მაი ფექი 2

"მაი ფექი" არის დედის რძის შემცვლელი პროდუქტი. ბავშვებისთვის მისი შეთავაზება შეგიძლიათ 6 თვიდან.

  • არ შეიცავს საღებავებს, კონსერვანტებს და ხელოვნურ არომატიზატორებს.
  • არ შეიცავს გენმოდიფიცირებულ ნედლეულს
  • არ შეიცავს გლუტენს
  • ნეტო მასა:  800გ

მომზადების წესი

ადუღებული წყალი გააგრილეთ 50°C- მდე, გამოსაყენებელი წყლის ნახევარი ჩაასხით ბოთლში და საზომი კოვზის საშუალებით (დანით გადასწორებული) ჩაყარეთ ფხვნილის შესაბამისი რაოდენობა, შეანჯღრიეთ, შემდეგ დაამატეთ დარჩენილი წყლის რაოდენობა, კვლავ შეანჯღრიეთ და მიიყვენეთ 37°C- მდე. 

გამოყენების ინსტრუქცია

ყოველი კვების წინ მოამზადეთ საკვები და არ გამოიყენოთ ნარჩენი, არასწორმა მომზადებამ ან ხანგრძლივი დროით დაყოვნებამ შეიძლება გამოიწვიოს მავნე მიკროორგანიზმების გამრავლება,რაც თავისთავად საზიანოა პატარას ორგანიზმისთვის.

საკვების მომზადებამდე გაასტერილეთ ბოთლი და მისი ნაწილები, არ გამოიყენოთ მიკროტალღური ღუმელი.

მზა საკვები გამოიყენეთ 40 წუთის განმავლობაში!

შემადგენლობა

ინგრედიენტები: დემინერალიზირებული შრატის ფხვნილი, მცენარეული ზეთები, ლაქტოზა, ცხიმმოხდილი რძის ფხვნილი, გალაქტო-ოლიგოსაქარიდები (რძიდან), პალმის ნაყოფის ბირთვის ზეთი, ზეთი მიკროკულტურიდან (Schizochytrium sp.), რკინის ბისგლიცინატი, კალიუმის ქლორიდი, კალციუმის კარბონატი, ქოლინის ბიტარტრატი, ორთოფოსფორული მჟავის კალციუმის მარილები, ნატრიუმის ციტრატი, ინოზიტოლი, ნატრიუმის სელენატი, L-ტრიფტოფანი, მაგნიუმის კარბონატი, L-თიროზინი, მანგანუმის სულფატი, ვიტამინი C, კალიუმის ციტრატი, L-ფენილალანინი, ნუკლეოტიდები, ტაურინი, კალიუმის იოდატი, ვიტამინი E, თუთიის სულფატი, ვიტამინი D, ვიტამინი A, პანტოთენის მჟავა, ნიაცინი, სპილენძის სულფატი, ბიოტინი, თიამინი, ვიტამინი B6, ვიტამინი K, ფოლის მჟავა, რიბოფლავინი, ვიტამინი B12.

  • პრებიოტიკით

    GOS -შეიცავს პრებიოტიკს, გალაქტო-ოლიგოსაქარიდებს, რომელიც დედის რძეში შემავალი საკვები ბოჭკოს მსგავსია. ის ჩვილის ნაწლავური მიკროფლორის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.

  • ცხიმოვანი მჟავებით

     LCPUFA - ომეგა 6 და გაორმაგებული რაოდენობის ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავები, შედის დედის რძის შემადგენლობაში,აუცილებელია ჩვილის სიცოცხლის პირველ თვეებში, მისი არასაკმარისი რაოდენობის გამო.

  • ნუკლეოტიდებით

    ნუკლეოტიდები დედის რძის მნიშვნელობანი კომპონენტია, რომელიც მონაწილეობს იმუნიტეტის გაძლიერებასა და ნაწლავის ლორწოვანი გარსის ნორმალურ ფუნქციონირებაში.

  • უსაფრთხო, ჰიგიენური, მარტივი!

    მაი ფექის კოვზის დამჭერი გვაძლევს სწორი დოზირების საშუალებას. ხოლო, დამცავი ბარიერი უზრუნველყოფს საკვების ტენიანობის რეგულისრებას.