|
|
გერმანიის ბიო-ნიშანი წარმაოდგენს გერმანიის ეროვნულ მარკას, რომელიც ადასტურებს სასოფლო სამეურნეო პროდუქტისა და საკვების ორგანულ წარმოშობას. ამდენად, ბიო-ნიშანი მნიშვნელოვანი ორიენტირია პროდუქტების შეძენის პროცესში.
ამჟამად გერმანიის ნაციონალური ბიო-ნიშანი წარმოადგენს ერთადერთ ეკო-ნიშანს, რომელიც დაცულია სისხლის სამართლის კოდექსით. ამ ნიშნის გამოყენება რეგულირდება ეკოლოგიური მარკირების აქტისა (Eco Labelling Act) და ეკოლოგიური მარკირების კანონმდებლობით (Eco Labelling Regulation).
ჰუმანას ქილის პიურეები ბიოსა და არაგენმოდიფიცირებული პროდუქციის ნიშნით გამოდის. ეს იმის შედეგია, რომ გერმანული კომპანია HUMANA GmbH მუდმივად აკონტროლებს პროდუქციის ხარისხსა და ეკოლოგიურ პარამეტრებს. ეს ხდება არა მარტო HUMANA GmbH -ის საკუთარი ხარისხის კონტროლის ლაბორატორიის, არამედ მოწვეული საერთაშორისო ექსპერტების და შესაბამისი ორგანოების საშუალებით. ერთ-ერთი ასეთი დამოუკიდებელი ექსპერტია ABCERT ეკოლოგიური ზედამხედველობის ერთ-ერთი პირველი და ყველაზე საიმედო ორგანიზაცია გერმანიასა და მთელს მსოფლიოში. მის მიერ სერტიფიცირებული პროდუქცია აღიარებულია , როგორც ევროკავშირში ისე მის ფარგლებს გარეთ. მსგავსი ორგანიზაციების დასკვნები, დოკუმენტაციის სახით, კომპანიას--Humana Georgia ყოველ წელს, ყოველი ახალი ექსპერტიზის ჩატარებისთანავე ეგზავნება.
ზოგადად, ჰუმანას ყველა სახეობის ყოველ პარტიას, რომელიც შემოდის საქართველოში, ჯანმრთელობის, ვეტერინარული და წარმოშობის სერტიფიკატებიც ახლავს მუდმივად. ამ საბუთების ასლები შეგიძლიათ მოიკითხოთ აფთიაქებში , სადაც ჰუმანა იყიდება.