საქართველოს დროშა

სიტყვათა ანბანური საძიებელი

                                         

ალერგია

ორგანიზმის ზედმეტი მგრძნობელობა ეგზოგენურ სუბსტანციებზე.

ამინომჟავები

ამინომჟავებს უწოდებენ ელემენტებს, რომელთაგან წარმოიქმნება პროტეინი.

ამინომჟავების ცვლის დარღვევა

ამინომჟავების ცვლის დარღვევა არის იშვიათი მემკვიდრეობითი დაავადება, რომლის დროსაც ორგანიზმში არსებული ბევრი ფერმენტის ფუნქცია დარღვეულია. დაავადება იწვევს ამინომჟავების გაძლიერებულ გამოყოფას შარდით, ხშირ შემთხვევაში კი თავის ტვინის დაზიანებას. ბავშვის გამოკვლევა და ამინომჟავების ცვლის დარღვევის დროული დიაგნოსტიკა საშუალებას იძლევა დაინიშნოს სპეციალური დიეტა, რათა, რამდენადაც შესაძლბელი იქნება, ბალანსირებული იყოს არსებული მდგომარეობა. ამინომჟავების ცვლის მოშლის ყველაზე ხშირი ფორმაა ფენილკეტონურია.

ბიფიდობაქტერიები

მიკროორგანიზმები, რომლებიც ადამიანის მსხვილი ნაწლავის ბაქტერიების ფლორაში ბინადრობენ.

ბოთლით კვება

თუ ბავშვი ძუძუს წოვით ვერ ნაყრდება, ბოთლით კვება ჩვილებისთვის ოპტიმალური გამოსავალია, რათა ყველა საჭირო საკვები ნივთიერება მიიღონ.

ბოჭკო

საკვებში შემავალი ძირითადი ნივთიერებაა, რომლის მონელებაც ადამიანის კუჭ-ნაწლავის ტრაქტში არ ხდება.

გალაქტოოლიგოსაქარიდები

ისინი მიეკუთვნებიან პრებიოტიკული ბოჭკოს ჯგუფს.

გალაქტოზა

რძის შაქრის ძირითადი შემადგენელი კომპონენტი.

გლუკოზა

ყურძნის შაქარია. ბუნებრივად გვხვდება ბევრ მცენარეში. გლუკოზა ორგანიზმის ნივთიერებათა ცვლაში ცენტრალურ როლს ასრულებს. გლუკოზა არის ძირითადი ნივთიერება ტვინის უჯრედებისთვის, ამიტომ სისხლის შაქრის დონე ორგანიზმის მიერ ზუსტად არის რეგულირებული. გლუკოზა არის ძირითადი ელემენტი, რომლისგანაც სახამებელი შედგება.

გლუტენი

მარცვლეულის პროტეინის კომპონენტი. როგორც, ე.წ. წებოვანი პროტეინ; ის ფქვილს ცხობის უნარს ანიჭებს. ჩვილებმა პირველ წელს გლუტენის გარეშე უნდა იკვებონ, რადგანაც გლუტენმა შეიძლება ცელიაკია გამოიწვიოს.

გლიკომაკროპეპტიდი

გლიკომაკროპეპტიდი (გმპ) სპეციალური პეპტიდია (სუბსტანცია, რომელიც აკავშირებს ორ ან მეტ ამინომჟავას), რომელიც რძის პროტეინისგან არის დამზადებული. გმპ ბიოლოგიურად მაღალღირებული ნედლეულია და რადგანაც მას ფენილალანინის დაბალი შემცველობა აქვს, ის განკუთვნილია დიეტური კვების დროს ფენილკეტონურიით დაავადებული პაციენტებისთვის. გმპ-ს სასიამოვნო გემო აქვს და ის შეიძლება სპეციალურ საკვებს დაემატოს, რომელიც მწარე გემოს მქონე ამინომჟავების ნარევებისგან შედგება. ამინომჟავა თრეონინის მაღალი შემცველობის გამო გმპ გამოიყენება, როგორც ჩვილის საკვების პროტეინის კომპონენტის დამატება.

