ჰიპოალერგიული - HA 1

ჰიპოალერგიული კვება ალერგიის განვითარების რისკის მქონე ბავშვებისთვის დაბადებიდან.

  • არ შეიცავს საღებავებს, კონსერვანტებს და ხელოვნურ არომატიზატორებს
  • არ შეიცავს გენმოდიფიცირებულ ნედლეულს
  • არ შეიცავს გლუტენს
  • ნეტო მასა:300გ

მომზადების წესი

ადუღებული წყალი გააგრილეთ 50°C- მდე, გამოსაყენებელი წყლის ნახევარი ჩაასხით ბოთლში და საზომი კოვზის საშუალებით (დანით გადასწორებული) ჩაყარეთ ფხვნილის შესაბამისი რაოდენობა, შეანჯღრიეთ, შემდეგ დაამატეთ დარჩენილი წყლის რაოდენობა, კვლავ შეანჯღრიეთ და მიიყვენეთ 37°C- მდე.

გამოყენების ინსტრუქცია

ყოველი კვების წინ მოამზადეთ საკვები და არ გამოიყენოთ ნარჩენი, არასწორმა მომზადებამ ან ხანგრძლივი დროით დაყოვნებამ შეიძლება გამოიწვიოს მავნე მიკროორგანიზმების გამრავლება,რაც თავისთავად საზიანოა პატარას ორგანიზმისთვის.

საკვების მომზადებამდე გაასტერილეთ ბოთლი და მისი ნაწილები, არ გამოიყენოთ მიკროტალღური ღუმელი. ბავშვს აჭამეთ 40 წთ-ის განმავლობაში!

შემადგენლობა

ინგრედიენტები: ლაქტოზა; მცენარეული ზეთები, „მორტირელა ალფინა“-ს ზეთი; რძის შრატის ცილის ჰიდროლიზატი; გალაქტო-ოლიგოსაქარიდის სიროფი (რძიდან);კალციუმის ორთოფოსფატი, ემულგატორები (საკვები ცხიმოვანი მჟავების მონო- და დი-გლიცერიდების ლიმონმჟავა ეთერები); კალციუმის კარბონატი, კალიუმის ქლორიდი, ქოლინ ჰიდროგენტარტრატი,კალიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ციტრატი; ცხოველური ცხიმი (თევზის); ვიტამინების კომპლექსი (ვიტამინი C, ვიტამინი E, ნიაცინი, პანთოთენის მჟავა, რიბოფლავინი, თიამინი, ვიტამინი A, ვიტამინი B6, ფოლის მჟავა, ვიტამინი K, ბიოტინი, ვიტამინი D3, ვიტამინი B12), ქოლინი; მაგნიუმის კარბონატი L-თიროზინი, ტაურინი,ინოსიტოლი, ნუკლეოტიდები (ციტიდინ-5-მონოფოსფატი, ურიდინ-5-მონოფოსფატი, ადენოზინ-5-მონოფოსფატი, ინოზინ-5-მონოფოსფატი, გუანოზინ-5-მონოფოსფატი); L-კარნიტინი, თუთიის სულფატი, რკინის სულფატი, სტაბილიზატორი: L(+) რძემჟავა, სპილენძ-ლიზინის კომპლექსი, მანგანუმის სულფატი, კალიუმის იოდატი, ნატრიუმის სელენატი.

  • პრებიოტიკით

    შეიცავს პრებიოტიკ გალაქტო-ოლიგოსაქარდებს, რომელიც დედის რძეში შემავალი პრებიოტიკების მსგავსია. ის ჩვილის ნაწლავური მიკროფლორის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.

  • ნუკლეოტიდებით

    ნუკლეოტიდები დედის რძის მნიშვნელობანი კომპონენტია, რომელიც მონაწილეობს იმუნიტეტის გაძლიერებასა და ნაწლავის ლორწოვანი გარსის ნორმალურ ფუნქციონირებაში.

  • ამინომჟავებით

    ამინომჟავები ცილის სტრუქტურაში შემავალი ნაწილებია, რომელსაც სასიცოცხლო ფუქცია გააჩნია. აუცილებელია ზრდა-განვითარებისთვის.

  • ცხიმოვანი მჟავებით

     ომეგა 3 და ომეგა 6 ცხიმოვანი მჟავები, რომლებიც შედიან დედის რძის შემადგენლობაში. ისინი აუცილებელია ჩვილის სიცოცხლის პირველ თვეებში, მისი არასაკმარისი რაოდენობის გამო.