|
|
ბავშვები, რომლებიც რძის ფორმულით იზრდებიან, ხშირად ამბობენ მასზე უარს. ეს პერიოდი თითქმის ყველა ბავშვს აქვს, რაც მშობლების ნერვიულობის მიზეზი ხდება. არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რის გამოც შეიძლება თქვენი შვილი არ სვამდეს ფორმულას.
ესენია:
ბავშვები ბოთლით მაშინ ჭამენ, როდესაც ისინი მშვიდად არიან. ეს სიმშვიდე კი დედისგან უნდა მოდიოდეს. შეიძლება თქვენი შვილი უკვე რამოდენიმე დღეა ფორმულას არ სვამდეს, თუმცა ბავშვს თქვენი აფორიაქება და დაძაბულობა არ უნდა აგრძნობინოთ.
შესთავაზეთ ბოთლი მშვიდ გარემოში, ისე რომ ტელევიზორის ხმა, ხალხის ხმაური, ან თუნდაც ტელეფონის ზარი ხელს არ გიშლიდეთ, რადგან ამ ფაქტორებმაც შეიძლება ბავშვს ყურადღება გაუფანტოს და ვეღარ კონცენტრირდეს ჭამაზე;
სწორი პოზიცია ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. დაიჭირეთ ბავშვი ხელში ძუძუთი კვების პოზიციაში და მიიხუტეთ ის, ისე რომ თქვენი სხეულის სითბო იგრძნოს. ეს პოზიცია ასევე ძალიან კარგია ჰაერის ბუშტუკების გამოშასვბებად.
თუ ეს პოზიცია არ დაგეხმარებათ, შეცვალეთ ის. მთავარა ბავშვმა თავი იგრძნოს დაცულად და კომფორტულად;
დარწმუნდით რომ ბოთლი სწორედ გაქვთ შერჩეული ასაკის შესაბამისად. შესამოწმეთ საწოვარა, შეიძლება ბოთლიდან მოდიოდეს საჭიროზე მეტი ან ნაკლები რძე და ბავშვი ვერ ასწრებდეს ან უჭირდეს რძის გადაყლაპვა;
მშობლებს ხშირად ავიწყდებათ, რომ ბავშვის გამოკვება რთული პროცესია. ამ დროს ყველაზე ახლო ემოციური კავშირია მშობელსა და ბავშვს შორის.
ჭამის პერიოდში ბავშვები თავს უნდა გრძნობდნენ უსაფრთხოდ და დაცულად. თქვენგან უნდა გრძნობდნენ მზრუნველობასა და სიყვარულს.
ბავშვები ყოველთვის გრძნობენ მშობლების ნერვიულობასა და დაძაბულებას. ამან შეიძლება ხელი შუეშალოს ბავშვს, გადაედოს თქვენი განწყობა და უარი თქვას ჭამაზე;
პირველ რიგში დარწმუნდით რომ ბავშვს ნამდვილად შია და მანამდე რაიმე ხემსი არ მიიღო, რამაც დაუკმაყოფილა შიმშილის გრძნობა.
დარწმუნდით რომ ბავშვი კომფორტულადაა არ ცხელა ან სცივა, შეამოწმეთ საფენი, ტანსაცმელი.
როდესაც ბავშვები ავად არიან ხშირად ამბობენ ჭამაზე უარს, რადგან მადა დაქვეითებული აქვთ. ამ დროსაც, ეცადეთ თავი კომფორტულად აგრძნობინოთ და გამოუკეთოთ განწყობა.
ხერხები, რომლებიც შეიძლება დაგეხმაროთ:
გამოყენებული ლიტერატურა:
https://babyology.com.au/baby/feeding/bottle-feeding/baby-refusing-bottle-heres-need/
https://www.healthline.com/health/baby/baby-refusing-bottle