ჰუმანა 3

პლატინი 3 ნომერი არის რძის შემცვლელი, შემდგომი კვება 10 თვიდან.

  • არ შეიცავს საღებავებს, კონსერვანტებს და ხელოვნურ არომატიზატორებს.
  • არ შეიცავს გენმოდიფიცირებულ ნედლეულს
  • არ შეიცავს გლუტენს
  • ნეტო მასა:  350გ

მომზადების წესი

ადუღებული წყალი გააგრილეთ 50°C- მდე, გამოსაყენებელი წყლის ნახევარი ჩაასხით ბოთლში და საზომი კოვზის საშუალებით (დანით გადასწორებული) ჩაყარეთ ფხვნილის შესაბამისი რაოდენობა, შეანჯღრიეთ, შემდეგ დაამატეთ დარჩენილი წყლის რაოდენობა, კვლავ შეანჯღრიეთ და მიიყვენეთ 37°C- მდე. 

გამოყენების ინსტრუქცია

ყოველი კვების წინ მოამზადეთ საკვები და არ გამოიყენოთ ნარჩენი, არასწორმა მომზადებამ ან ხანგრძლივი დროით დაყოვნებამ შეიძლება გამოიწვიოს მავნე მიკროორგანიზმების გამრავლება,რაც თავისთავად საზიანოა პატარას ორგანიზმისთვის.

საკვების მომზადებამდე გაასტერილეთ ბოთლი და მისი ნაწილები, არ გამოიყენოთ მიკროტალღური ღუმელი.

მზა საკვები გამოიყენეთ 40 წუთის განმავლობაში!

შემადგენლობა

ინგრედიენტები: ცხიმმოხდილი რძე; ლაქტოზა; მალტოდექსტრინი; მცენარეული ზეთები; გალაქტო-ოლიგოსაქარიდის სიროფი (რძიდან); კალციუმის კარბონატი; ორთოფოსფორული მჟავის კალციუმის მარილები; კალიუმის ციტრატი; ვიტამინების ნაკრები (ვიტამინი C, ნიაცინი,პანტოთენის მჟავა, ვიტამინი E, ვიტამინი B6, თიამინი, ვიტამინი A, ფოლის მჟავა, რიბოფლავინი, ვიტამინი K, ბიოტინი, ვიტამინი D3, ვიტამინი B12); ნატრიუმის ციტრატი; მაგნიუმის კარბონატი; კალიუმის ქლორიდი; L-ტრიპტოფანი; რკინის დიფოსფატი; ვანილის ნატურალური არომატი; თუთიის ოქსიდი; სპილენძის სულფატი, მანგანუმის სულფატი, კალიუმის იოდატი,  ნატრიუმის სელენატი.

  • პრებიოტიკით

    GOS -შეიცავს პრებიოტიკს, გალაქტო-ოლიგოსაქარიდებს, რომელიც დედის რძეში შემავალი საკვები ბოჭკოს მსგავსია. ის ჩვილის ნაწლავური მიკროფლორის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.

  • კალციუმით

         კალციუმი მნიშვნელოვანია კბილებისა და ძვლების განვითარებისთვის. 

  • D ვიტამინით

    ვიტამინი D ხელს უწყობს კალციუმის შეწოვას და ძლიერი ძვლების ფორმირებას.

     

  • განვითარებისთვის აუცილებელი

    ყველა ის ინგრედიენტი, რომელიც ბავშვის განვითარებისთვის 10 თვიდან აუცილებელია.