კონფიდენციალურობის პოლიტიკა

1. პირობების შინაარსი და მათი გამოყენება

1.1. სანამ HUMANA CLUB -ის მობილური აპლიკაციითა და ვებ-პლატფორმით სარგებლობას გადაწყვეტთ, გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ამ წესებსა და პირობებს (შემდგომში „პირობები“ ან „წესები და პირობები“). წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს წესებს, რაც უკავშირდება HUMANA CLUB -ის სერვისების გამოყენებას. HUMANA CLUB -ის მფლობელი და მმართველია შპს ფაინ თრი ინთერნეიშენალ (იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია და მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კომპანიის საიდენტიფიკაციო ნომრით: 405376828).

1.2. წინამდებარე პირობები ეხება იმ სერვისებს, რომლებიც ხელმისაწვდომია მობილური აპლიკაციითა და ვებ-პლატფორმით - HUMANA CLUB (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „აპლიკაცია“, „HUMANA CLUB”, ან „ჩვენ“), რომლებიც უფასოდ არის შეთავაზებული მომხმარებლებისათვის (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „საბოლოო მომხმარებელი“, „მომხმარებელი“, „წევრი“ ან „თქვენ“)რაც მოიცავს შემდეგს:

1.2.1. HUMANA CLUB - ის წევრებისთვის ინფორმაციული ხასიათის სერვისების მიწოდებას ბავშვთა ხელოვნური კვების და მასთან დაკავშირებული პროდუქტების შესახებ;

1.2.2. HUMANA CLUB - ის წევრებისთვის სასწავლო ტრენინგების, ცნობიერების ამაღლებასთან დაკავშირებული შეხვედრების გამართვას;

1.2.3. HUMANA CLUB ის აპლიკაციასთან და ვებ-პლატფორმასთან დაკავშირებული პროდუქტების შინაარსის, მათი შემადგენლობის, HUMANA SHOP - ში განთავსებული პროდუქციის, მათი მწარმოებლის, გამოყენებისა და მოხმარების პირობების, სამედიცინო სფეროს შესაბამისი წარმომადგენლების რეკომენდაციებისა და რჩევების HUMANA CLUB ის წევრებისათვის გაცნობას;

1.2.4. HUMANA CLUB ის აპლიკაციასთან დაკავშირებული პროდუქტების შეძენის გზების, სავაჭრო ქსელის, ობიექტებისა და პროდუქტებთან წვდომის შესახებ HUMANA CLUB - ის წევრების ინფორმირებას;

1.2.5. ლოიალურობის ბარათების/ქულების ასახვის შესაძლებლობას HUMANA CLUB - ის აპლიკაციასა და ვებ-პლატფორმაზე, ქულების სისტემის მუშაობის პრინციპების, მათი გამოყენების გზებისა და პირობების შესახებ HUMANA CLUB - ის წევრების ინფორმირებას;

1.3. სერვისები დროდადრო შესაძლოა შეიცვალოს HUMANA CLUB - ის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით და პირობები მორგებულ იქნება აღნიშნულ ცვლილებებს. ნებისმიერი ცვლილების შესახებ თქვენ ინფორმაციას მიიღებთ აპლიკაციასა და ვებ-პლატფორმაზე. ცვლილებებთან ერთად თქვენ მიიღებთ შეტყობინებას იმის შესახებ, თუ რა გზით და ვადაში შეგეძლებათ ცვლილებებზე უარის თქმა. ამ უკანასკნელის განუხორციელებლობის შემთხვევაში, ჩაითვლება, რომ თქვენ ცვლილებებს ავტომატურად დაეთანხმეთ. წინამდებარე წესებსა და პირობებზე თანხმობით თქვენ აგრეთვე ეთანხმებით, რომ პერიოდულად გაეცნობით აპლიკაციასა და ვებ-პლატფორმაზე განთავსებულ სათანადო ცვლილებებს.

1.4. წინამდებარე პირობები განსაზღვრავს წესებს, რომლითაც თქვენ საშუალება გეძლევათ, გამოიყენოთ აპლიკაცია და ვებ-პლატფორმა და აღწერს იმ მეთოდს, თუ როგორ უნდა მოვეპყრათ თქვენს ანგარიშს, როდესაც რეგისტრირებული ხართ, როგორც HUMANA CLUB - ის მომხმარებელი/წევრი. თუ პირობების რომელიმე ნაწილთან დაკავშირებით რაიმე შეკითხვა გაგიჩნდებათ, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: support@humana.ge. ეს ელექტრონული ფოსტის მისამართი შეგიძლიათ გამოიყენოთ HUMANA CLUB -თან დაკავშირებული ნებისმიერი შეკითხვისა და კომუნიკაციისათვის.

1.5. სერვისებით სარგებლობის მიზნით, აპლიკაციის ჩამოტვირთვის ან აპლიკაციით თუ ვებ-პლატფორმით სარგებლობის შემთხვევაში, თქვენ ეთანხმებით ამ პირობებით გათვალისწინებულ ყველა წესს და პოლიტიკას როგორც ეს მოცემულია აპლიკაციასა და ვებ-პლატფორმაზე და ადასტურებთ, რომ თქვენ არც ერთ მათგანს არ ეწინააღმდეგებით. წინამდებარე პირობები ჩაანაცვლებს ყველა ადრინდელ პირობას (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელიც მანამდე გაგაცნეს აპლიკაციის ან/და ვებ-პლატფორმით სარგებლობის ფარგლებში მომსახურების მიღების მიზნით. ნებისმიერი სერვისით სარგებლობის შემთხვევაში, თქვენ ადასტურებთ დათანხმებას ამ პირობებზე.

1.6. ჩვენ უფლებას ვიტოვებთ, პირობების ნებისმიერი ნაწილი კომპანიის კომერციული ინტერესების ან/და ბიზნეს-პროცესების გაუმჯობესების მიზეზით შევცვალოთ ან გავაუქმოთ ნებისმიერ დროს და ინფორმაცია ასეთი ცვლილებების შესახებ HUMANA CLUB - ის მეშვეობით მოგაწოდოთ (აპლიკაციით ან/და ვებ-პლატფორმით), ხოლო თქვენ კი იმ შემთხვევაში, თუ არ ეთანხმებით ცვლილებებს, აღნიშნულის შესახებ აპლიკაციაში ან/და ვებ-პლატფორმაზე მითითებული გზით გვაცნობოთ.

1.7. თქვენი წვდომა აპლიკაციაზე და სერვისებზე განისაზღვრება მხოლოდ HUMANA CLUB - ის დისკრეციული შეხედულებისამებრ.

