ინგრედიენტები: ცხიმმოხდილი რძე; მცენარეული ზეთები; ლაქტოზა; მალტოდექსტრინი; დემინერალიზებული შრატის ფხვნილი; გალაქტო-ოლიგოსაქარიდის სიროფი (რძიდან); კალციუმის კარბონატი; ცხოველური ცხიმი (თევზის); ნატრიუმის ქლორიდი; კალიუმის ქლორიდი; ვიტამინების ნაკრები (ვიტამინი C, ნიაცინი, პანტოთენის მჟავა, ვიტამინი E, ვიტამინი B6, თიამინი, ვიტამინი A, ფოლის მჟავა, რიბოფლავინი, ვიტამინი K, ბიოტინი, ვიტამინი D3, ვიტამინი B12); ნატრიუმის ციტრატი; ვანილის ნატურალური არომატი; რკინის ლაქტატი; მაგნიუმის კარბონატი; L-ტრიპტოფანი; ნუკლეოტიდები (ციტიდინ-5-მონოფოსფატი, ურიდინ-5-მონოფოსფატი, ადენოზინ-5-მონოფოსფატი, ინოზინ-5-მონოფოსფატი, გუანოზინ-5-მონოფოსფატი); თუთიის სულფატი, სპილენძის სულფატი, ორთოფოსფორული მჟავის კალციუმის მარილები, მანგანუმის სულფატი, კალიუმის იოდატი, ნატრიუმის სელენატი.
ძუძუთი კვებას ბევრი სარგებელი მოაქვს თქვენთვის და თქვენი ბავშვისთვის:
-
ის ოპტიმალურად არის მორგებული თქვენი ბავშვის კვების საჭიროებებზე.
-
ის იცავს ინფექციისგან.
-
აძლიერებს კავშირს თქვენსა და თქვენს პატარას შორის.
-
არის ყველაზე იაფი და ხელმისაწვდომი საკვები.
როგორც მეძუძურ დედას, გახსოვდეთ, რომ აუცილებელია დაიცვათ ჯანსაღი და დაბალანსებული დიეტა , რაც უზრუნველყოფს თქვენი ბავშვისთვის საჭირო ენერგიისა და საკვები ნივთიერებების მიღებას.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) რეკომენდაციას აძლევს ძუძუთი კვებას, როგორც კვების ერთადერთ წყაროს პირველი 6 თვის განმავლობაში და შერეული სახით - ხანგრძლივად, ორ წლამდე ან მეტი ხნით. ზოგჯერ, სხვადასხვა მიზეზის გამო, ძუძუთი კვება უბრალოდ შეუძლებელია. ამ შემთხვევაში, რეკომენდებულია ხელოვნური საკვების გამოყენება.
ხელოვნური საკვების მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს პედიატრთან , გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ძუძუთი კვების ჩამოშორობამ /გაიშვიათებამ ან დამატებითი საკვების გამოყენებამ, შეიძლება შეამციროს დედის რძე. და ამ პროცესის შეჩერება ძნელია. თუ ჩვილის ფორმულის გამოყენებას გადაწყვეტთ, ყოველთვის ყურადღებით წაიკითხეთ და მიჰყევით შეფუთვაზე მითითებულ რეკომენდაციებს.