ანტირეფლუქსი - AR

ჰუმანას ანტირეფლუქსი არის განსაკუთრებული სამედიცინო საჭიროების მქონე ბავშვების საკვები, რომლებსაც აწუხებთ გასტროეზოფაგური რეფლუქსი. რძის ფორმულა განკუთვნილია 6 თვემდე ექსკლუზიური კვებისთვის და 6 თვიდან დამატებით საკვებად.

  • არ შეიცავს საღებავებს, კონსერვანტებს და ხელოვნურ არომატიზატორებს.
  • არ შეიცავს გენმოდიფიცირებულ ნედლეულს
  • არ შეიცავს გლუტენს
  • ნეტო მასა:  400გ

მომზადების წესი

ადუღებული წყალი გააგრილეთ 50°C- მდე, გამოსაყენებელი წყლის ნახევარი ჩაასხით ბოთლში და საზომი კოვზის საშუალებით (დანით გადასწორებული) ჩაყარეთ ფხვნილის შესაბამისი რაოდენობა, შეანჯღრიეთ, შემდეგ დაამატეთ დარჩენილი წყლის რაოდენობა, კვლავ შეანჯღრიეთ და მიიყვენეთ 37°C- მდე.

გამოყენების ინსტრუქცია

ყოველი კვების წინ მოამზადეთ საკვები და არ გამოიყენოთ ნარჩენი, არასწორმა მომზადებამ ან ხანგრძლივი დროით დაყოვნებამ შეიძლება გამოიწვიოს მავნე მიკროორგანიზმების გამრავლება,რაც თავისთავად საზიანოა პატარას ორგანიზმისთვის.

საკვების მომზადებამდე გაასტერილეთ ბოთლი და მისი ნაწილები, არ გამოიყენოთ მიკროტალღური ღუმელი. ბავშვს აჭამეთ 40 წთ-ის განმავლობაში!

შემადგენლობა

ინგრედიენტები: ლაქტოზა; მცენარეული ზეთები; მალტოდექსტრინი; რძის შრატის ცილის ჰიდროლიზატი; გალაქტო-ოლიგოსაქარიდის სიროფი (რძიდან); ემულგატორები (საკვები ცხიმოვანი მჟავების მონო- და დი-გლიცერიდების ლიმონმჟავა ეთერები); კალციუმის ორთოფოსფატი, კალციუმის კარბონატი; კალიუმის ქლორიდი, კალიუმის ციტრატი, მაგნიუმის კარბონატი, ვიტამინების კომპლექსი (ვიტამინი C, ვიტამინი E, ნიაცინი, პანთოთენის მჟავა, რიბოფლავინი, თიამინი, ვიტამინი A, ვიტამინი B6, ფოლის მჟავა, ვიტამინი K, ბიოტინი, ვიტამინი D3, ვიტამინი B12); ქოლინ ჰიდროგენ-ტარტრატი; ნატრიუმის ქლორიდი; ნატრიუმის ციტრატი; ტაურინი; რკინის ლაქტატი; თუთიის სულფატი; თუთიის ოქსიდი; L-კარნიტინი; სპილენძის სულფატი; მანგანუმის სულფატი, კალიუმის იოდატი; ნატრიუმის სელენატი.

  • პრებიოტიკით

    შეიცავს პრებიოტიკ გალაქტო-ოლიგოსაქარდებს, რომელიც დედის რძეში შემავალი პრებიოტიკების მსგავსია. ის ჩვილის ნაწლავური მიკროფლორის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.

  • განსაკუთრებული შემადგენლობა

    რძე კუჭში მოხვედრისას ხდება ბლანტი და სქელი, რაც ამცირებს რეფლუსის დროს ამოქაფების სიხშირეს და დადებითად მოქმედებს ბავშვის მომნელებელ სისტემაზე. 

  • კაზეინის მაღალი შემცველობა

    კვლევებით დადასტურებულია, რომ კაზეინი დადებითად მოქმედებს კუჭში არსებული რძის გასქელებაში.

  • ცხიმოვანი მჟავები

    ომეგა 3 და ომეგა 6 ცხიმოვანი მჟავები, რომლებიც შედიან დედის რძის შემადგენლობაში. ისინი აუცილებელია ჩვილის სიცოცხლის პირველ თვეებში, მისი არასაკმარისი რაოდენობის გამო.