საქართველოს დროშა
მოვლენები
ახალი პროდუქტი – რძიანი დესერტები, პუდინგები

ახალი პროდუქტი – რძიანი დესერტები, პუდინგები

01-09-2011

როგორც ცნობილია, მიუხედავად ძროხის რძის მრავალი სასარგებლო თვისებისა, მისი გამოყენება წლამდე ასაკში ნატურალური სახით რეკომენდებული არ არის. ამასთანავე, თხევად რძეს შენახვის მოკლე ვადა აქვს. რძის და მისი პროდუქტების შენახვისა და ტრანსპორტირების გახანგრძლივების საშუალებას ფერმენტაცია იძლევა.  
რძიანი დესერტების ხაზში ჰუმანა  გვთავაზობს რძემჟავა პროდუქტებს, რომლებიც რძის ფერმენტაციის პროდუქტს წარმოადგენენ. ეს პროცესი რძის ბაქტერიების ზემოქმედებით ხდება და  ლაქტოზიდან რძემჟავას და მოკლეჯაჭვოვანი  ცხიმოვანი მჟავების წარ­მოქმნამდე მივყავართ.  შესაბამისად, ქვეით­დება рН, რის შედეგადაც ფერხდება მრავალი მავნე მიკროორგანიზმის გამრავლება.  „ჰუმანას“ იოგურტებში ცოცხალი ბაქტერიები არ არის, რადგანაც ისინი იღუპებიან 95°C-ზე სტერილიზაციის შედეგად.  სამაგიეროდ, მათ დამატებული აქვს პრებიოტიკი – გალაქ-ტოოლიგოსაქარიდები (GOS), რომლებიც ხელს უწყობენ ბავშვის ნაწლავებში სასარ­გებლო მიკროფლორის  ჩამოყალიბებას და მის ოპტიმალურ ფუნქციონირებას.

იოგურტი მდიდარია ცილით, კალციუმით, B2, B6 და B12 ვიტამინებით;

რძესთან შედარებით მეტი კვებითი ღირებულება გააჩნია;

იმ ბავშვებისთვის, რომელთაც ლაქტოზის მიმართ მსუბუქი აუტანლობა აღენიშნებათ, იოგურტის მოხმარება ჯანმრთელობისთვის საზიანო არ არის, რადგანაც ლაქტოზის დიდი წილი იოგურტში ფერმენტაციის შედეგად რძემჟავად  გარდაიქმნება;

ზოგიერთი საერთაშორისო კვლევის შედეგის მიხედვით („სიმსუქნის საერთაშორისო ჟურნალი”, 2005 წელი) დაბალცხიმიანმა იოგურტმა შესაძლებელია ხელი შეუწყოს წონის დაკლებას ჭარბი წონის პირებში, რაც ძირითადად მასში კალციუმის მაღალ შემცველობას  უკავშირდება;

რძემჟავა პროდუქტები (მაწონი, იოგურტი, კეფირი) აჩქარებენ არაჰემური რკინის შეწო­-ვას დაქვეითებული рН–ის გამო.

პუდინგები ანუ მარცვლეულის  დესერტები ჯანსაღი კვების შემადგენელი ნაწილია, კერძოდ, ისინი წარმოადგენენ:
B2 ვიტამინისა და კალციუმის გემრიელ წყაროს;

რძის საფუძველზე მომზადებულ დამატე­ბი­-თი ენერგიის  წყაროს;

დანაყრების საუკეთესო საშუალებას მარცვ­ლეულის დაბალი გლიკემიური ინდექსის გა­მო.

ჰუმანა გვთავაზობს რძისა და მარცვლეულის დესერტებს  6,  8  და 10 თვის ასაკიდან.
 ენმოდიფიცირებული რძისგან დამზადებული პროდუქციის ახალ ხაზს დამა­ტებითი კვებისთვის, რომელიც წარმოდგენილია რძიანი დესერტებითა (ე.წ. „იოგურტებით“) და პუდინგებით.