დედის ფენილკეტონურია

ორსულები, რომელთაც ფენილკეტონურია ან ჰიპერფენილკეტონურია აწუხებთ, უნდა შეეცადონ, რომ ფენილალანინის რაოდენობა 6 მგ/100მლ-ს არ გასცდეს, რათა ემბრიონს ზიანი არ მიაყენონ. Fენილალანინის ნაკლებად შემცველი საკვების მიღება რეკომენდებულია, როგორც ორსულობის დასაწყისში, ასევე მთელი ორსულობის პერიოდში.

ელექტროლიტი/ელექტროლიტის დაკარგვა

ელექტროლიტი წყალში ხსნადი სუბსტანციაა, რომელიც ორგანიზმში წყლის ბალანსირებას უწყობს ხელს. Dდიარეამ შეიძლება გამოიწვიოს წყლისა და ელექტროლიტების დიდი რაოდენობით დაკარგვა, რომლის აღდგენაც რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს.

ენზიმები (ფერმენტები)

სუბსტანციებია, რომლებიც ორგანიზმში ბევრ რეაქციას წარმართავენ. მაგალითად, საკვები ნივთიერებების უკეთ მონელებასა და შეწოვას უწყობენ ხელს.

ვიტამინები

სუბსტანციები, რომლებსაც ორგანიზმისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვთ, მაგრამ თავად არ შეუძლიათ ორგანიზმში საკმარისი რაოდენობით გამომუშავება. ამიტომ მათი მიღება საკვებთან ერთად რეგულარულად უნდა ხდებოდეს.

ინოზიტი

ინოზიტი (მიო-ინოზიტი) ვიტამინის მსგავსი სუბსტანციაა. ის გვხვდება კუნთოვან ქსოვილებსა და ორგანოებში და თავმოყრილია ვიტამინ  B2 კომპლექსში. მისი ნაკლებობის დროს ხდება ზრდის შეჩერება და კანის ანთება. ჩვილის ურძეო და უპროტეინო საკვები ინოზიტოლს არ შეიცავენ და ამიტომ მათ ინოზიტოლი ემატებათ.

იოდი

ელემენტი, რომელიც ფარისებრი ჯირკვლის მუშაობისთვისაა აუცილებელი.

კალციუმკარბონატი

ეს სუბსტანცია სხეულს კალციუმის მნიშვნელოვან ნაწილს აწვდის, რომელიც უმთავრესად ძვლის ქსოვილშია თავმოყრილი.

კალციუმით მომარაგება

კალციუმის საკმარისი რაოდენობით მიღება მნიშვნელოვანია, რადგანაც კალციუმს თავისი ძირითადი ფუნქციის გარდა (როგორც ძვლის სუბსტანცია), ასევე სისხლის შედედებისა  და ნერვ-კუნთოვანი ქსოვილის მგრძნობელობის ფუნქცია აკისრია.

კარნიტინი

ლ-კარნიტინი არის ვიტამინების მსგავსი ნივთიერება. ის ცხიმოვანი ნივთიერებებისA ცვლას უწყობს ხელს. დედის რძეც შეიცავს ლ-კარნიტინს, რომელიც ახალშობილისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია. ლ-კარნიტინი საჭიროა, რათა მოხდეს ცხიმოვანი მჟავების მიტოქონდრიაში ტრანსპორტირება, სადაც ცხიმოვანი მჟავები ენერგიად გარდაიქმნებიან. ორსულობის და ძუძუს წოვის პერიოდში ლ-კარნიტინზე მოთხოვნილება იზრდება. ჩვილის ურძეო საკვები არ შეიცავს ლ-კარნიტინს და ამიტომ მისი გამდიდრება ლ-კარნიტინით უნდა მოხდეს.

კერატის ხის გუმფისის ფქვილი

ნივთიერების წყარო, რომელიც საკვების შესქელებას უწყობს ხელს.

კალორია

ენერგიის შემცველობის საზომი.