 

2. ზოგადი ინფორმაცია აპლიკაციისა და ვებ-პლატფორმით სარგებლობის შესახებ:

2.1. HUMANA CLUB - ის აპლიკაცია და ვებ-პლატფორმა ფუნქციონალურად მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

- პირველ ეტაპზე მომხმარებელი რეგისტრირდება აპლიკაციასა ან/და ვებ-პლატფორმაზე (https://humana.ge/login) რა დროსაც ის ირჩევს შემდგომი 3 სტატუსიდან 1-1-ს: მშობელი, ორსული, მომავალი მშობელი;

- ზემოხსენებული რეგისტრაციის დროს, მომხმარებლის ვერიფიკაცია ხორციელდება რეგისტრაციის დროს მომხმარებლის მიერ მითითებული მობილური ტელეფონის ნომრის მეშვეობით, რომელზეც გამოიგზავნება უნიკალური კოდი და ამ კოდის შესაბამის ველში შეყვანით მოხდება მომხმარებლის ვერიფიკაცია. შესაბამისად, თქვენ ნებისმიერ შემთხვევაში უნდა მიუთითოთ მობილურის მოქმედი ნომერი, რომელსაც იყენებთ მუდმივად, ვინაიდან მისი გამოყენებით შესაძლოა მომავალში HUMANA CLUB - ის მიზნებისთვის თქვენთან კომუნიკაცია კვლავაც განხორციელდეს;

- იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი რეგისტრირდება მშობლის სტატუსით, ის რეგისტრაციისას აგრეთვე უთითებს ბავშვის დაბადების თარიღს, ხოლო ორსულის სტატუსით რეგისტრაციის შემთხვევაში, ორსულობის კვირას რეგისტრაციის მომენტისათვის;

- რეგისტრაციის შემდგომ, HUMANA CLUB - ის გუნდის მიერ მოხდება ახალი მომხმარებლის შემოწმება, დადასტურება და ყოველ მომდევნო ჯერზე მომხმარებელი აპლიკაციისა და ვებ-პლატფორმის მოხმარებისათვის პირად კაბინეტში შესასვლელად გამოიყენებს რეგისტრაციის დროს მითითებულ ელ-ფოსტასა და პაროლს;

- იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელს დაავიწყდა პაროლი, პაროლის აღდგენა მოხდება რეგისტრაციის დროს გამოყენებული მობილურის ნომერზე გამოგზავნილი უნიკალური კოდის მეშვეობით;

- დარეგისტრირებულ მომხმარებელს აპლიკაციისა და ვებ-პლატფორმის მეშვეობით შეუძლია ისარგებლოს ყველა იმ ფუნქციონალით, რაც მითითებულია წინამდებარე წესებსა და პირობებში და რაც დამატებით განთავსებულია ან/და განთავსდება აპლიკაციასა და ვებ-პლატფორმაზე, მათ შორის HUMANA SHOP - ის მეშვეობით შეიძინონ სასურველი პროდუქცია და ისარგებლონ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მიტანის მომსახურებით;

- ზემოხსენებული პროდუქციის შეძენა ხორციელდება ელექტრონულად, აპლიკაციასა და ვებ-პლატფორმაში ჩაშენებული ფუნქციონალით - „საქართველოს ბანკის“ ონლაინ-გადახდის სისტემის მეშვეობით;

- აპლიკაციისა და ვებ-პლატფორმის ფარგლებში, მომხმარებელს აგრეთვე შეუძლია სისტემაში ატვირთოს სხვადასხვა ობიექტებზე შეძენილი HUMANA ს პროდუქციის შესაბამისი ჩეკები/ამონაწერების ფოტო-სურათები, რის შედეგადაც მას პირად კაბინეტში დაერიცხება პროდუქციის ღირებულების 3% - ის ოდენობის ბონუს ქულები. აღნიშნული ოდენობა შესაძლოა დაკორექტირდეს სხვადასხვა აქტივობების შემთხვევაში, ინდივიდუალურად და ეს არ წარმოადგენს ფიქსირებულ ციფრს. მონაცემების დამუშავების მიზნით, აღნიშნულს შესაძლოა დასჭირდეს 3 სამუშაო დღემდე; 

- მომხმარებელს აგრეთვე აქვს შესაძლებლობა აპლიკაციასა და ვებ-პლატფორმაზე გამოიყენოს შესაბამისი პრომო-კოდი, რომლის გააქტიურების შედეგადაც პირად კაბინეტში დაიგროვებს 5₾-ის შესაბამის ბონუს ქულებს;

- აპლიკაციისა და ვებ-პლატფორმის მიზნებისთვის 1₾-ის შესაბამისი ბონუს ქულათა რაოდენობაა - 100;

- ზემოხსენებული პრომო-კოდების გამოყენების კუთხით, მომხმარებელს შეუძლია მაქსიმუმ 3 პრომო-კოდის გააქტიურება, მე-4 პრომო კოდის შეყვანის შემთხვევაში აღნიშნულს აპლიკაცია და ვებ-პლატფორმა აღიქვამს შეცდომად და შესაბამისად, არ მოხდება ბონუს ქულების დარიცხვა;

- დაგროვებული ბონუს ქულების HUMANA SHOP - ში პროდუქციის შეძენისას მათი გამოყენების ფარგლები და რაოდენობა შეზღუდული არ არის;

- აპლიკაცია და ვებ-პლატფორმა აღჭურვილია მომხმარებელთა მხარდაჭერის ფუნქციონალით, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია HUMANA CLUB - თან დაკავშირება ონლაინ-ჩეთის, სატელეფონო კავშირის (032 2 15 15 30), ან ელ-ფოსტის (support@humana.ge) მეშვეობით;

3. მონაცემების დამუშავება და თანმდევი პროცესები

3.1. წინამდებარე მუხლში მითითებული ტერმინები განსაზღვრულია პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის და წინამდებარე წესებისა და პირობების შესაბამისად. 

3.1.1. მომხმარებელმა უნდა წაიკითხოს და გაიაზროს წინამდებარე მუხლი, რომელიც წარმოადგენს პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკას (შემდგომში „პოლიტიკა“), რათა მისთვის, სხვა საკითხებთან ერთად, ცნობილი გახდეს:

3.1.1.1. კონკრეტული მონაცემების შეგროვების ფაქტი; 

3.1.1.2. მონაცემების შეგროვების მიზანი;

3.1.1.3. მონაცემების შეგროვებისა და შენახვის ხასიათი; და

3.1.1.4. მომხმარებლების უფლებები ამგვარ მონაცემებთან მიმართებით.

3.2. წინამდებარე წესებსა და პირობებზე დათანხმებით, მომხმარებელი გამოხატავს თანხმობას და კომპანიას ანიჭებს უფლებამოსილებას, ავტომატური, ნახევრად ავტომატური ან არაავტომატური საშუალებების გამოყენებით, მათ შორის, ფაილურ სისტემაში, უშუალოდ ან მასთან აფილირებული პირების მეშვეობით მოახდინოს მომხმარებელთა პერსონალური მონაცემების დამუშავება, მათ შორის, მაგრამ არა მხოლოდ, შემდეგი ინფორმაციის/მონაცემების: მომხმარებლის იდენტიფიცირებისათვის აუცილებელი, პირადობის მონაცემები, როგორიცაა სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, დაბადების ადგილი და სხვა პირადობის/პასპორტის მონაცემი, ასევე საკონტაქტო მონაცემები, როგორიცაა მისამართი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და სხვ. 

