კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ჩვენ ვაფასებთ ამ ვებგვერდზე (შემდგომში - ვებგვერდი) თქვენს ვიზიტს და იმ ინტერესს, რომელსაც ჩვენი სერვისებისა და პროდუქტების მიმართ იჩენთ. 
თქვენი კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა ჩვენთვის მნიშვნელოვანია და ჩვენი ვებგვერდის სტუმრობის განმავლობაში, გვსურს თავს კომფორტულად გრძნობდეთ. ჩვენ ვუფრთხილდებით და ვიცავთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს, რომელიც შეგროვდა, მუშავდება და გამოიყენება ვებგვერდზე თქვენი სტუმრობის განმავლობაში და შემდგომში.
ვებ-გვერდით სარგებლობისას პერსონალური მონაცემების დამუშავების პირობები განსაზღვრულია წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკით.

ვებგვერდზე შემოსვლით თქვენ ეთანხმებით წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკას
(შემდგომში - პოლიტიკა).

თუ თქვენ არ ეთანხმებით წინამდებარე პოლიტიკას, არ განაგრძოთ ვებგვერდის მომდევნო გვერდებით სარგებლობა.

კონფიდენციალობის პოლიტიკა უზრუნველყოფს, რომ გაიგოთ თუ როგორ ვაგროვებთ, ვამუშავებთ და ვიღებთ ზომებს, იმისთვის რომ დავიცვათ თქვენი პერსონალური მონაცემები, რომლითაც შესაძლებელია თქვენი იდენტიფიცირება. ჩვენი ვებ-გვერდის ნებისმიერი და ყოველი ხელმისაწვდომობისას და გამოყენებისას ივარაუდება, რომ ეს კონფიდენციალობის პოლიტიკა წაკითხული, გაგებული და მიღებულია თქვენ მიერ.

ვებ-გვერდს humana.ge მართავს შპს ,,ფაინ თრი ინთერნეიშენალ’’- შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება რეგისტრირებული და მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. იურიდიული მისამართი: საქართველო, ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ.

პერსონალური მონაცემების გამოყენება და მისი მიზნები

  პერსონალურ მონაცემებზე და სხვა უფლებებზე ხელმისაწვდომობის უფლება

ჩვენ დავამუშავებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს მხოლოდ თქვენი თანხმობის შემდეგ წინასწარ განსაზღრული მიზნით, გარდა იმ შემთხვევებისა, რომელსაც ითვალისწინებს გამოსაყენებელი კანონმდებლობა. თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს, მიიღოთ დასტური ჩვენგან მონაცემი, რომელიც დაკავშირებულია თქვენთან მუშავდება თუ არა, რეგისტრირებულია თუ არა და დამუშავების რა პროცესშია, კომუნიკაციის გასაგების ფორმით.

მარეგულირებელი კანონები

წინამდებარე პერსონალური მონაცემების კონფიდენციალობის პოლიტიკა რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით, კერძოდ, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით, რომელიც არეგულირებს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პროცესს. პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით გარანტირებულია, რომ პერსონალურ მონაცემთა დამუშავება მოხდება ინდივიდის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების შესაბამისად, ისევე როგორც მათი ღირსების დაცვით, კონფიდენციალობასთან განსაკუთრებული მითითებით, იდენტურობის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის უფლებით.

კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესწორებები და ცვლილებები

წინამდებარე პოლიტიკა, შესაძლოა, დროდადრო განახლდეს მთლიანად ან ნაწილობრივ, მათ შორის, როდესაც ცვლილებები შედის სამართლებრივი დებულებებით ან რეგულაციებით, რომლებიც არეგულირებს მონაცემთა და თქვენი უფლებების დაცვას. აქედან გამომდინარე, გთხოვთ, რომ მას გაეცნოთ რეგულარულად.