კარბოჰიდრიტი

ტერმინ კარბოჰიდრიტში იგულისხმება ბევრი სუბსტანციის ერთობა, რომლებიც განსხვავებულად შეიძლება იყვნენ აგებულნი. მონოსაქარიდები (მარტივი შაქარი) შედგებიან ერთი, დისაქარიდი (ორმაგი შაქარი) ორი, ოლიგოსაქარიდი 10-12 და მრავალჯერადი შაქარი (პოლი საქარიდი) კიდევ უფრო მეტი ელემენტებისგან.

ცნობილი მარტივი შაქარი არის გლუკოზა (ყურძნის შაქარი) და ფრუქტოზა (=ხილის შაქარი). ორმაგ შაქარში შედის საქაროზა (კრისტალური შაქარი), ლაქტოზა (რძის შაქარი) და მალტოზა. კრისტალური შაქრი შედგება გლუკოზისა და ფრუქტოზის ელემენტებისგან, რძის შაქარი-გლუკოზისა და გალაქტოზისგან და მალტოზა შედგება ორი გლუკოზის ელემენტისგან.

პოლისაქარიდი არის სახამებელი, რომელიც  გლუკოზის ბევრი ელემენტისგან შედგება.

ლაქტოზა

რძის შაქარი. ლაქტოზა არის ორმაგი შაქარი და შედგება გლუკოზისა და გალაქტოზის ელემენტებისგან.

ლაქტოზის აუტანლობა

რძის შაქრის აუტანლობა, როდესაც მომნელებელი ენზიმი ლაქტაზა არ არის ან არასაკმარისი რაოდენობითაა. ლაქტოზის შემცველი საკვებისა და სასმელის მიღებისას ისეთი ტიპიური სიმპტომები იჩენენ თავს, როგორიცაა მუცლის ტკივილი, დიარეა და შებერილობა.

LC-PUFA

(გრძელჯაჭვოვანი პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავები) არის გრძელჯაჭვოვანი, მრავალჯერადი უჯერი ცხიმოვანი მჟავები, რომლებიც დედის რძეში გვხვდებიან. ცხოვრების პირველ თვეებში, დამატებითი საკვების მიღებამდე, ეს ნივთიერებები ბავშვის ნორმალურად განვითარებისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტებია, რადგანც ჩვილებს ამ ასაკში თავად არ შეუძლიათ საკმარისი  LC-PUFA-ს გამომუშავება.

მაგნიუმის კარბონატი

ეს სუბსტანცია ორგანიზმს მაგნიუმს აწვდის, რომელიც უჯრედური ნივთიერებების ცვლილებისას მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს, განსაკუთრებით გულის კუნთის მუშაობისთვისაა აუცილებელი.

მალტოდექსტრინები

მალტოდექსტრინები სახამებლის პატარა ნაწილაკებია. ისინი წარმოიშვებიან ადამიანის საჭმლის მომნელებელ ტრაქტში სახამებლის მონელებისას.

მიკროელემენტები

ელემენტები, რომლებიც ორგანიზმში ძალიან მცირე რაოდენობით გვხვდებიან, მაგრამ ორგანიზმის კარგად ფუნქციონირებისთვის ისინი ძალიან აუცილებელია.

მინერალური ნივთიერებები

სუბსტანციები, რომლებიც ორგანიზმს როგორც საშენი და აქტიური ნივთიერებები სჭირდება.

ოლიგოსაქარიდები

ოლიგოსაქარიდები არიან კარბოჰიდრიტები, რომელებიც არაუმეტეს 10-12 მონოსაქარიდს შეიცავენ. (გთხოვთ, იხილოთ კარბოჰიდრიტი).

პროტეინი

პროტეინი ცოცხალი ორგანიზმის მნიშვნელოვანი კომპონენტია. იგი შედგება პატარა ელემენტებისგან, რომლებსაც ამინომჟავები ეწოდება. საკვების პროტეინის ღირებულება მასში შემავალ ამინომჟავებზეა დამოკიდებული.

