პლატინი 1

პლატინი 1 ნომერი არის რძის შემცვლელი, საწყისი კვება დაბადებიდან.

  • არ შეიცავს საღებავებს, კონსერვანტებს და ხელოვნურ არომატიზატორებს.
  • არ შეიცავს გენმოდიფიცირებულ ნედლეულს
  • არ შეიცავს გლუტენს
  • ნეტო მასა:  350გ

მომზადების წესი

ადუღებული წყალი გააგრილეთ 50°C- მდე, გამოსაყენებელი წყლის ნახევარი ჩაასხით ბოთლში და საზომი კოვზის საშუალებით (დანით გადასწორებული) ჩაყარეთ ფხვნილის შესაბამისი რაოდენობა, შეანჯღრიეთ, შემდეგ დაამატეთ დარჩენილი წყლის რაოდენობა, კვლავ შეანჯღრიეთ და მიიყვენეთ 37°C- მდე.

გამოყენების ინსტრუქცია

ყოველი კვების წინ მოამზადეთ საკვები და არ გამოიყენოთ ნარჩენი, არასწორმა მომზადებამ ან ხანგრძლივი დროით დაყოვნებამ შეიძლება გამოიწვიოს მავნე მიკროორგანიზმების გამრავლება,რაც თავისთავად საზიანოა პატარას ორგანიზმისთვის.

საკვების მომზადებამდე გაასტერილეთ ბოთლი და მისი ნაწილები, არ გამოიყენოთ მიკროტალღური ღუმელი.

მზა საკვები გამოიყენეთ 40 წუთის განმავლობაში!

შემადგენლობა

ინგრედიენტები: ცხიმ მოხდილი რძე; დემინერალიზებული შრატის ფხვნილი; (მცენარეული ზეთები, „მორტირელა ალფინა“-ს ზეთი; ლაქტოზა; გალაქტო-ოლიგოსაქარიდის სიროფი (რძიდან); კალციუმის კარბონატი; ნატრიუმის ციტრატი; კალიუმის ქლორიდი; ცხოველური ცხიმი (თევზის); ორთოფოსფორული მჟავის კალციუმის მარილები; L-თიროზინი; კალიუმის ციტრატი; L-ფენილალანინი; ტაურინი; L-ტრიპტოფანი; მაგნიუმის კარბონატი; ვიტამინების ნაკრები (ვიტამინი C, ნიაცინი,პანტოთენის მჟავა, ვიტამინი E, ვიტამინი B6, თიამინი, ვიტამინი A, ფოლის მჟავა, რიბოფლავინი, ვიტამინი K, ბიოტინი, ვიტამინი D3, ვიტამინი B12); ნუკლეოტიდები (ციტიდინ-5-მონოფოსფატი, ურიდინ-5-მონოფოსფატი, ადენოზინ-5-მონოფოსფატი, ინოზინ-5-მონოფოსფატი, გუანოზინ-5-მონოფოსფატი); რკინის სულფატი; სტაბილიზატორი: L(+) რძემჟავა; თუთიის სულფატი, ქოლინის ჰიდროგენტარტრატი, სპილენძ-ლიზინის კომპლექსი, კალიუმის იოდატი, მანგანუმის სულფატი, ნატრიუმის სელენატი.

  • პრებიოტიკით

    GOS -შეიცავს პრებიოტიკს, გალაქტო-ოლიგოსაქარიდებს, რომელიც დედის რძეში შემავალი საკვები ბოჭკოს მსგავსია. ის ჩვილის ნაწლავური მიკროფლორის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.

  • ცხიმოვანი მჟავებით

     LCPUFA - ომეგა 3 და ომეგა 6 ცხიმოვანი მჟავები, შედის დედის რძის შემადგენლობაში,აუცილებელია ჩვილის სიცოცხლის პირველ თვეებში, მისი არასაკმარისი რაოდენობის გამო.

  • ნუკლეოტიდებით

    ნუკლეოტიდები დედის რძის მნიშვნელობანი კომპონენტია, რომელიც მონაწილეობს იმუნიტეტის გაძლიერებასა და ნაწლავის ლორწოვანი გარსის ნორმალურ ფუნქციონირებაში.

  • განვითარებისთვის აუცილებელი

    ყველა ის ინგრედიენტი, რომელიც ბავშვის განვითარებისთვის დაბადებიდან აუცილებელია.