3.3. ზემოხსენებული მუხლით გათვალისწინებულ მონაცემებს კომპანია დაამუშავებს მხოლოდ იმ მოცულობითა და მიზნით, რაც აუცილებელია HUMANA CLUB - ის აპლიკაციისა და ვებ-პლატფორმის სრულყოფილად ფუნქციონირებისა და წინამდებარე წესებითა და პირობებით გათვალისწინებული ნორმების განუხრელად დაცვისათვის. 

3.4. 3.1. მუხლით გათვალისწინებულ მონაცემებს კომპანია მომხმარებლის ინტერესების გათვალისწინებით შეინახავს მომხმარებელთან ურთიერთობის შეწყვეტის შემდეგაც, არაუმეტეს 5 წლის განმავლობაში. მომხმარებელი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ ვადის შემცირება, არანაკლებ 3 წლამდე. 

3.5. მომხმარებელი ადასტურებს და პასუხისმგებლობას იღებს მის მიერ კომპანიისთვის მიწოდებული პერსონალური მონაცემების სისწორესა და უტყუარობაზე.

3.6. მომხმარებელი ვალდებულებას იღებს დროულად აცნობოს კომპანიას იმ პერსონალური მონაცემების ნებისმიერი მნიშვნელოვანი ცვლილების შესახებ, რომლებიც დაცულია კომპანიაში.

3.7. წინამდებარე წესებსა და პირობებზე თანხმობით მომხმარებელი ადასტურებს, რომ მის მიერ კომპანიისთვის მიწოდებული ნებისმიერი ინფორმაცია მოპოვებულია კანონიერად, მართლზომიერად და აქვს მიღებული წინასწარი ნებართვა - ასეთის საჭიროების შემთხვევაში - ინფორმაციის კომპანიაზე გამჟღავნებისთვის.

3.8. მომხმარებელი ადასტურებს, რომ არ აქვს პრეტენზია კომპანიის მიერ მისი პერონალური მონაცემების გამოყენებაზე იმ შემთხვევაშიც, თუ ეს ხდება კომპანიის კონტრაქტორებთან სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში.

3.9. თუ მომხმარებელი დარეგისტრირებულია აპლიკაციაში, იგი პასუხისმგებელია საკუთარ ანგარიშზე წვდომისთვის განკუთვნილი ინფორმაციისა და პაროლის კონფიდენციალურობის დაცვაზე. მომხმარებელი პასუხისმგებელია საკუთარი ანგარიშისა და პაროლის ნებისმიერი სახით გამოყენებაზე. ამასთან, მან დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს HUMANA CLUB - ს საკუთარი ანგარიშის ან პაროლის უნებართვო გამოყენების ნებისმიერი ფაქტისა ან ეჭვის შესახებ. ამასთან, HUMANA CLUB არ იქნება პასუხისმგებელი იმ ზიანისთვის, რომელიც შესაძლოა მოგადგეთ თქვენი ანგარიშის უნებართვო გამოყენების შედეგად. თქვენ კი შესაძლოა, პასუხისმგებლობა დაგეკისროთ HUMANA CLUB - ის ან სხვა რომელიმე პირისათვის მიყენებული ზიანისთვის, რომელიც წარმოიშვა თქვენი ანგარიშის უნებართვო გამოყენების შედეგად.

3.10. თუ მომხმარებლის მიერ მოწოდებული რაიმე ინფორმაცია მცდარი, არაზუსტი, ძველი ან არასრულია (ან მცდარი, არაზუსტი, მოძველებული ან არასრული გახდება), ან HUMANA CLUB - ს გონივრული საფუძველი აქვს, ეჭვი შეიტანოს იმაში, რომ ასეთი ინფორმაცია მცდარი, არაზუსტი, მოძველებული ან არასრულია, HUMANA CLUB - ს უფლება აქვს, საკუთარი დისკრეციული შეხედულებისამებრ, შეწყვიტოს მომხმარებლისათვის სერვისების გაწევა და წვდომა აპლიკაციასა ან/და ვებ-პლატფორმაზე. 

3.11. აპლიკაცია შეიძლება დაკავშირებული იყოს მესამე პირების, კონტრაქტორების და ბიზნეს-პარტნიორების სხვა აპლიკაციებთან. HUMANA CLUB არ აკონტროლებს და პასუხისმგებელი არ არის ამგვარი აპლიკაციების ან მათ მიერ/მათი მეშვეობით უზრუნველყოფილ კონტენტზე, სიზუსტეზე, სანდოობაზე, საიმედოობაზე, ხარისხზე. ნებისმიერი ბმულის ჩართვა აპლიკაციაში არ ნიშნავს, რომ HUMANA CLUB მხარს უჭერს აღნიშნული ბმულით დაკავშირებულ საიტს. მომხმარებელს შეუძლია, საკუთარი რისკით გამოიყენოს აღნიშნული ბმულები და მომსახურებები.

3.12. HUMANA CLUB არ კისრულობს რაიმე სახის პასუხისმგებლობას ნებისმიერი იმ ზიანის ან ვირუსის გამო, რომლითაც შეიძლება მომხმარებლის ელექტრონული მოწყობილობები დაინფიცირდეს მომხმარებლის მიერ აპლიკაციის ან/და ვებ-პლატფორმის წვდომის და გამოყენების, ან მათგან რაიმე მასალის, მონაცემების, ტექსტის, სურათების, ვიდეო ან აუდიო კონტენტის ჩამოტვირთვის გამო. თუ მომხმარებელი უკმაყოფილოა აპლიკაციით და მისი თანმდევი შედეგებით, აღნიშნულის ერთადერთი გადაწყვეტა აპლიკაციის გამოყენების შეწყვეტაა.

3.13. თუ HUMANA CLUB დაადგენს, რომ მას თაღლითური, არაზუსტი ან არასრული ინფორმაცია მიაწოდეთ, მათ შორის, უკუკავშირის საშუალებით, HUMANA CLUB უფლებას იტოვებს, დაუყოვნებლივ შეზღუდოს თქვენი წვდომა აპლიკაციაზე, ვებ-პლატფორმაზე ან HUMANA CLUB -თან არსებულ თქვენს ნებისმიერ ანგარიშზე და იმგვარი შინაარსის განცხადება გააკეთოს თქვენი სახელის გასწვრივ, როგორც ეს განსაზღვრულია HUMANA CLUB - ის მიერ საკუთარი ბიზნეს პროცესების და მომხმარებლის ინტერესების დასაცავად. თქვენ ვალდებული იქნებით, აუნაზღაუროთ HUMANA CLUB - ს თქვენი იმ არასწორი განცხადებების ან თაღლითური გამოხმაურების შედეგად მიყენებული ზიანი, რომელიც განიცადა HUMANA CLUB - მა ან რომელმაც უარყოფითად იმოქმედა HUMANA CLUB - ის ბიზნეს რეპუტაციაზე ან/და მის მომხმარებლებზე.

