საქართველოს დროშა

ჰუმანა 2

ჰუმანა 2 შემდგომი კვება (რძე 6 თვიდან)

პროდუქტის უპირატესობები:

  • GOS -შეიცავს პრებიოტიკს, გალაქტო-ოლიგოსაქარიდებს (დედის რძის შემადგენელი საკვები ბოჭკოა, რომელიც ჩვილის ნაწლავური მიკროფლორის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს).
  • SCFA -ALA, LA, ომეგა 3, ომეგა 6 (ცხიმოვანი მჟავა, შედის დედის რძის შემადგენლობაში,აუცილებელია ჩვილის სიცოცხლის პირველ თვეებში, მისი არასაკმარისი რაოდენობის გამო)
  • ვიტამინი D ( ხელს უწყობს კალციუმის შეწოვას და ძლიერი ძვლების ფორმირებას )
  • არ შეიცავს საღებავებს, კონსერვანტებს და ხელოვნურ არომატიზატორებს.
  • არ შეიცავს გენმოდიფიცირებულ ნედლეულს
  • არ შეიცავს გლუტენს

ინგრედიენტები: ცხიმმოხდილი რძე; დემინერალიზებული შრატის ფხვნილი; მცენარეული ზეთები (პალმის, რაფსის, მზესუმზირის); მალტოდექსტრინი; გალაქტო-ოლიგოსაქარიდის სიროფი (რძიდან) ლაქტოზა; გლუკოზის სიროფი; კალციუმის კარბონატი; ემულგატორი: სოიოს ლეციტინი; კალციუმის ორთოფოსფატი; კალიუმის ქლორიდი; ნატრიუმის ციტრატი;  ვიტამინების ნაკრები (ვიტამინი C, ნიაცინი, პანტოთენის მჟავა, ვიტამინი E, ვიტამინი B6, თიამინი, ვიტამინი A, ფოლის მჟავა, რიბოფლავინი, ვიტამინი K, ბიოტინი, ვიტამინი D3, ვიტამინი B12); კალიუმის ციტრატი; L-თიროზინი; მაგნიუმის კარბონატი; ტაურინი; რკინის ლაქტატი;  L-ტრიპტოფანი; თუთიის ოქსიდი;  სპილენძის სულფატი, თუთიის სულფატი; კალიუმის იოდატი; მანგანუმის სულფატი; ნატრიუმის სელენატი.

ნეტო მასა:  300გ

მომზადების წესი: ადუღებული წყალი გააგრილეთ 50°C- მდე, გამოსაყენებელი წყლის ნახევარი ჩაასხით ბოთლში და საზომი კოვზის საშუალებით (დანით გადასწორებული) ჩაყარეთ ფხვნილის შესაბამისი რაოდენობა, შეანჯღრიეთ, შემდეგ დაამატეთ დარჩენილი წყლის რაოდენობა, კვლავ შეანჯღრიეთ და მიიყვენეთ 37°C- მდე.

აუცილებლად მიჰყევით მომზადების ინსტრუქციას!

ყოველი კვების წინ მოამზადეთ საკვები და არ გამოიყენოთ ნარჩენი, არასწორმა მომზადებამ ან ხანგრძლივი დროით დაყოვნებამ შეიძლება გამოიწვიოს მავნე მიკროორგანიზმების გამრავლება,რაც თავისთავად საზიანოა პატარას ორგანიზმისთვის.

საკვების მომზადებამდე გაასტერილეთ ბოთლი და მისი ნაწილები, არ გამოიყენოთ მიკროტალღური ღუმელი.

მზა საკვები გამოიყენეთ 40 წუთის განმავლობაში!

 

ყველა ბავშვი ინდივიდუალურია, ამიტომ ცალკეული შემთხვევები შეიძლება განსხვავდებოდეს ცხრილში მოცემულისგან. არსებული მონაცემები საორიენტაციოა.

6 თვის შემდეგ ბავშვი ერთ კვებაზე ღებულობს დაახლოებით 200მლ რძეს, დღეში დაახლ. 2-3 ჯერ

 

 

წყალი(მლ)

 

საზომი კოვზი

 

მზა საკვები (მლ)

 

 

150

 

5

 

170

 

180

 

6

 

200

 

210

 

7

 

230

 

შენახვის პირობები: გახსნილ მდგომარეობაში ინახება 3 კვირის განმავლობაში. კოლოფი შეინახეთ  გრილ და მშრალ ადგილას. ვარგისიანობა და პროდუქტის პარტიის ნომერი იხ.კოლოფზე.