საქართველოს დროშა
პროდუქცია
სამკურნალო რძე
ჰუმანა სოიოს რძე

ჰუმანა სოიოს რძე

 ჰუმანა  SL  სოიოს სპეციალური ურძეო კვება (დაბადებიდან)

პროდუქტის უპირატესობები:

  • არ შეიცავს ძროხის რძეს (შესაბამისად არც: რძის ცილას ,ლაქტოზას, გალაქტოზას,ფრუქტოზას)
  • დამზადებულია მაღალი ბიოლოგიური ღირებულების სოიოს ცილისგან
  • SCFA - ALA, LA, ომეგა 3, ომეგა 6 (ცხიმოვანი მჟავები, შედის დედის რძის შემადგენლობაში,აუცილებელია ჩვილის სიცოცხლის პირველ თვეებში, მისი არასაკმარისი რაოდენობის გამო)
  • არ შეიცავს საღებავებს, კონსერვანტებს და ხელოვნურ არომატიზატორებს.
  • არ შეიცავს გენმოდიფიცირებულ ნედლეულს
  • არ შეიცავს გლუტენს

მიზნობრივი მომზმარებელი: მოხმარება შეუძლიათ ჩვილებს დაბადებიდან, რომლებსაც ახასიათებთ ძროხის რძის ცილის ალერგია; გლუტენის, ლაქტოზის, ფრუქტორის,საქაროზის აუტანლობის დროს. ასევე, გამოიყენება გალაქტოზემიის და გლიკოგენოზის 1 ტიპის მკურნალობისას.

ინგრედიენტები: გლუკოზის სიროფი; მცენარეული ზეთები (პალმის,რაფსის,მზესუმზირის); სოიოს ცილის იზოლატი; კალციუმის ორთოფოსფატი; ემულგატორი: სოიოს ლეციტინი; კალციუმის კარბონატი; კალიუმის ქლორიდი; კალიუმის ციტრატი; ნატრიუმის ციტრატი; მაგნიუმის კარბონატი; ვიტამინების ნაკრები (ვიტამინი C, ნიაცინი,პანტოთენის მჟავა, ვიტამინი E, ვიტამინი B6, თიამინი, ვიტამინი A, ფოლის მჟავა, რიბოფლავინი, ვიტამინი K, ბიოტინი, ვიტამინი D3, ვიტამინი B12) L-ცისტინი; ქოლინის ჰიდროგენტარტრატი; ნატრიუმის ქლორიდი; ტაურინი; L-ტრიპტოფანი, ინოსიტოლი; რკინის ლაქტატი; L-კარნიტინი; თუთიის ოქსიდი; სპილენძის სულფატი; კალიუმის იოდატი; მანგანუმის სულფატი; ნატრიუმის მოლიბდატი.

 

ნეტო მასა:  500გ (2x250გ)

მომზადების წესი: ადუღებული წყალი გააგრილეთ 70°C- მდე, გამოსაყენებელი წყლის ნახევარი ჩაასხით ბოთლში და საზომი კოვზის საშუალებით (დანით გადასწორებული) ჩაყარეთ ფხვნილის შესაბამისი რაოდენობა, შეანჯღრიეთ, შემდეგ დაამატეთ დარჩენილი წყლის რაოდენობა, კვლავ შეანჯღრიეთ. 5-7 წუთის შემდეგ ისევ შეანჯღრიეთ და მიიყვენეთ 37°C- მდე წყლის აბაზანაში.

აუცილებლად მიჰყევით მომზადების ინსტრუქციას!

ყოველი კვების წინ მოამზადეთ საკვები და არ გამოიყენოთ ნარჩენი, არასწორმა მომზადებამ ან ხანგრძლივი დროით დაყოვნებამ შეიძლება გამოიწვიოს მავნე მიკროორგანიზმების გამრავლება,რაც თავისთავად საზიანოა პატარას ორგანიზმისთვის.

საკვების მომზადებამდე გაასტერილეთ ბოთლი და მისი ნაწილები, არ გამოიყენოთ მიკროტალღური ღუმელი. ბავშვს აჭამეთ 40 წთ-ის განმავლობაში!

 

ბავშვის ასაკი

წყალი (მლ)

საზომი კოვზი

მზა საკვები

(მლ)

კვების რაოდენობა დღეში

1-ლი კვირა

ექიმის დანიშნულებით

მე-2-8 კვირა

90

3

100

7-8

მე-3 თვიდან

120

4

130

6-7

მე-4 თვიდან

150

5

170

5

4 თვის შემდეგ

180

6

200

4

*ყველა ბავშვი ინდივიდუალურია, ამიტომ ცალკეული შემთხვევები შეიძლება განსხვავდებოდეს ცხრილში მოცემულისგან. არსებული მონაცემები საორიენტაციოა.

შენახვის პირობები: გახსნილ მდგომარეობაში ინახება 3 კვირის განმავლობაში. კოლოფი შეინახეთ გრილ და მშრალ ადგილას. ვარგისიანობა და პროდუქტის პარტიის ნომერი იხ.კოლოფზე.