3.14. ნებისმიერი ძიების შედეგები, ან/და მონაცემი/ინფორმაცია/მასალა, რომელსაც მომხმარებლები აპლიკაციის ან/და ვებ-პლატფორმის მეშვეობით იღებენ, არ უნდა იქნას განხილული, როგორც HUMANA CLUB - ის მიერ რომელიმე კონკრეტული პირის, ან/და სერვისის რეკომენდაცია/შეთავაზება. თუ მომხმარებელი გადაწყვეტს ამ უკანასკნელით სარგებლობას, იქნება ეს კონკრეტული პროდუქტი, თუ მომსახურება, მიმართული კონკრეტული თუ განუსაზღვრელი პირთა წრის მისამართით, აღნიშნული მან საკუთარი რისკის ფასად და პირადი პასუხისმგებლობით უნდა განახორციელოს.

3.15. ზემოაღნიშნული დათქმების გამორიცხვის გარეშე, HUMANA CLUB არ არის ჩართული და არ ახორციელებს ჯანდაცვის ან რაიმე სამედიცინო თუ დიაგნოსტიკურ მომსახურებას და არ იძლევა რაიმე სახის რჩევას აღნიშნულთან დაკავშირებით. შესაბამისად, ის არ არის პასუხისმგებელი მომხმარებელს და ნებისმიერ, სამედიცინო სფეროს წარმომადგენელს (მათ შორის, ექიმს) შორის არსებულ რაიმე მიმდინარე, თუ სამომავლო ურთიერთობაზე. მომხმარებელი აცნობიერებს და ეთანხმება, რომ HUMANA CLUB არ იქნება პასუხისმგებელი:

3.15.1. მომხმარებლის ექიმთან/პროვაიდერთან ან/და სამედიცინო სფეროს სხვა ნებისმიერ წარმომადგენელ პირთან ურთიერთობაზე და აღნიშნულთან დაკავშირებულ საკითხებზე;

3.15.2. ექიმების/პროვაიდერების უნარზე ან განზრახვაზე ან აღნიშნულთა არარსებობაზე, მომხმარებელთა მიმართ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისას;

3.15.3. ექიმ(ებ)ის მიერ დანიშნულ ნებისმიერ არასწორ, შეუსაბამო მედიკამენტზე ან/და მკურნალობის ხარისხზე, ან/და მათი მხრიდან რაიმე სამედიცინო თუ სხვა შინაარსის დაუდევრობაზე;

3.15.4. ექიმის/პროვაიდერის ან/და მათი პერსონალის, თუ ნებისმიერი სხვა პირის მხრიდან ნებისმიერი სახის არასწორ ქმედებასა ან არასათანადო ქცევაზე, მათ შორის მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დაცვის ვალდებულების დარღვევაზე;

3.16. წინამდებარე პირობები/წესი შემუშავდა იმ მიზნით, რომ უზრუნველყოს მაქსიმალური ინფორმირებულობა ყველასთვის, ვინც HUMANA CLUB - ს იყენებს და მისი წევრია. 

3.17გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ზოგიერთი კონტენტი, ტექსტი, მონაცემი, გრაფიკული მასალა, სურათი, ინფორმაცია, რეკომენდაცია, სახელმძღვანელო და სხვაგვარი მასალა (ერთობლივად - „ინფორმაცია“), რომელიც აპლიკაციასა და ვებ-პლატფორმაზე არის/იქნება ხელმისაწვდომი, შეიძლება მოწოდებული იქნას როგორც HUMANA - ს რომელიმე წარმომადგენლების ისე სხვა პირთა მიერ. ამგვარი ინფორმაციის მოწოდება არ განიხილება, როგორც ლიცენზირებული პროფესიონალი მედიკოსის და პაციენტის ურთიერთობა HUMANA CLUB - სა და მომხმარებლებს შორის და არ წარმოადგენს დასკვნას, სამედიცინო რჩევას, ან რაიმე კონკრეტული მდგომარეობის დიაგნოსტირებას ან მკურნალობას, არამედ მხოლოდ იმისთვის არის გამიზნული, რომ თქვენ მიიღოთ მაქსიმალური ინფორმაცია წინამდებარე აპლიკაციასთან და ვებ-პლატფორმასთან დაკავშირებული პროდუქტების, მათი მოხმარებისა და მიღების შესახებ, აგრეთვე ყველა სხვა იმ მიმართულებებით, რაც ხელმისაწვდომია აპლიკაციითა და ვებ-პლატფორმით. 

3.18. წინამდებარე პირობებით მკაფიოდ არის განმარტებული, რომ ინფორმაცია, რომელსაც თქვენ HUMANA CLUB - ისგან, აგრეთვე, მისი თანამშრომლების, კონტრაქტორების, პარტნიორების, სპონსორების, სარეკლამო აგენტებისა და ლიცენზიების გამცემთაგან მოიპოვებთ ან სხვაგვარად იღებთ აპლიკაციიდან ან/და ვებ-პლატფორმიდან, მხოლოდ საინფორმაციო მიზნების მატარებელია. ჩვენ არანაირ გარანტიას, განცხადებას და თავდებობას არ უზრუნველვყოფთ, არც პირდაპირ და არც ნაგულისხმევი/ირიბი ფორმით, პროფესიულ კვალიფიკაციასთან, სამუშაოს ხარისხთან, კომპეტენტურობასთან ან აპლიკაციასა ან/და ვებ-პლატფორმაზე მოცემულ სხვა ინფორმაციასთან დაკავშირებით. ჩვენ არცერთ შემთხვევაში არ ვიღებთ პასუხისმგებლობას თქვენი ან სხვა ნებისმიერი პირის წინაშე, თქვენ მიერ ამგვარი ინფორმაციის საფუძველზე მიღებული რაიმე გადაწყვეტილების ან ჩადენილი სხვა ქმედების გამო.