პექტინი

ისინი მიეკუთვნებიან ბოჭკოების ჯგუფს. რადგანაც მათ შეუძლიათ წყლის შეერთება, ისინი გამოიყენებიან როგორც შემასქელებელი ნივთიერებები.

პრებიოტიკი

პრებიოტიკული ბოჭკოვანი ნივთიერებების მიღება საკვებთან ერთად უნდა მოხდეს, რათა მსხვილი ნაწლავის ბაქტერიების ზრდა  იქნეს მხარდაჭერილი. პრებიოტიკი შექმნილია რძის შაქარზე, ხოლო მოდელად დედის რძეა აღებული.

პრებიოტიკული ბოჭკოვანი ნივთიერებები

პრებიოტიკები არის მოკლეჯაჭვოვანი ბოჭკოვანი ნივთიერებები, რომლებიც უცვლელად გაივლიან კუჭ-ნაწლავის ტრაქტს, ხვდებიან მსხვილ ნაწლავში და იქ კვებავენ სასარგებლო (ე.წ. კარგ) ბაქტერიებს. შესაბამისად, მათ ზრდაზე და გამრავლებაზე პოზიტიურ გავლენას ახდენენ.

სასარგებლო ბაქტერიების მომძლავრება იწვევს დაავადების გამომწვევი ბაქტერიების წილის შემცირებას. ახალშობილებსა და ჩვილებში ნორმალური ნაწლავური ფლორის ჩამოყალიბება ნელ-ნელა მიმდინარეობს. ამ პროცესისთვის ხელის შეწყობა მშობლებს შეუძლიათ ჩვილებისთვის პრებიოტიკის შემცველი საკვების მიწოდებით.

პრობიოტიკული ნივთიერებებისგან განსხვავებით, რომლებიც მიკროორგანიზმებისგან შედგებიან და რომელთა მოხმარება ჩვილებში კარგად გამოკვლეული არ არის, პრებიოტიკული ნივთიერებები ჩვილების საკვებისთვისაა განკუთვნილი, რადგანაც ისინი, როგორც ბუნებრივი კომპონენტები დედის რძეშიც გვხვდებიან.

რძის შაქარი

ლაქტოზა-რძის შაქარი არის დედის რძეში შემავალი კარბოჰიდრიტი.

საქარინი

დამატკბობელი ნივთიერებაა, არსებითად მაღალი დამატკბობლით, როგორიცაა მაგალითად გლუკოზა.

საქაროზა

კრისტალური შაქარი, რაფინირებული შაქარი. ბუნებრივად გვხვდება ხილსა და მცენარეებში. საქაროზა არის ორმაგი შაქარი და შედგება გლუკოზისა და ფრუქტოზის ძირითადი კომპონენტებისგან. საქაროზას სახელი შეიძლება შეგვხვდეს, როგორც კრისტალური ან რაფინირებული შაქარი.

სახამებელი

სახამებელი არის მნიშვნელოვანი შაქარი. ის შედგება გლუკოზის ბევრი კომპონენტისგან. სახამებლის პატარა ნაწილებია დექსტრინი, მალტოდექსტრინი და გლუკოზის სიროფი.

სოიოს პროტეინი

სოიოს პროტეინი ბევრ სხვა მცენარესთან შედარებით, შეიცავს ადამიანის კვებისთვის საჭირო პროტეინის კომპონენტებს.

სოიოს პროტეინის იზოლატი 

სოიოს მარცვლებიდან მიღებული პროტეინი. იზოლატი ნიშნავს, რომ სოიოს მარცვლებში მოხვედრილი არასასურველი ნივთიერებები აღდგენისას ქრებიან. მხოლოდ სოიოს პროტეინის იზოლატის გამოყენება შეიძლება ჩვილების იმ საკვების დასამზადებლად, რომელთა ბაზისიც სოიოა.

ტაურინი

ტაურინი არის ამინომჟავა, რომელიც სხეულის ბევრ ქსოვილში გვხვდება. ორსულობის დროს ემბრიონს დედის სისხლით მიეწოდება ტაურინი.

