;
- როდესაც ტაფაზე მოთავსებულ მასას გაუჩნდება ბუშტუკები, ამოატრიალეთ და 2 წუთში მზად არის!
გემრიელად მიირთვით!