3.19. კონტენტზე/შიგთავსზე საკუთრების უფლება და წვდომებზე საავტორო უფლებები

      3.19. აპლიკაციაში მითითებული და თქვენი მხრიდან მოწოდებული კონტენტი მოიცავს:

  • თქვენ სახელსა და გვარს;
  • მოწყობილობას, რომელსაც აპლიკაციისთვის იყენებთ;
  • ქალაქსა და ქვეყანას, სადაც ცხოვრობთ;
  • საკონტაქტო მონაცემებს (ელექტრონული ფოსტა და ტელეფონის ნომერი);
  • დემოგრაფიულ ცნობებს (სქესი, დაბადების თარიღი);
  • პირად ნომერსა ან სხვა საიდენტიფიკაციო დოკუმენტის ნომერს, საბუთის გამცემ ქვეყანას;
  • ინფორმაციას თქვენ მიერ სერვისების გამოყენების შესახებ, სერვისების გამოყენების გზით, თქვენს კაბინეტში თქვენი ვიზიტების შესახებ ისტორიას;
  • ინფორმაციას აპლიკაციის, ან/და კონკრეტული პროდუქციის ლოიალურობის ბარათის შესახებ;
  • სადებეტო / საკრედიტო ბარათის ნომრის პირველ 6 და ბოლო 4 ციფრს, ბარათის მფლობელის სახელს და გვარს და ტრანზაქციის უნიკალურ კოდს;
  • HUMANA CLUB - ის საშუალებით შეძენილი სერვისების/პროდუქტების საფასურის გადახდის ოპერაციებს;
  • სხვა ინფორმაციას, რომელსაც ნებაყოფლობით მოგვაწვდით (მათ შორის ტექსტობრივ და ფოტო-ვიდეო მასალას);

3.20. ინფორმაცია, რომელსაც HUMANA CLUB უშუალოდ ან არაპირდაპირი გზით აგროვებს მომხმარებლებისა და სხვა პირებისგან, სრულად HUMANA CLUB - ს ეკუთვნის. HUMANA CLUB - ის მიერ აპლიკაციასა და ვებ-პლატფორმაზე გამოქვეყნებული და საავტორო უფლებებით დაცული კონტენტის კოპირება ნებისმიერი კომერციული მიზნისთვის ან მოგების მისაღებად, საავტორო უფლებების დარღვევად იქნება მიჩნეული და HUMANA CLUB დაიცავს თავის უფლებებს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

3.21HUMANA CLUB უფლებას აძლევს მომხმარებელს, დაათვალიეროს და წვდომა ჰქონდეს აპლიკაციასა და ვებ-პლატფორმაზე ან მათი საშუალებით ხელმისაწვდომ კონტენტზე მხოლოდ ამ პირობების შესაბამისად მოთხოვნის განთავსების, მიღების, მიწოდების და კომუნიკაციის მიზნით. აპლიკაციისა და ვებ-პლატფორმის შიგთავსი/კონტენტი, ინფორმაცია, ტექსტი, გრაფიკული მასალა, სურათები, ლოგოები, ღილაკების პიქტოგრამები, პროგრამული კოდები, დიზაინი, და აპლიკაციაზე კონტენტის შეგროვება, განთავსება და შეკრება (ერთობლივად, „HUMANA CLUB - ის კონტენტი“) HUMANA CLUB - ს საკუთრებას წარმოადგენს და დაცულია საავტორო და მომიჯნავე უფლებების, სასაქონლო ნიშნის და სხვა შესაბამისი კანონმდებლობის შესაბამისად. მომხმარებელმა არ უნდა შეცვალოს HUMANA CLUB - ის კონტენტი ან რაიმე ფორმით მოახდინოს მისი რეპროდუცირება, გამოფენა, საჯაროდ გამოქვეყნება, დისტრიბუცია ან სხვაგვარად გამოყენება, საზოგადოებრივი ან კომერციული მიზნებისათვის, ან პირადი სარგებლის მისაღებად.

3.22. წინამდებარე პირობებზე დათანხმებით მომხმარებელი აგრეთვე თანახმაა, რომ საჭიროების შემთხვევაში აპლიკაციას, ვებ-პლატფორმას და შესაბამისად HUMANA CLUB ს გააჩნდეს წვდომა მომხმარებლის იმ ელექტრონული მოწყობილობის შიგთავსზე (იგულისხმება ფოტო-ვიდეო მასალა, კამერასა და სხვა პროგრამულ პროდუქტებზე წვდომა), რომლითაც ის უკავშირდება აპლიკაციას და აღნიშნულთან დაკავშირებით მომხმარებელს არც ერთ შემთხვევაში პრეტენზია არ ექნება. 

3.23. წინამდებარე წესებსა და პირობებზე თანხმობით მომხმარებელი აცხადებს და აცნობიერებს, რომ მის მიერ HUMANA CLUB - ისთვის მიწოდებული ყველა პერსონალური მონაცემი მიწოდებულია საკუთარი ნებით, ძალდატანების გარეშე, რომ ის თანახმაა HUMANA CLUB - ის მიერ მის დამუშავებაზე, შენახვაზე და წინამდებარე პირობების მიზნების შესაბამისად გამოყენება/გავრცელებაზე. 

3.24. წინამდებარე წესებსა და პირობებზე თანხმობით მომხმარებელი აგრეთვე აცხადებს განუხრელ და გამოუთხოვად თანხმობას მასზედ, რომ HUMANA CLUB - მა გამოიყენოს მომხმარებლის მიერ მისთვის მიწოდებული ნებისმიერი სახის პერსონალური მონაცემი (მათ შორის სახელი გვარი, დაბადების თარიღი, შვილის დაბადების თარიღი, ორსულობის ვადა, შეკვეთილი ან/და შეძენილი პროდუქციის დასახელება, შეკვეთის/შეძენის დრო, რეგისტრაციის პროცესში გამოყენებული საკონტაქტო მობილური ტელეფონის ნომერი, პირადი ნომერი, შვილის პირადი ნომერი და ა.შ.), რომლებიც მან HUMANA CLUB - ს გადასცა აპლიკაციითა და ვებ-პლატფორმით სარგებლობის მიზნით და რომ აღნიშნულთან დაკავშირებით არანაირი პრეტენზია არ გააჩნია. კომპანიას (HUMANA CLUB - ს) აღნიშნული პერსონალური მონაცემები შეუძლია გადასცეს ნებისმიერ მესამე პირს, მათ შორის კონტრაქტორებს ან/და სხვა ფორმით მასთან აფილირებულ პირებს, თუკი გადაცემის მიზანი იქნება აპლიკაციითა და ვებ-პლატფორმით უკეთ ფუნქციონირება, მომხმარებელთა მიერ მათი უკეთ გამოყენება და სერვისის დახვეწა. მათ შორის და არამხოლოდ, კომპანია უფლებამოსილია ხსენებული პერსონალური მონაცემები გადასცეს ნებისმიერ მის მიერ შერჩეულ გადამზიდავ კომპანიას, რათა მოხდეს მომხმარებელთა მიერ შეკვეთილი პროდუქციის სათანადო წესით მომხმარებლებამდე მიტანა.