უჯერი ცხიმოვანი მჟავები

ცხიმოვანი მჟავები შედგებიან განსხვავებული ნახშირბადის ატომების გრძელი ჯაჭვებისგან, რომლებიც  ერთმანეთთან დაკავშირებულები არიან და დამატებით წყალბადისა და ჟანგბადის ატომებს შეიცავენ.  უჯერი ცხიმოვანი მჟავები შეიცავენ (ნაჯერი ცხიმოვანი მჟავებისგან განსხვავებით) ნაკლებ წყალბადის ატომებს. ამიტომ მათ ერთი ან ბევრი ორმაგი კავშირი აქვთ. უჯერ ცხიმოვან მჟავებს ორგანიზმში სპეციალური ფუნქცია აკისრიათ.

ფთოროვანი ნაერთი

ნივთიერება, რომელიც სხვა ნივთიერებებთან ერთად საჭიროა კბილების მინერალიზაციისათვის და ძვლების ფორმირებისთვის.

ფრუქტოზისა და საქაროზის გარეშე

საკვები ამ მითითებით, არც ხილის შაქარს (ფრუქტოზას) და არაც კრისტალურ შაქარს (საქაროზას) არ შეიცავს.

ფრუქტოზა

ხილის შაქარია. ფრუქტოზა ბუნებრივად გვხვდება ხილში. საქაროზას ძირითადი კომპონენტია კრისტალური შაქარი, რაფინირებული შაქარი.

ფენილალანინი

ფენილალანინი სიცოცხლისთვის საჭირო ამინომჟავაა, რომლის მიღებაც საკვებთან ერთად უნდა მოხდეს, რადგანაც თვითონ ორგანიზმს ფენილალანინის გამომუშავება არ შეუძლია. ფენილალანინი გვხვდება თითქმის ყველა საკვების პროტეინში და დედის რძეში. ნივთიერებათა ცვლის დროს ფენილალანინი ღვიძლში ამცირებს ამინომჟავა თიროზინს.

ფენილკეტონურია

ფენილკეტონურია არის მემკვიდრეობით მიღებული ამინომჟავური ცვლის მოშლა. ავადმყოფობის სიხშირე გერმანიაში არის წელიწადში 1 შემთხვევა 8000-10000 დაბადებულში. ა. ფოლინგმა 1934 წელს პირველად აღწერა ფენილკეტონურია, როგორც ცალკე დაავადება, ასევე ფენილალანინის სისხლში არსებობასთან და მისგან გამოწვეულ თავის ტვინის დაავადებასთან ერთად.

როდესაც ფენილალანინის გარდაქმნის პროცესი ირღვევა, მაშინ ამინომჟავა აღწევს სისხლსა და ქსოვილებში და აზიანებს მათ. განსაკუთრებით ზიანდება ტვინი. თუ დაავადებას დროულად არ ვუმკურნალეთ, მაშინ ტვინი იმ დონეზე ზიანდება, რომ იწვევს აზროვნებისა და მეხსიერების გაუარესებას.

ფენილკეტონურია განკურნებადი არ არის, მაგრამ დროული დიაგნოზით და ექიმის ზედამხედველობით, მუდმივი თერაპიის ჩატარების შემთხვევაში შესაძლებელია ბავშვების ნორმალური განვითარება.

მკურნალობა შესაძლებელია ფენილანინის ნაკლებად შემცველი დიეტით. ამ დიეტის დაცვისას ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რომ მიუხედავად ფენილალანინის საკვებთან ერთად მიღების შემცირებისა, ყოველდღიური საკვებით ამ ამინომჟავის მიღება მაინც საკმარისი რაოდენობით ხდება. დიეტის გაგრძელება რეკომენდირებულია, როგორც მოზარდებისთვის, ისე ზრდასრულებისთვის, რათა შემცირდეს ან თავიდან იქნეს აცილებელი თავის ტვინის განვითარების შეზღუდვა.

