საქართველოს დროშა
მოვლენები
HUMANA -ს პროდუქტები ბიო და არაგენმოდიფიცირებულია

HUMANA -ს პროდუქტები ბიო და არაგენმოდიფიცირებულია

27-02-2014

„გენმოდიფიცერებული პროდუქტების  შავი სიის“  გამოქვეყნებამ,   მოსახლეობაში სამართლიანი ვნებათა ღელვა გამოიწვია.    იმის მიუხედაავად, რომ  ჩვენს მიერ,  უკვე წლების გნმავლობაში იმპორტირებული  HUMANA  -ს პროდუქცია არ აღმოჩენილა მსგავს სიებში,   კომპანიის დირექცია თავს ვალდებულად თვლის საჯარო გახადოს   დოკუმენტაცია,  რომელსაც  ჩვენი კომპნია ყოველ წელს იღებს მისი გერმანელი პარტნიორებისგან.  

ჰუმანა  ბიოსა  და არაგენმოდიფიცირებული პროდუქციის ნიშნით გამოდის.  ეს იმის შედეგია,  რომ გერმანული კომპანია   HUMANA  GmbH  მუდმივად აკონტროლებს პროდუქციის ხარისხსა და  ეკოლოგიურ პარამეტრებს.  ეს ხდება არა მარტო HUMANA  GmbH  -ის საკუთარი ხარისხის კონტროლის ლაბორატორიის, არამედ მოწვეული საერთაშორისო ექსპერტების და შესაბამისი ორგანოების საშუალებით.  ერთ-ერთი ასეთი დამოუკიდებელი ექსპერტია  ---  ABCERT (abcert.de) --  ეკოლოგიური ზედამხედველობის ერთ-ერთი პირველი და ყველაზე საიმედო ორგანიზაცია გერმანიასა და მთელს მსოფლიოში. მის მიერ სერტიფიცირებული პროდუქცია აღიარებულია , როგორც ევროკავშირში ისე მის ფარგლებს გარეთ.  მსგავსი ორგანიზაციების დასკვნები, დოკუმენტაციის  სახით, კომპანიას--Humana Georgia ყოველ წელს,  ყოველი ახალი ექსპერტიზის ჩატარებისთანავე ეგზავნება.

ზოგადად,  ჰუმანას  ყველა სახეობის  ყოველ პარტიას,  რომელიც შემოდის საქართველოში,  ჯანმრთელობის,   ვეტერინარული   და  წარმოშობის სერტიფიკატებიც ახლავს მუდმივად. ამ საბუთების ასლები შეგიძლიათ მოიკითხოთ აფთიაქებში , სადაც HUMANA იყიდება.  

კომპანიის ადმინისტრაცია