|
|
ამერიკის პედიატრთა აკადემიის (AAP) რეკომენდაციით 1 წლამდე ბავშვებისთვის ძროხის რძის დალევა სასურველი არ არის. ამიტომ, 1 წლამდე (და მის ზემოთაც) კალციუმის დღიური ნორმის შესავსებად, "ჰუმანა" გვთავაზობს რძემჟავა პროდუქტებს - იოგურტების სახით, რომლებიც რძის ფერმენტაციის პროდუქტს წარმოადგენენ.
ფერმენტაციის პროცესი რძემჟავა ბაქტერიების ზემოქმედებით ხდება, რის შედეგადაც ლაქტოზიდან რძემჟავა და მოკლეჯაჭვოვანი ცხიმოვანი მჟავები წარმოიქმნდება. შესაბამისად, ქვეითდება рН, რის გამოც ფერხდება მავნე მიკროორგანიზმის გამრავლება. „ჰუმანას“ იოგურტებში ცოცხალი ბაქტერიები არ არის, რადგანაც ისინი იღუპებიან 95°C-ზე სტერილიზაციის შედეგად.
იმ ბავშვებს, რომელთაც ლაქტოზის მიმართ მსუბუქი აუტანლობა აღენიშნებათ, იოგურტის მოხმარება შეიძლება საზიანო არ იყოს, რადგანაც ლაქტოზის დიდი წილი იოგურტში ფერმენტაციის შედეგად რძემჟავად გარდაიქმნება.