ქოლინი

ქოლინი არის აზოტშემცველი ორგანული სუბსტანცია და ვიტამინის მსგავსი ეფექტი აქვს. ქოლინი მნიშვნელოვანია ნივთიერებათა ცვლისთვის და ხელს უწყობს ღვიძლის ფუნქციონირებას. ჩვილის ურძეო საკვები და უპროტეინო ნივთიერებათა მეტაბოლური საკვები ქოლინს არ შეიცავს და ამიტომ მათი გამდიდრება ქოლინით ხდება.

შემდგომი კვება 

ბოთლის საკვები, რომელიც 6 თვის შემდეგ დამატებითი საკვების სახით მიიღება.

ცელიაკია

წვრილი ნაწლავის დაავადებაა. იწვევს საჭმლის მონელებისთვის საჭირო ენზიმების დაკარგვას. სიმპტომებია: ქრონიკული დიარეა, ცუდი კვება, ვიტამინებისა და რკინის ნაკლებობა. თერაპია: ბრინჯზე ან სიმინდზე დამზადებული უგლუტენო საკვები.

ცხიმი

ენერგიით გამდიდრებული მთავარი საკვები ნივთიერებაა. განსაკუთრებით ჩვილობის ასაკშია მნიშვნელოვანი, რადგანაც ბავშვებს განვითარების ამ პერიოდში ზრდისთვის ბევრი ენერგია სჭირდებათ.

ცხიმოვანი მჟავები

ტრიგლიცერიდების მნიშვნელოვანი კომპონენტებია, რომელთა მიღება, საკვებთან ერთად ხდება. ტრიგლიცერიდები შედგებიან გლიცერინის ერთი მოლეკულისგან და სამი ცხიმოვანი მჟავისგან.

ძროხის რძის პროტეინზე ალერგია

იმუნური სისტემის თავდაცვითი რეაქცია უცხო ცხოველურ პროტეინზე.

ჰიპერფენილალანინი

ჯანმრთელ ჩვილებში ფენილალანინის შემცველობა სისხლში უმეტესად 2მგ/100მლ-ზე ნაკლებია. საკვებთან ერთად პროტეინის ნორმალურად მიღების შემთხვევაში, პაციენტებში, რომლებსაც ჰიპერფენილალანინემია აქვთ, იზრდება ფენილალანინი და ეს იწვევს სისხლში ფენილალანინის მომატებას. ჰიპერფენილალანინემია ამინომჟავების ცვლაში ყველაზე ხშირი გენეტიკური დეფექტია გერმანიაში. სიხშირე ასე გამოიყრება: 1:6500 ახალშობილში. ენზიმის ფენილალანინის ჰიდროქსილაზის შეზღუდულად მუშაობა იწვევს სისხლში ფენილალანინის მომატებას, რამაც შეიძლება ტვინის დაზიანებაც გამოიწვიოს.

სისხლში ფენილალანინის შემცველობა უნდა შემცირდეს ნაკლებად შემცველი ფენილალანინის მქონე საკვების მიღებით. მე-10 თვის ბოლომდე  დაყვანილ უნდა იქნეს 4მგ/100მლ-ის ქვემოთ. მკურნალობა რეკომენდებულია მოზრდილ ასაკშიც. პედიატრიული კავშირის მიერ გაცემული რეკომენდაციაა: ფენილალანინის დონე 10 თვემდე 0.7მგ/100მლ-მდე, 16 წლამდე 0.7-15 მგ/100 მლ; შემდეგ 20 მგ/100მლ-ზე ნაკლები.

ჰიპოალერგენი

სიტყვა ჰიპოალერგენი (HA) წარმოიშვა ბერძნულიდან -ჰიპო (ქვემოთ/ნაკლები) და ალერგენ-იდან (სხეულისთვის უცხო) და აღნიშნავს ალერგიის შემცირებას. HA-საკვები შეიქმნა ალერგიის თავიდან ასაცილებლად. ამ საკვებში შემავალი პროტეინი დაქუცმაცებულია და ამით უფრო ნაკლებ ალერგენს შეიცავს, ვიდრე “ხელშეუხებელი” პროტეინი.