 

4. მიმოხილვა და უკუკავშირი

4.1. წინამდებარე აპლიკაციის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით, რომ ნებისმიერი ინფორმაცია, გაზიარებული თქვენსა და HUMANA CLUB - ს ან/და მის ნებისმიერ წარმომადგენელს შორის, ექვემდებარება ჩვენს პოლიტიკას.

4.2. მხოლოდ თქვენ ხართ პასუხისმგებელი იმ კონტენტისთვის, რომელსაც თქვენივე გადაწყვეტილებით წარადგენთ აპლიკაციაში გამოსაქვეყნებლად, მათ შორის იმ ინფორმაციისთვის, რომელიც წარმოადგენს თქვენს პერსონალურ მონაცემებს. ნებისმიერი იმ მონაცემის ფარგლებში, რაც განთავსებულია აპლიკაციასა და ვებ-გვერდზე, HUMANA CLUB - ის როლი შემოიფარგლება მხოლოდ შუამავლის ფუნქციით. HUMANA CLUB არ კისრულობს რაიმე სახის პასუხისმგებლობას მომხმარებლის მიერ მოწოდებულ კონტენტთან დაკავშირებით.

4.3. წინამდებარე პირობებზე დათანხმებით თქვენ აგრეთვე ეთანხმებით, რომ HUMANA CLUB უფლებამოსილია, დაგიკავშირდეთ ტელეფონით, ელექტრონული ფოსტით, მოკლე ტექსტური შეტყობინებით, ან კომუნიკაციის ნებისმიერი სხვა ელექტრონული საშუალებით, შემდეგი მიზნებისათვის:

4.3.1. გამოხმაურების/უკუკავშირის მისაღებად აპლიკაციასთან, ვებ-პლატფორმასთან ან HUMANA CLUB - ის სერვისებთან დაკავშირებით; და/ან

4.3.2. აპლიკაციაში დაფიქსირებულ წარმომადგენლებთან დაკავშირებით უკუკავშირის/გამოხმაურების მისაღებად; და/ან

4.3.3. რაიმე დამატებით სიახლესთან, სარეკლამო შეთავაზებასთან ან/და რეკომენდაციასთან დაკავშირებით, რაც ხელს შეუწყობს აპლიკაციის ან/და ვებ-პორტალის მოხმარებას; და/ან

4.3.4. შესაბამისი სერვისების მისაღებად; და ამავდროულად თანხმდებით, რომ ამგვარი კომუნიკაციის შემთხვევაში, მაქსიმალურად ითანამშრომლებთ HUMANA CLUB - თან.

4.4. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვცდილობთ, შევინარჩუნოთ მომსახურების ხელმისაწვდომობის მაღალი დონე, HUMANA CLUB არ არის პასუხისმგებელი ნებისმიერ შეფერხებაზე, რაც შეიძლება შეგექმნათ სერვისებზე წვდომასთან დაკავშირებით.

4.5. სრულად თქვენი პასუხისმგებლობაა, რომ თქვენივე მომხმარებლის კაბინეტში სწორად მიუთითოთ/განაახლოთ მობილური ტელეფონის ნომერი და კომუნიკაციის სხვა რეკვიზიტები.

4.6. HUMANA CLUB იცავს გონივრულ უსაფრთხოებას თქვენი მომხმარებლის პროფილთან და მასში არსებულ ჩანაწერთან მიმართებით. ამასთან, HUMANA CLUB არ იძლევა გარანტიას, რომ აღუდგება არასანქცირებულ წვდომას, თუ თქვენ თავად დაკარგავთ აპლიკაციასა ან/და ვებ-პლატფორმაზე შესასვლელ საიდენტიფიკაციო რეკვიზიტებს, ან სხვაგვარად მოხდება მათი არასანქცირებული გამოყენება. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გეცოდინებათ უნებართვო გამოყენების ან წვდომის შესახებ, თქვენ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოთ HUMANA CLUB - ს ასეთი უნებართვო გამოყენებისა და წვდომის შესახებ მხარდაჭერის ელ-ფოსტის ან საკონტაქტო ტელეფონის ნომრის გამოყენებით. 

4.7. თუ გსურთ, თქვენი მომხმარებლის ანგარიშის წაშლა/გაუქმება, აღნიშნული შეგიძლიათ ჩვენი მხარდაჭერის ჯგუფთან დაკავშირების გზით შესაბამისი ელ-ფოსტის ან საკონტაქტო ტელეფონის ნომრის გამოყენებით. 

4.8. HUMANA CLUB არ არის პასუხისმგებელი, თუ თქვენ, ჩვენი მხრიდან სათანადო მცდელობის მიუხედავად, რაიმე მიზეზით არ მოგეწოდებათ ან დაგვიანებით მოგეწოდებათ სასურველი ინფორმაცია.

4.9. HUMANA CLUB - ს შეუძლია საკუთარი შეხედულებისამებრ, ამოიღოს ნებისმიერი ჩანაწერი ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილების გარეშე, თუკი მათი გაზიარება არასათანადოდ ან უნებურად მოხდა.

 

5. კონტენტთან დაკავშირებული უფლებები და მოვალეობები

5.1. HUMANA CLUB აცნობებს მომხმარებლებს, რომ მათ არ აქვთ უფლება, განათავსონ, გამოაჩინონ, ატვირთონ, შეცვალონ, გამოაქვეყნონ, გადასცენ, განაახლონ ან გააზიარონ ინფორმაცია, რომელიც:

         5.1.1. სხვა პირს ეკუთვნის და მასზე მომხმარებელს არ გააჩნია სათანადო უფლება;

5.1.2. არის უაღრესად საზიანო, შეურაცხმყოფელი, მკრეხელური, ცილისმწამებლური, უხამსი, პორნოგრაფიული, პედოფილური, სხვისი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის შემლახველი, სიძულვილის გამომხატველი, ან რასობრივი და ეთნიკური თვალსაზრისით მიუღებელი, დამამცირებელი, ფულის გათეთრების ან აზარტული თამაშების წამახალისებელი და ხელშემწყობი, ან ნებისმიერი სახით/ფორმით არაკანონერი, ან/და დისკრიმინაციული - საქართველოს კანონის „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ - შესაბამისად;

5.1.3. ზიანს აყენებს არასრულწლოვნებს რაიმე ფორმით;

5.1.4. არღვევს პატენტის, სასაქონლო ნიშნის, საავტორო უფლებების ან საკუთრების სხვა უფლებას;

5.1.5. არღვევს ნებისმიერ ამჟამად საქართველოში მოქმედ კანონს/კანონმდებლობას;

5.1.6. ატყუებს ან შეცდომაში შეჰყავს ადრესატი ამგვარი შეტყობინებების წარმოშობასთან დაკავშირებით ან იძლევა რაიმე ინფორმაციას, რომელიც შეურაცხმყოფელია ან საფრთხის შემცველია;

5.1.7. სხვა პირის ნაცვლად ხორციელდება;

5.1.8. შეიცავს პროგრამულ ვირუსებს ან სხვა კომპიუტერულ კოდებს, ფაილებს ან პროგრამებს, რომლებიც შექმნილია კომპიუტერული რესურსის ფუნქციონირების შეფერხების, განადგურების ან შეზღუდვის მიზნით;

5.1.9. საფრთხეს უქმნის საქართველოს ერთიანობას, მთლიანობას, თავდაცვას, უსაფრთხოებას ან სუვერენიტეტს, მეგობრულ ურთიერთობებს სხვა სახელმწიფოებთან, ან საჯარო წესრიგს ან ახდენს რაიმე დასჯადი დანაშაულის/ქმედების ჩადენის წაქეზებას ან ხელს უშლის რაიმე დანაშაულის გამოძიებას, ან შეურაცხყოფს რომელიმე სხვა ერს.

