ჩვენ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ვზრუნავთ ბავშვებსა და ოჯახებზე.

თქვენი ოჯახი იზრდება და ზრდასთან ერთად, რა თქმა უნდა, უამრავი კითხვა გიტრიალებს თავში. ჩვენ თქვენს გვერდით ვართ ორსულობიდან, ძუძუთი კვების დაწყებამდე, როგორც თქვენი პატარა ოჯახი.

ჩვენი მთავარი პრიორიტეტი არიან ბავშვები

ჰუმანა ხარისხსა და უსაფრთხოებას პირველ ადგილზე აყენებს. პირველ რიგში ეს ეხება რძეს , რომელიც ჩვენი კოოპერატივის წევრი ფერმერებისგან მოდის- როგორიცაა მაგალითად,მენკეების ოჯახი. ისინი ჩვენი უმაღლეს დონეზე განვითარებული ქარხნის გვერდზე გერმანიის ჩრდილოეთით, შტრუქჰაუზენში ცხოვრობენ. აქ, ბუნების შუაგულში, ფართო საძოვრებით, ძროხებითა და ფერმებით, ჩვენ ვართ სწორედ იქ, სადაც რძეა დ ჩვენი უმთავრესი ინგრედიენტი სიახლოვეში გვაქვს.

ყველა ჩვენი ფერმერი „Humana Quality Master“ (ჰუმანას ხარისხის სპეციალისტი) პროგრამის ნაწილია (HQM). მათ ამ პროგრამის ფარგლებში აიღეს ვალდებულება დააკმაყოფილონ 35 კრიტერიუმზე მეტი , რომლებიც ცდება კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, მათ შორისაა ცხოველთა დაცვა, საძოვრების მოვლა, და არაგენმოდიფიცირებული საკვების გამოყენება. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ის , რომ ისინი ყოველდღიური დაუღალავი ზრუნვით პერსონალურად უწყობენ ხელს, რომ მიაღწიონ უმაღლეს ხარისხს, რაც ჩვენ ჩვილ ბავშვთა კვებისთვის გვჭირდება

მკაცრი, უსაფრთხო, ჰიგიენური - უმაღლესი სტანდარტები თქვენი ბავშვებისათვის

ახლადმოწველილი რძე დაუყოვნებლივ ისხმება სპეციალური სატვირთო მანქანის კონტეინერში და ხდება მისი მიწოდება პირდაპირ ქარხანაში. ჩვენ რძეს ვამუშავებთ 48 საათზე ნაკლებ დროში. ერთსაფეხურიანი სითბური ზემოქმედების წყალობით მნიშვნელოვანი კომპონენტები და ნუტრიენტები დამზოგავად გადამუშავდება

ჩვენს ქარხანას შტრუქჰაუზენში აქვს ლაბორატორია, რომელშიც სხვა ყველაფერთან ერთან საკუთარი პროდუქციის ანალიზებსაც ვატარებთ. უთვალავი უსაფრთხოების და ჰიგიენის ღონისძიებები 600-მდე კვლევით უზრუნველყოფს იმას, რომ ჩვენი პროდუქტები უსაფრთხო და უმაღლესი ხარისხისაა. ჩვენი ხარისხის კონტროლი იმდენად სერიოზულია, რომ შეგვიძლია ვნახოთ რა გზას გადის თითოეული შეფუთვა წარმოების პროცესში.

ჩვენი უმაღლესი ხარისხის სტანდარტები დასტურდება სერთიფიკატებით.

  • ჩვენს ქარხანას შტრუქჰაუზენში და ჩვენს შვილობილ კომპანია, ინფარმას, სადაც წარმოდგენილია ჩვენი საკვები დანამატები, მინიჭებული აქვს IFS საკვების სერთიფიკატი (Intenrational Food Standarts) ყველა ჩვენი მესამე მხარის კომპანიები არიან IFS ბროკერის მიხედვით სერტიფიცირებული.

  • ყველა ჩვენმა რძის ფერმერმა აიღო ვალდებულება, კვებონ ძროხები არაგენმოდიფიცირებული საკვებით . ჩვენ არ ვიყენებთ არც გენეტიკურად მოდიფიცირებულ სიმინდს და არც სოიას. ამას ყოველ წელს ამოწმებს ABCert - დამოუკიდებელი სასერთიფიკაციო კომპანია.

  • მდგრადობისადმი ჩვენი ერთგულების ნიშნად, ჩვენ სერტიფიცირებულნი ვართ გარემოსდაცვითი მენეჯმენტის სტანდარტის DIN ISO 14001 შესაბამისად და ვახორციელებთ მიზნობრივ ზომებს ენერგიისა და წყლის მოხმარების მუდმივად შემცირების მიზნით.