საქართველოს დროშა
მრჩეველი
მოგზაურობა

მოგზაურობა

    სულ ერთია დიდი ხნის მონატრებული საზაფხული შვებულება გაქვთ, შაბათ-კვირას ისვენებთ თუ პატარა ექსკურსიას აკეთებთ: როდესაც თქვენ  ბავშვთან ერთად გასეირნებას გეგმავთ, ამ ყველაფერს პატარა ორგანიზება სჭირდება.

    სად შეიძლება, რომ  თქვენს პატარასთან ერთად საუკეთესოდ იმოგზაუროთ? და რა უნდა იქონიოთ აუცილებლად თან? ჩვენ შეგვიძლია გირჩიოთ, თუ როგორ შეგიძლიათ, რომ თქვენ ოჯახური შვებულება სასიამოვნოდ გაატაროთ.


პატარასთან ერთად გრძელ მანძილზე მოგზაურობა.

    მოგზაურობისას აუცილებელია, რომ დაკვირვებით შეარჩიოთ დასასვენებელი ადგილი, რადგან ადგილის და კლიმატის შეცვლა ადაპტაციასთან არის დაკავშირებული. რაც უფრო პატარაა თქვენი ბავშვი, მით უფრო მგრძნობიარეა ის ცვლილებებთან დაკავშირებით და ადაპტაციისთვის მას უფრო დიდი დრო სჭირდება. 6 თვის ბავშვის ეგზოტიკურ ადგილას წაყვანა ნაკლებად სასურველია. უმჯობესია, თუ თქვენ ისეთ ადგილს შეარჩევთ, რომელსაც თქვენს საცხოვრებელ ადგილთან ახლო  მდებარეობა და მსგავსი კლიმატური პირობები ექნება.