5.2. მომხმარებლებს ასევე ეკრძალებათ:

5.2.1. HUMANA CLUB - ის კონტენტის მთლიანობის ან უსაფრთხოების დარღვევა ან ასეთის მცდელობა;

5.2.2. ნებისმიერი ინფორმაციის (სამსახურებრივი ან სხვაგვარი შეტყობინებების და/ან ჰიპერბმულის ჩათვლით) განთავსება აპლიკაციაში ან მისი მეშვეობით, რაც ხელის შემშლელია ან კონკურენციაშია HUMANA CLUB - ის მიერ სერვისების მიწოდებასთან;

5.2.3. აპლიკაციაში არასრული, ყალბი ან არაზუსტი ინფორმაციის განთავსება;

5.2.4. სხვა მომხმარებლებთან არასასურველი კომუნიკაციების დამყარება, მათ შორის სექსუალური შევიწროების ნებისმიერი ფორმის გამოვლენა;

5.2.5. ნებისმიერი მექანიზმის, პროგრამული უზრუნველყოფის, ხელსაწყოს, აგენტის ან სხვა მოწყობილობის ან საშუალების გამოყენება (მაგალითად, სპაიდერები, რობოტები, ავატარები ან ინტელექტუალური საშუალებები) აპლიკაციაში ნავიგაციის ან ძიების მიზნით;

5.2.6. აპლიკაციის ან/და ვებ-პორტალის ნებისმიერი ნაწილის გაშიფვრის, დაშლის, ან შეტრიალების/გადაწყობის მცდელობა;

5.2.7. ნებისმიერი ფორმით კოპირება ან დუბლირება HUMANA CLUB - ის ნებისმიერი კონტენტის, ვებ-პლატფორმის ან/და აპლიკაციიდან ხელმისაწვდომი სხვა ინფორმაციის მისაღებად;

5.2.8. HUMANA CLUB - ის ნებისმიერი კონტენტის კადრირება (framing), ცხელი ან ღრმა ბმულების (hor or deep linking) გამოყენება;

5.2.9. პროგრამული უზრუნველყოფის ციფრული უფლებების მართვის, გამოყენების წესების ან უსაფრთხოების სხვა მახასიათებლების გვერდის ავლა ან გამორთვა.

5.3. მას შემდეგ, რაც HUMANA CLUB ან თავად მოიპოვებს ან დაზარალებული პირისგან მიიღებს ზემოხსენებულის შესახებ რაიმე ინფორმაციას, ის უფლებამოსილია, შეზღუდოს ისეთი ინფორმაცია, რომელიც ეწინააღმდეგება წინამდებარე პირობების პუნქტებს. ამასთან, HUMANA CLUB უფლებამოსილია, შეინახოს ამგვარი ინფორმაცია და თანმხლები ჩანაწერები, სულ მცირე, 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში, შესაბამისი უფლებამოსილი უწყებებისთვის გადასაცემად ან გამოძიების მიზნებისათვის.

5.4. მომხმარებლის მიერ მოქმედი კანონმდებლობის, წესების ან დებულებების ან ამ პირობების (პოლიტიკის ჩათვლით) შეუსრულებლობის შემთხვევაში, HUMANA CLUB - ს უფლება აქვს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მომხმარებლის აპლიკაციაზე წვდომის ან გამოყენების უფლებები და სერვისების მიღების შესაძლებლობა და/ან შეზღუდოს არასასურველი ინფორმაცია აპლიკაციიდან.

5.5. HUMANA CLUB - ს უფლება აქვს, გაამჟღავნოს ან გასცეს თქვენი პერსონალური ინფორმაცია იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული მოთხოვნილია კანონით, ან ზედამხედველი ორგანოს/უწყების, ან სამართალდამცავი ორგანოს მიერ, ან როდესაც HUMANA CLUB თავისი შეხედულებისამებრ, საჭიროდ თვლის, რომ: დაიცვას თავისი ან სხვისი უფლებები, თავიდან აიცილოს რომელიმე პირის მიმართ (მათ შორის, ქონებრივი) ზიანი, შეებრძოლოს თაღლითობას და/ან საკრედიტო რისკს, უზრუნველყოს წინამდებარე პირობების აღსრულება ან გამოყენება.

5.6. HUMANA CLUB პატივს სცემს სხვისი ინტელექტუალური საკუთრების უფლებებს და წინააღმდეგია ინტელექტუალური საკუთრების რაიმე უფლების ნებისმიერი სახით დარღვევისა.

 

6. შეწყვეტა

6.1. HUMANA CLUB უფლებას იტოვებს, შეტყობინების გარეშე შეაჩეროს ან შეწყვიტოს მომხმარებლის წვდომა აპლიკაციას, ვებ-პლატფორმასა და სერვისებზე და ასევე, გამოიყენოს კანონით გათვალისწინებული ნებისმიერი სხვა საშუალება იმ შემთხვევებში, როდესაც:

6.1.1. მომხმარებელი არღვევს წინამდებარე წესებითა და პირობებით დადგენილ დანაწესებს;

6.1.2. მესამე პირი აცნობებს თავისი რომელიმე უფლების დარღვევის შესახებ თქვენ მიერ აპლიკაციის ან სერვისების გამოყენების შედეგად;

6.1.3. HUMANA CLUB ვერ ახდენს მომხმარებლის მიერ HUMANA CLUB - ისთვის მიწოდებული ინფორმაციის ვერიფიკაციას ან ავთენტურობის დადგენას;

6.1.4. HUMANA CLUB - ს აქვს საფუძვლიანი ეჭვი მომხმარებლის მხრიდან რაიმე უკანონო, თაღლითური ან შეურაცხმყოფელი საქმიანობის/ქმედების შესახებ; ან

6.1.5. HUMANA CLUB - ს მიაჩნია, რომ მომხმარებლის ქმედებამ შეიძლება მისი, სხვა მომხმარებლების ან HUMANA CLUB - ის სამართლებრივი პასუხისმგებლობა გამოიწვიოს, ან ასეთი ქმედებები აპლიკაციის ინტერესების საწინააღმდეგოა.

6.2. დროებით შეჩერებული, უვადოდ შეჩერებული ან შეწყვეტილი სტატუსი მომხმარებელს HUMANA CLUB უკრძალავს აპლიკაციისა და ვებ-პლატფორმის გამოყენებას იმავე ანგარიშით, სხვა ანგარიშით ან ხელახლა რეგისტრირებული ახალი ანგარიშით. ზემოაღნიშნული მიზეზების გამო შეწყვეტის შემდეგ, ასეთ მომხმარებელს აღარ შეიძლება ჰქონდეს წვდომა აპლიკაციაში დაცულ თავისივე მონაცემებზე, შეტყობინებებზე, ფაილებზე და სხვა მასალებზე. 

6.3. თუ თქვენ საკუთარი ანგარიშის წაშლა გსურთ, აღნიშნულის გაკეთება შეგიძლიათ ჩვენი მხარდამჭერი გუნდის საკონტაქტო ელ-ფოსტის მეშვეობით ინფორმირების გზით.

 

7. პასუხისმგებლობის შეზღუდვა

7.1. არავითარ შემთხვევაში, მათ შორის და არამარტო, დაუდევრობის შემთხვევაში, HUMANA CLUB ან მისი რომელიმე დირექტორი, თანამდებობის პირი, თანამშრომელი, აგენტი, წარმომადგენელი, კონტრაქტორი (ერთობლივად მოხსენიებული, როგორც „დაცული პირები“) პასუხისმგებელი არ არიან/იქნებიან ნებისმიერ პირდაპირ, არაპირდაპირ, განსაკუთრებულ, შემთხვევით, თანმდევ, ან ნებისმიერი სახის ზიანზე, რომელიც გამოწვეულია ან პირდაპირ ან ირიბად უკავშირდება აპლიკაციის, ვებ-პლატფორმის გამოყენებას, ან გამოყენების შეუძლებლობას, აპლიკაციას ან მის კონტენტს, მასალებს, ფუნქციებს და სერვისებს, მომხმარებლის მიერ ინფორმაციის მიწოდებას აპლიკაციის საშუალებით, დაკარგულ შემოსავლებს/ბიზნესს ან დაკარგულ მომხმარებლებს. არცერთ შემთხვევაში დაცული პირები არ იქნებიან პასუხისმგებელნი:

7.1.1. წარმომადგენლების/მესამე პირების მიერ ყველა ან რომელიმე კონკრეტული სახის მომსახურების მიწოდებაზე ან მიუწოდებლობაზე იმ მომხმარებლებისათვის, რომელთან დაკავშირება ან/და რომლის მართვა ან/და რომლისთვისაც პროდუქციის ან მომსახურების მიწოდება ხორციელდება აპლიკაციის ან/და ვებ-პლატფორმის საშუალებით;

7.1.2. ნებისმიერ კონტენტზე, რომელიც აპლიკაციაზე ან მისი მეშვეობით, განთავსებული, გადაცემული, გაცვლილი ან მიღებული იქნა ნებისმიერი მომხმარებლის ან სხვა პირის სახელით;

7.1.3. მომხმარებლების მიერ გაზიარებული ინფორმაციისა თუ მონაცემების ნებისმიერ უნებართვო/არაავტორიზებულ წვდომაზე ან მათ შეცვლაზე; ან

7.1.4. სერვისებთან დაკავშირებულ ნებისმიერ სხვა საკითხზე.

7.2. HUMANA CLUB აცხადებს, ხოლო მომხმარებელი წინამდებარე პირობებზე დათანხმდებით აღიარებს, რომ HUMANA CLUB არც ერთ შემთხვევაში არ იღებს ვალდებულებას აპლიკაციით ან/და ვებ-პლატფორმით სარგებლობის პროცესში მომხმარებელს შესთავაზოს რაიმე სახის პროდუქტი, მომსახურება, პროდუქციის მიწოდება, ფასდაკლება, შეღავათი, ან/და სხვა ნებისმიერი ფინანსური თუ არაფინანსური სიკეთე.

7.3. წინამდებარე პირობების 7.2. მუხლის მოქმედების ფარგლებში, HUMANA CLUB - ს გააჩნია უფლება, მაგრამ არა ვალდებულება, რომ სამომავლოდ, აპლიკაციასა და ვებ-პლატფორმაში აღრიცხულ მომხმარებლებს შესთავაზოს სხვადასხვა სახის საინფორმაციო, საგანმანათლებლო, ან/და სხვა სახის სიკეთეები, ინფორმაცია და რეკომენდაციები, როგორც პირადად, ისე მესამე პირთა მეშვეობით.

 

7. შენარჩუნება და განადგურება

7.1. HUMANA CLUB - ის, საჭიროებიდან გამომდინარე, შეუძლია, შეინახოს აპლიკაციის, ვებ-პლატფორმის ან/და სერვისების მომხმარებლებისგან შეგროვებული ინფორმაცია ამგვარი ინფორმაციის მიზნის, საშუალებისა და გამოყენების მეთოდებისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. კომპიუტერის ვებ-სერვერის ლოგები/ჟურნალები იმ ვადით შეიძლება იქნას შენახული, რამდენიც ეს ადმინისტრაციულად იქნება აუცილებელი.

 

8. მოქმედი კანონმდებლობა და დავების მოგვარება

8.1. წინამდებარე წესებსა და პირობებზე თანხმობით თქვენ ასევე ეთანხმებით, რომ წინამდებარე პირობები და ნებისმიერი ურთიერთობა HUMANA CLUB - სა და მომხმარებელს შორის რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.

8.2. ნებისმიერი დავა, პრეტენზია ან უთანხმოება, რომელიც წარმოიშობა წინამდებარე პირობებიდან ან/და მასთან დაკავშირებით, მათ შორის, წინამდებარე პირობების მოქმედების ფარგლების, გამოყენებადობის, აპლიკაციის, სერვისების ან მათი საშუალებით მოწოდებული ინფორმაციის გამოყენების თაობაზე, განიხილება საქართველოს შესაბამისი სასამართლოების მიერ.

 

9. საკონტაქტო ინფორმაცია

9.1. თუ მომხმარებელს რაიმე შეკითხვა ექნება HUMANA CLUB - თან, წინამდებარე პირობებთან, სერვისებთან ან ამ პირობებით გათვალისწინებულ ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, HUMANA CLUB - ის მომხმარებლებს, დახმარების მისაღებად, შეუძლიათ მოგვმართონ ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე: support@humana.ge, ან დაგვირეკონ შემდეგ ნომერზე: 032 2 15 15 30. 

 

წინამდებარე წესებსა და პირობებზე დათანხმებით თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე პირობებს და ეთანხმებით მასში მოცემულ ყველა დებულებას.